1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიას ქმნის საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ცხრა მოსამართლის შემადგენლობით. სადისციპლინო კოლეგიის წევრად აირჩევიან უზენაესი სასამართლოსა და ქვემდგომი სასამართლოების მოსამართლეები.
2. სადისციპლინო კოლეგია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარესა და ორ მოადგილეს და თვითონვე განსაზღვრავს სადისციპლინო კოლეგიის სამ შემადგენლობას. სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე და მოადგილეები თავმჯდომარეობენ სადისციპლინო კოლეგიის სხდომებს.
3. სადისციპლინო კოლეგიის წევრებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი აირჩევს სამი წლის ვადით. ზედიზედ განმეორებით არჩევა შეიძლება მხოლოდ ერთხელ.
4. სადისციპლინო კოლეგიის წევრობიდან გათავისუფლების საფუძველია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მოსამართლის თანამდებობის დატოვება;
გ) დისციპლინურ საქმეებზე კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება,დ) მოსამართლის წოდებისათვის შეუფერებელი ქმედობის ჩადენა.
სადისციპლინო კოლეგიის წევრობიდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენა ან სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევა.
5. გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის წევრობიდან გათავისუფლების შესახებ იღებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი სასამართლო აპარატის თანამშრომელთაგან ნიშნავს სადისციპლინო კოლეგიის მდივანს