1. კოლეგიების პერსონალური შემადგენლობის ფორმირების/გადახალისების მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არჩევიდან 3 დღის ვადაში იწვევს პლენუმის სხდომას.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული პლენუმის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სასამართლოს არანაკლებ 6 წევრი. პლენუმს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეგიათა პერსონალურ შემადგენლობას. კოლეგიის პერსონალურ შემადგენლობაში არ უნდა შედიოდეს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განწესებულ ორ მოსამართლეზე მეტი.

3. კოლეგიების შემადგენლობა მტკიცდება ღია კენჭისყრით.

4. კოლეგიების შემადგენლობა დამტკიცებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე მოსამართლეთა უმრავლესობა.

5. თუ პლენუმი არ დაამტკიცებს კოლეგიების შემადგენლობას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2 დღის განმავლობაში იწვევს პლენუმის სხდომას და წარუდგენს მას კოლეგიების იმავე ან სხვა შემადგენლობა