„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1914-IXმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
110030000.04.001.018038
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/10/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ორგანული კანონი

მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №001, 27.02.1996, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრს და ამ ნორმის გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს. სადავო მნიშვნელობის საკითხის დადგენისას საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია მხედველობაში მიიღოს აგრეთვე მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში მოცემული განმარტებები.“.

2. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აუცილებელია, კონსტიტუციურ სარჩელში ან კონსტიტუციურ წარდგინებაში მოყვანილი იყოს ის მტკიცებულებები, რომლებიც, მოსარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას. კონსტიტუციურ სარჩელსა და კონსტიტუციურ წარდგინებაში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები.“.

მუხლი 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სააპლიკაციო ფორმის ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

18 ოქტომბერი 2022 წ.

N1914-IXმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.10.2022.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.10.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1914-IXმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 110030000.04.001.018038.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.10.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1914-IXმს-Xმპ, 18.10.2022, სარეგისტრაციო კოდი 110030000.04.001.018038 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.10.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5591661/