1. სამხედრო სადისციპლინო წესდების (შემდგომში - წესდება) ამოცანაა სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესის, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წესრიგისა და სამხედრო დისციპლინის დაცვა, დისციპლინური გადაცდომის თავიდან აცილების უზრუნველყოფა, სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის უზრუნველყოფა, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის ზუსტი და განუხრელი დაცვით, მოქალაქეთა და სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების, პატივისა და ღირსების გათვალისწინებით, საერთო და სამხედრო ცხოვრების წესების პატივისცემით, დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელების მიზნით, წესდება განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედება წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და რომელი - ღირსეულ საქციელს, რა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან რა სახის წახალისება უნდა იქნეს გამოყენებული და რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ, აგრეთვე, რა წესით შეიძლება დაეკისროს დისციპლინის დამრღვევ სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო ღირსეული საქციელის ჩამდენ სამხედრო მოსამსახურეს - წახალისება.
3. წესდება გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლით და საქართველოს კანონმდებლობით საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან.
4. წესდების მიზანია, დაიცვას სამხედრო მოსამსახურის ღირსება და განამტკიცოს სამხედრო დისციპლინა, აგრეთვე, სამხედრო მოსამსახურის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის თავიდან აცილება, სამხედრო დისციპლინის დაცვა და ღირსეული საქციელისათვის მათი წახალისება.
5. სამხედრო დისციპლინა ეფუძნება სამხედრო მოსამსახურეების მიერ მოვალეობების განუხრელ შესრულებას, პირადი პასუხისმგებლობის მაღალ შეგნებას და მუდმივ საბრძოლო მზადყოფნას, სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნი