ღირსეული საქციელისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი სახეები:
ა) მადლობა;
ბ) ადრე დადებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნა;
გ) საპატიო სიგელი;
დ) ფასიანი საჩუქარი;
ე) ფულადი ჯილდო;
ვ) სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან ან დისლოკაციის ადგილიდან რიგგარეშე დათხოვნა (რიგგარეშე დათხოვნა);
ზ) სამხედრო მოსამსახურის ოჯახისათვის მადლობის წერილის გაგზავნა;
თ) დაჯილდოება სამხედრო ნაწილის გაშლილ საბრძოლო დროშასთან გადაღებული პირადი ფოტოსურათით;
ი) ქვედანაყოფის (ნაწილის) საპატიო დაფაზე ფოტოსურათის გაკვრა;
კ) ნაწილის (გემის) საპატიო წიგნში სამხედრო მოსამსახურის სახელის შეტანა;
ლ) „ფრიადოსანი მებრძოლის“ სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
მ) „წარჩინებული სპეციალისტის“ სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ნ) უწყებრივი მედლით დაჯილდოება;
ო) მორიგი სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭება – ამ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით;
პ) სახელობითი ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღით დაჯილდოება;
ჟ) სახელმწიფო ჯილდოებით – ორდენებით და მედლებით დაჯილდოება
საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.06.2012
მუხლი 12. წახალისების სახეები
თავი IV — წახალისება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 6. წესდების მოქმედება დროში
- მუხლი 7. წესდების უკუძალა
- მუხლი 8. წესდების მოქმედების ფარგლები
- მუხლი 9. სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი ღირსეული საქციელის ცნება
- მუხლი 10. ღირსეული საქციელის ჩვეულებრივი და განსაკუთრებული გარემოებები
- მუხლი 14. ადრე დადებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნა
- მუხლი 17. ფულადი ჯილდო
- მუხლი 18. სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან ან დისლოკაციის ადგილიდან რიგგარეშე დათხოვნა
- მუხლი 20. დაჯილდოება სამხედრო ნაწილის გაშლილ საბრძოლო დროშასთან გადაღებული პირადი ფოტოსურათით
- მუხლი 23. „ფრიადოსანი მებრძოლის“ სამკერდე ნიშნით დაჯილდოება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 12, №111, 10.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/97258/muxli-12/