1. სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება ან ღირსეული საქციელისათვის წახალისება შეეფარდება ამ წესდებით დადგენილი წესის მიხედვით.
2. დისციპლინურ გადაცდომებთან და წახალისებასთან დაკავშირებული საქმეების წარმოება ხორციელდება ამ წესდებითა და კანონმდებლობის ზუსტი დაცვით.
3. უფლებამოსილი დაწესებულებები და თანამდებობის პირები სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს დააკისრებენ ან წახალისებებს შეუფარდებენ მათი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი დაცვით.
4. სამხედრო მოსამსახურეს არ შეიძლება დაეკისროს რამდენიმე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან შეეფარდოს წახალისება ერთი და იმავე ქმედებისთვის.
5. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებისას ან წახალისების შეფარდებისას კანონმდებლობის დაცვა უზრუნველყოფილია სისტემატური კონტროლით, გასაჩივრების უფლებითა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა საშუალებები