1. რეგისტრირებულ სარჩელს/წარდგინებას, თანდართულ მასალებთან ერთად, საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი დაუყოვნებლივ წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში, კოლეგიის განსჯად საქმეს რეზოლუციით გადასცემს ერთ-ერთ კოლეგიას, ხოლო თუ საქმე პლენუმის განსჯადია, გადასცემს პლენუმს და ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიებისთვის საქმეთა გადაცემისას დაცული უნდა იქნეს რიგითობის წესი, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. თუ რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმავე შინაარსისაა ან სამართლებრივად არსებითად უკავშირდება იმ საკითხს, რომელსაც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიისთვის ადრე გადაცემული კონსტიტუციური სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, ეს სარჩელი ერთ წარმოებად გასაერთიანებლად, განსახილველად გადასცეს იმავე კოლეგიას.
5. თუ რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმავე შინაარსისაა ან სამართლებრივად არსებითად უკავშირდება იმ საკითხს, რომელსაც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისათვის ადრე გადაცემული კონსტიტუციური სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, ეს სარჩელი ერთ წარმოებად გასაერთიანებლად, განსახილველად გადასცეს პლენუმს.
6. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შემოსული კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სამართალწარმოებით გათვალისწინებული წესით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიებს შორის განაწილებისას მივა დასაბუთებულ დასკვნამდე, რომ განსახილველმა საქმემ თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა, იგი, კონსტიტუციური სარჩელის გადაცემიდან 7 დღის ვადაში, მიმართავს პლენუმს წერილობით დასაბუთებული წინადადებით საქმის პლენუმის მიერ განხილვის შესახებ. პლენუმი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წინადადების მიღებიდან 2 კვირის ვადაში წყვეტს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი საქმის პლენუმის მიერ განხილვის საკითხს, რომლის შესახებაც იღებს, შესაბამისად, საოქმო ჩანაწერს ან განჩინებას. განჩინების მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს განსახილველად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადასცემს ერთ-ერთ კოლეგია