1. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ კონსტიტუციური სარჩელისა და წარდგინების განაწილების შემდეგ, მომხსენებელი მოსამართლის ავტომატური, ელექტრონული წესით შერჩევის სისტემა კოლეგიის/პლენუმის საქმეებზე მომხსენებლად შეარჩევს სასამართლოს წევრს ანბანური თანმიმდევრობით.

2. ავტომატური სისტემის მიერ კანდიდატის შერჩევის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო, თუ საქმე კოლეგიის განსჯადია – შესაბამისი კოლეგიის თავმჯდომარე, იღებს რეზოლუციას შერჩეული პირის მომხსენებელ მოსამართლედ დანიშვნის შესახებ.

3. პლენუმის/კოლეგიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, მომხსენებლად დანიშნოს ავტომატური სისტემის მიერ შეთავაზებული წევრისგან განსხვავებული წევრი იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი/წარდგინება იმავე შინაარსისაა ან სამართლებრივად არსებითად უკავშირდება იმ საკითხს, რომელსაც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისათვის/კოლეგიისათვის ადრე გადაცემული კონსტიტუციური სარჩელი/წარდგინება და მიზანშეწონილია ხსენებულ სარჩელებზე/წარდგინებებზე მომხსენებლად ერთი და იმავე პირის დანიშვნა.

4. მომხსენებელი მოსამართლე შეიძლება შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საქმის განხილვას (მის რომელიმე ეტაპს) ან გადაწყვეტას ჩამოცილდა წევრი, რომელიც დანიშნული იყო მომხსენებელ მოსამართლედ;

ბ) პლენუმის/კოლეგიის საოქმო ჩანაწერით მოხდა სხვადასხვა საქმეების ერთ საქმედ გაერთიანება და მათზე მომხსენებელ მოსამართლედ დანიშნული იყვნენ სასამართლოს სხვადასხვა წევრები. ასეთ შემთხვევაში ერთ საქმედ გაერთიანებულ ყველა კონსტიტუციურ სარჩელზე/წარდგინებაზე მომხსენებელ მოსამართლედ ინიშნება ის წევრი, რომელიც იყო მომხსენებელ მოსამართლედ დანიშნული ყველაზე ადრე რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე/წარდგინებაზე.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პლენუმის/კოლეგიის თავმჯდომარე იღებს დასაბუთებულ რეზოლუცია