1. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან სამ დღეში ეგზავნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გადაწყვეტილების მიღებიდან ათ დღეში შესაბამისი წერილით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით საქართველოს პარლამენტში საკითხის დასაყენებლად. წერილს თან უნდა ერთვოდეს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს