1. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის საბჭო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭო განიხილავს გადაწყვეტილების მიღებიდან ათ დღეში.
2. იუსტიციის საბჭო ვალდებულია საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვიდან სამ დღეში მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი წარუდგინოს შესაბამის უფლებამოსილ პირსა და ორგანოს. კერძოდ:
ა) საქართველოს იუსტიციის საბჭო მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს;
ბ) აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭო კი – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობით ორგანოს