1. დისციპლინური საქმის შემოსვლისას, მისი განხილვის დაწყებამდე, სადისციპლინო კოლეგია ვალდებულია შეამოწმოს, ხომ არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს ქმედობა, რომელიც საფუძვლად დაედო მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას.
2. თუ საქმის მასალების მიხედვით მოსამართლის ქმედობაში დანაშაულის ნიშნების არსებობა აშკარაა, სადისციპლინო კოლეგია არ შეუდგება საქმის განხილვას, შეწყვეტს დისციპლინური საქმის წარმოებას, საქმის მასალებს გადაუგზავნის სისხლის სამართლის საქმის აღძვრისათვის უფლებამოსილ ორგანოს და ამას აცნობებს მოსამართლეს, ვისაც ეს შეეხება, და მის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემ ორგანოსა თუ თანამდებობის პირს