„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1917-IXმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
160000000.05.001.020636
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/10/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 6.07.2001, მუხ. 78) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  ადამიანის  უფლებათა  საერთაშორისო  სამართალი,  მათ  შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი;“;

ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  ადამიანის  უფლებათა  საერთაშორისო  სამართალი,  მათ  შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი;“;

გ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  ადამიანის  უფლებათა  საერთაშორისო  სამართალი,  მათ  შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი;“.

2. 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) განსაზღვრავს ადვოკატთა განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამას და მისი განხორციელების წესს. ადვოკატთა განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამის აუცილებელი კომპონენტი უნდა იყოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, სწავლება;“.

მუხლი 2. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში უზრუნველყოს ადვოკატთა განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, სწავლების აუცილებელ კომპონენტად გათვალისწინება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

18 ოქტომბერი 2022 წ.

N1917-IXმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

ადვოკატთა შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.10.2022.
როდის იქნა მიღებული „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.10.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1917-IXმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 160000000.05.001.020636.
რამდენი მუხლისგან შედგება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.10.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1917-IXმს-Xმპ, 18.10.2022, სარეგისტრაციო კოდი 160000000.05.001.020636 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.10.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5591546/