სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის და კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების სახდელის შეფარდებისას სადისციპლინო კოლეგია გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსა თუ თანამდებობის პირს. კერძოდ, თუ საქმე შეეხება:
ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს;
ბ) აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს;
გ) აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოს;
დ) აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს;
ე) ყველა დანარჩენ შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის საბჭოს