„სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- სამშენებლო საქმიანობის შესახებ 27.10.2000
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამშენებლო საქმიანობა, მათ შორის, მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება, ხორციელდება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად.“.
2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სამშენებლო საქმიანობის კოორდინაცია
1. სამშენებლო დარგში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში მას ახორციელებენ შესაბამისი უწყებები.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს და ამტკიცებს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.“.
3. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს და ამტკიცებს დებულებას წოდებათა მინიჭებისა და სამკერდე ნიშნით დაჯილდოების წესის შესახებ.“.
1. სათანადო ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა ამავე კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
ქუთაისი, 24 სექტემბერი 2013 წ. N1287-რს |