1. დისციპლინური საქმის განხილვისას სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლისა და მისი პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს ან თანამდებობის პირის წარმომადგენლის დასწრება და მონაწილეობა სავალდებულოა. თუ რომელიმე მხარე არ გამოცხადდა დისციპლინური კოლეგიის სხდომაზე, კოლეგია ვალდებულია გადადოს საქმის მოსმენა სულ ბევრი ორი კვირით. ეს ვადა არ ჩაითვლება სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვისათვის ამ დებულებით დადგენილ ერთთვიან ვადაში.
2. თუ დადასტურებულია, რომ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლე თავს არიდებს და არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია მის დაუსწრებლად განიხილოს საქმე, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას ცნოს ბრალეულად და დააკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 09.05.2000
მუხლი 28. დისციპლინური საქმის განხილვაში მხარეთა სავალდებულო მონაწილეობა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 22. სადისციპლინო კოლეგიის აცილება
- მუხლი 23. დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტა კანონით დადგენილი ვადების დარღვევის ან ამოწურვის გამო
- მუხლი 24. დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტა დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო
- მუხლი 25. დისციპლინური საქმის მომზადება განსახილველად
- მუხლი 26. სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვის პროცედურა
- მუხლი 27. მხარეთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 29. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება ბრალდების მოხსნის ან მოსამართლის მიერ მასთან დათანხმების შემთხვევაში
- მუხლი 30. სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის დროებით შეჩერება
- მუხლი 31. საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 32. სადისციპლინო კოლეგიის წარდგინება ახალი ბრალდებით დისციპლინური დევნის აღსაძრავად
- მუხლი 33. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების მიღება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 28, №182, 09.05.2000, სარეგისტრაციო კოდი 110.050.010.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 09.05.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/113860/muxli-28/