„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- სადაზვერვო საქმიანობის შესახებ 27.04.2010
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ეროვნული სადაზვერვო პროგრამა – საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია სადაზვერვო საქმიანობის ძირითადი მიზნები, მიმართულებები და პრიორიტეტები;“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სადაზვერვო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
სადაზვერვო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები.“.
3. მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სადაზვერვო დაწესებულებებს შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის წესს საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიმუშავებს საქართველოს დაზვერვის სამსახური და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას სადაზვერვო დაწესებულებასა და უცხო ქვეყნების დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურებს შორის საუწყებათაშორისო მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის მიზანშეწონილობის შესახებ.“.
4. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზედამხედველობა
საქართველოს დაზვერვის სისტემის ფუნქციონირებაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.
1. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების ამოქმედებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
ქუთაისი, 20 სექტემბერი 2013 წ. N1236-Iს |