„გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1333-რს
სარეგისტრაციო კოდი
010080000.05.001.017105
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №36, 2000 წელი, მუხ. 102) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნორმატიული აქტების პროექტებს, რომლებიც გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში ადგენს ერთიან მოთხოვნებს, ნორმებსა და წესებს, შეიმუშავებს სამთავრობო კომისია და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მათი დედაქალაქების, აგრეთვე სხვა ტერიტორიული ერთეულების, თვითმმართველი ერთეულებისა და მათი ადმინისტრაციული ცენტრების სახელდება ხდება სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, პარლამენტის თანხმობითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო საქართველოს სხვა ქალაქების, დასახლებული პუნქტებისა და სახელმწიფო საზღვარზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტებისა, – სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

3. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა რეგისტრაციის, აღრიცხვის, სახელმწიფო კატალოგის შექმნისა და წარმოების შესახებ“ დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 სექტემბერი 2013 წ.

N1333-რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.09.2013.
როდის იქნა მიღებული „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.09.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1333-რს. სარეგისტრაციო კოდი — 010080000.05.001.017105.
რამდენი მუხლისგან შედგება „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.09.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1333-რს, 25.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 010080000.05.001.017105 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2034692/