„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-7 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით ორგანიზებას უწევენ საქართველოს ეკონომიკის შესაბამისი დარგების მობილიზაციის დროისათვის დაწესებული მუშაობის რეჟიმზე გადაყვანას;“.
3. მე-8 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) უზრუნველყოფენ ამ კანონის, აგრეთვე სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის სფეროში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების სხვა აქტების შესრულებას;“;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ორგანიზებას უწევენ დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში გაწვევას, მოქალაქეთათვის შეტყობინებას და მათ გამოცხადებას შემკრებ პუნქტებში ან სამხედრო ნაწილებში, აგრეთვე სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ტექნიკის, შენობა-ნაგებობების, კომუნიკაციების, მიწის ნაკვეთების, სატრანსპორტო საშუალებების, სხვა სამობილიზაციო რეზერვებისა და მატერიალურ ფასეულობათა გადაცემას საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;“.
4. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამობილიზაციო ორგანოების ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
ქუთაისი, 27 სექტემბერი 2013 წ. N1389-რს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.09.2013.
- როდის იქნა მიღებული „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.09.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1389-რს. სარეგისტრაციო კოდი — 120160000.05.001.017164.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1389-რს, 27.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 120160000.05.001.017164 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2037106/