1. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს, აგრეთვე დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი თანამდებობის პირის ან ორგანოს წარმომადგენელს უფლება აქვს სადისციპლინო კოლეგიის წევრს ან კოლეგიის მთელ შემადგენლობას მისცეს აცილება, მაგრამ იგი ვალდებულია დაასახელოს და დაასაბუთოს აცილების მოტივი.
2. შუამდგომლობას აცილების შესახებ განიხილავს სადისციპლინო კოლეგია სათათბირო ოთახში.
3. აცილების შესახებ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ სადისციპლინო კოლეგიის წევრის ან კოლეგიის მთელი შემადგენლობის მიუკერძოებლობა საფუძვლიან ეჭვს იწვევს.
4. სადისციპლინო კოლეგიის წევრის მიერ წარსულში მოსამართლის მიერ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის წევრის მიკერძოებისა და, შესაბამისად, მისი აცილების საფუძვლად. ამავე დროს, თუ სადისციპლინო კოლეგიის წევრი, როგორც ზემდგომი ინსტანციის მოსამართლე, მონაწილეობდა ქვემდგომი სასამართლოს მოსამართლის მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და შეცვლაში და მისი დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა სწორედ ამ საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას უკავშირდება, ეს გარემოება ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიის წევრის აცილების საფუძვლად.
5. სადისციპლინო კოლეგიის წევრის აცილების შუამდგომლობა აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს, თუ არსებობს ამ დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული რომელიმე გარემოება.
6. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია გადადებს საქმის განხილვას და შესაბამისი მოხსენებითი ბარათით დაუყოვნებლივ მიმართავს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარეს სადისციპლინო კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის საქმის გადასაცემად.
7. სადისციპლინო კოლეგიის აცილებით გამოწვეული საქმის განხილვის გადადების ვადა არ ჩაითვლება დისციპლინური სახდელის დაკისრებისათვის ამ დებულებით დადგენილ ვადაში.
8. აცილების შესახებ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია იმავე სხდომაზე აგრძელებს საქმის განხილვას
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 09.05.2000
მუხლი 22. სადისციპლინო კოლეგიის აცილება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 7529. სადისციპლინო კოლეგიის აცილება
- მუხლი 7543. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის წარმოების დროებით შეჩერების შესახებ
- მუხლი 7520. სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე
- მუხლი 7524. სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის პრინციპები
- მუხლი 7545. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლის გამართლების შესახებ
- მუხლი 196. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. საქმის განხილვისა და თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან მოსამართლის ჩამოცილების აკრძალვა
- მუხლი 15. დისციპლინურ საქმეთა განმხილველი ორგანო და მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
- მუხლი 16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის შექმნის წესი
- მუხლი 17. სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის ფარგლები
- მუხლი 18. სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის პრინციპები
- მუხლი 21. საქმისაგან განრიდება
- მუხლი 23. დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტა კანონით დადგენილი ვადების დარღვევის ან ამოწურვის გამო
- მუხლი 24. დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტა დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო
- მუხლი 25. დისციპლინური საქმის მომზადება განსახილველად
- მუხლი 26. სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვის პროცედურა
- მუხლი 27. მხარეთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 22, №182, 09.05.2000, სარეგისტრაციო კოდი 110.050.010.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 09.05.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/113860/muxli-22/