1. სადისციპლინო კოლეგია, რომელსაც დაევალა მოცემული საქმის განხილვა, წინასწარ ეცნობა საქმეს და ნიშნავს კოლეგიაში საქმის განხილვის დღეს.
2. კოლეგიამ საქმის განხილვის ადგილი, დღე და საათი დროულად უნდა აცნობოს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემ უფლებამოსილ ორგანოსა თუ თანამდებობის პირს და მათ წარმომადგენელს, ისევე როგორც მოსამართლეს, ვისაც დისციპლინური საქმე შეეხება.
3. სადისციპლინო კოლეგია მოიწვევს მოწმეებს და სხვა პირებს საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, აცნობებს მათ საქმის ადგილს, განხილვის დღესა და საათს