1. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის მოადგილე.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევისათვის დახურულ სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც ხსნის სხდომას და წარადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, აირჩიოს თავმჯდომარის მოადგილე, თუ მის სხდომას ესწრება არანაკლებ 6 წევრი.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნებზე, შესაბამისად, ვრცელდება ამ რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-6-მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული წეს