1. თუ დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე სადისციპლინო კოლეგიაში შემოვა იმავე მოსამართლის მიმართ სხვა დისციპლინური საქმე, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია დროებით, არა უმეტეს ორი კვირისა, შეაჩეროს პირველი საქმის განხილვა, შეაერთოს დისციპლინური საქმეები, ერთდროულად განიხილოს ისინი და ორივე დარღვევისთვის ბრალეულად ცნობისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში დააკისროს დებულებით გათვალისწინებული ერთ-ერთი სახდელი.
2. საქმის დროებით შეჩერების ვადა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვისათვის ამ დებულებით დაწესებულ ერთთვიან ვადაში