2. კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აუცილებელია, კონსტიტუციურ სარჩელში ან კონსტიტუციურ წარდგინებაში მოყვანილი იყოს ის მტკიცებულებები, რომლებიც, მოსარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას. კონსტიტუციურ სარჩელსა და კონსტიტუციურ წარდგინებაში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები.

3. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე, აგრეთვე იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე (ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) შეიტანება კონსტიტუციური წარდგინება, ხოლო დანარჩენ საკითხებზე – კონსტიტუციური სარჩელი.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის
ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1890 - სსმ I, №33,09.11.2009 წ., მუხ.199

საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის ორგანული
კანონი №3265
–
ვებგვერდი, 10.08.2018წ.

საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის ორგანული კანონი №1914 – ვებგვერდი, 24.10.2022