1. საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების (ტექსტში შემდგომში – „წესდება“) ამოცანაა მმართველობის დადგენილი წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგისა და სამხედრო დისციპლინის დაცვა; დისციპლინური გადაცდომის თავიდან აცილების უზრუნველყოფა, სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის უზრუნველყოფა, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის ზუსტი და განუხრელი დაცვით, მოქალაქეთა და სხვა სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების პატივისა და ღირსების გათვალისწინებით, საერთო და სამხედრო ცხოვრების წესების პატივისცემით, დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების სულისკვეთებით.
2. აღნიშნული ამოცანის განხორციელების მიზნით, წესდება განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედება წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და რომელი ღირსეულ საქციელს, რა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან რა სახის წახალისება და რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ, რა წესით შეიძლება დაეკისროს დისციპლინის დამრღვევ სამხედრო მოსამსახურეს.
3. წესდება გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლით და საქართველოს კანონმდებლობით საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან.
4. წესდების მიზანია სამხედრო მოსამსახურის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის თავიდან აცილება, სამხედრო დისციპლინის დაცვა და ღირსეული საქციელისათვის მათი წახალისება