1. ადრე დადებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნა, როგორც წახალისების ერთ-ერთი ზომა, ცხადდება მწყობრის წინ ან სამხედრო მოსამსახურეების კრებაზე ზეპირად და ფორმდება ბრძანებით. წახალისების ამგვარი ზომით სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მოეხსნას მხოლოდ ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნის უფლება აქვს იმ უფროსს (მეთაურს), რომელმაც გამოიყენა პასუხისმგებლობის ზომა, აგრეთვე სხვა პირდაპირ უფროსს (მეთაურს), რომელსაც აქვს არანაკლები სადისციპლინო უფლება.
3. ეს წახალისების ზომა გამოიყენება წესდების 54 – 107 მუხლებით გათვალისწინებული ღირსეული საქციელისათვის, თუ იგი ჩადენილია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების პერიოდში
საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.06.2012
მუხლი 14. ადრე დადებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნა
თავი IV — წახალისება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. წესდების მოქმედება დროში
- მუხლი 7. წესდების უკუძალა
- მუხლი 8. წესდების მოქმედების ფარგლები
- მუხლი 9. სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი ღირსეული საქციელის ცნება
- მუხლი 10. ღირსეული საქციელის ჩვეულებრივი და განსაკუთრებული გარემოებები
- მუხლი 12. წახალისების სახეები
- მუხლი 17. ფულადი ჯილდო
- მუხლი 18. სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან ან დისლოკაციის ადგილიდან რიგგარეშე დათხოვნა
- მუხლი 20. დაჯილდოება სამხედრო ნაწილის გაშლილ საბრძოლო დროშასთან გადაღებული პირადი ფოტოსურათით
- მუხლი 23. „ფრიადოსანი მებრძოლის“ სამკერდე ნიშნით დაჯილდოება
- მუხლი 24. “წარჩინებული სპეციალისტის“ სამკერდე ნიშნით დაჯილდოება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 14, №111, 10.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/97258/muxli-14/