2. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, ხოლო მოსარჩელის, წარდგინების ავტორის ან მათი წარმომადგენლების წერილობითი განცხადების საფუძველზე − ვალდებულია, განმწესრიგებელ სხდომაზე მოიწვიოს მოსარჩელე, წარდგინების ავტორი, მათი წარმომადგენლები და ინტერესების დამცველები და მოისმინოს მათი განმარტებები ამ კანონის 313 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, განმწესრიგებელ სხდომაზე მოიწვიოს მოპასუხე, მისი წარმომადგენელი, ინტერესების დამცველი და მოისმინოს მათი განმარტებები.

4. ამ კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, ხოლო მხარეთა, წარდგინების ავტორთა ან მათი წარმომადგენლების წერილობითი განცხადების საფუძველზე − ვალდებულია, განმწესრიგებელ სხდომაზე მოიწვიოს მოსარჩელე, წარდგინების ავტორი, მოპასუხე, მათი წარმომადგენლები, ინტერესების დამცველები და მოისმინოს მათი განმარტებები.

5. საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის შესახებ დგება ოქმი ამ კანონის 431 მუხლით დადგენილი წესით.

6. ეს მუხლი არ ვრცელდება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება ან საოქმო ჩანაწერი მიღებიდან 2 დღის ვადაში ეგზავნებათ მხარეებს.

საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის ორგანული
კანონი №3265
–
ვებგვერდი, 10.08.2018