სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილი არ არის გასცდეს დისციპლინური ბრალდების ფარგლებს. მას არ აქვს უფლება სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე არსებითი მსჯელობის საგნად აქციოს ის ფაქტები თუ გარემოებები, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდება მოსამართლისათვის წაყენებულ დისციპლინურ ბრალდებას ანდა ისეთი დისციპლინური დარღვევისათვის ცნოს ბრალეულად და დააკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი, რომლის გამო დისციპლინური ბრალდება მისთვის არ წაუყენებიათ