1. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია განერიდოს დისციპლინური საქმის განხილვას, თუ არსებობს რაიმე ისეთი ფაქტორი თუ გარემოება, რომელიც ხელს შეუშლის მას მოცემული საქმე განიხილოს სრულიად მიუკერძოებლად და ობიექტურად.
2. სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვალდებულია განერიდოს საქმის განხილვას, თუ მის მიერ (ან მისი მონაწილეობით) გამოტანილი სასამართლოს განჩინება, დადგენილება, კერძო განჩინება, სადისციპლინო კოლეგიის წარდგინება ანდა მისი მოხსენებითი ბარათი საფუძვლად დაედო მოსამართლის მიმართ მოცემული დისციპლინური დევნის აღძვრას