1. კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება შედგენილი უნდა იყოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის მიხედვით.

2. კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება ბარდება საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო დეპარტამენტს.

3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31
1
მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, კონსტიტუციურ სარჩელს უნდა ერთოდეს მოსარჩელის/მოსარჩელეების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ