მოსამართლის მიმართ თანამდებობიდან გათავისუფლების სახდელის შეფარდებისას სადისციპლინო კოლეგია გადაწყვეტილებას აღსასრულებლად წარუდგენს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსა თუ თანამდებობის პირს. კერძოდ, როცა საქმე შეეხება:
ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის აღსაძრავად;
ბ) აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეს – აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარამომადგენლობითი ორგანოს წინაშე საკითხის აღსაძრავად;
გ) აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლეებს – საქართველოს იუსტიციის საბჭოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის აღსაძრავად;
დ) ყველა სხვა მოსამართლეს – საქართველოს იუსტიციის საბჭოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის აღსაძრავად