1. საქმის განხილვისას სადისციპლინო კოლეგია მოქმედებს როგორც სასამართლო.
2. სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმე განიხილება კოლეგიურად-კოლეგიის სამი წევრის შემადგენლობით.
3. სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს მიუკერძოებლად და ობიექტურად, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე.
4.სადისციპლინო კოლეგიის სხდომები დახურულია