1. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, სამართლებრივი, საფინანსო, მატერიალურ-ტექნიკური, ორგანიზაციული, საინფორმაციო და საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მომზადების მიზნით, შექმნას კომისიები.
2. კომისია იქმნება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით. ბრძანებით განისაზღვრება კომისიის სახელწოდება, შემადგენლობა, ამოცანები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში – კომისიის საქმიანობის წესი.
3. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ მოსამართლეები და საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის მოსამსახურეები.
4. კომისიის მუშაობისათვის ხელშეწყობის მიზნით კომისიასთან შეიძლება შეიქმნას სამუშაო ჯგუფები. სამუშაო ჯგუფების სახელწოდება, შემადგენლობა, ამოცანები და, საჭიროების შემთხვევაში, საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი კომისიის შექმნის შესახებ თავმჯდომარის ბრძანები