მუხლი 48. განრიდების ან განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობა
კარი IV — არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი საქმის სასამართლოში განხილვამდეთავი VIარასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლ
1. განრიდების ღონისძიების შესრულებას ზედამხედველობს ამ კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული დაწესებულების წარმომადგენელი. თუ არასრულწლოვანი განრიდების ღონისძიებას განზრახ არ ასრულებს, ამის შესახებ სოციალური მუშაკი აცნობებს პროკურორს, რომელიც, აღნიშნულისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, არასრულწლოვნის, მისი კანონიერი წარმომადგენლის და სოციალური მუშაკის მოსაზრებების მოსმენის შემდეგ აუქმებს ან ძალაში ტოვებს განრიდების შესახებ გადაწყვეტილებას, ცვლის განრიდების ღონისძიებას ან/და აგრძელებს განრიდების ხელშეკრულების ვადას.
2. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით გააუქმოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და ახალი დასაბუთებული დადგენილებით დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა.
3. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში არასრულწლოვნის მიერ განრიდების ღონისძიების შესასრულებლად განხორციელებული მოქმედებები სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინება. თავი VIIარასრულწლოვნის დაკავება, გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (12.06.2015).
წინა რედაქცია (24.06.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 48. განრიდების ან განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობა 1. განრიდების ღონისძიების შესრულებას ზედამხედველობს ამ კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული დაწესებულების წარმომადგენელი. თუ არასრულწლოვანი განრიდების ღონისძიებას განზრახ არ ასრულებს, ამის შესახებ სოციალური მუშაკი აცნობებს პროკურორს, რომელიც, აღნიშნულისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, არასრულწლოვნის, მისი კანონიერი წარმომადგენლის და სოციალური მუშაკის მოსაზრებების მოსმენის შემდეგ აუქმებს ან ძალაში ტოვებს განრიდების შესახებ გადაწყვეტილებას, ცვლის განრიდების ღონისძიებას ან/და აგრძელებს განრიდების ხელშეკრულების ვადას. 2. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით გააუქმოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და ახალი დასაბუთებული დადგენილებით დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა. 3. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში არასრულწლოვნის მიერ განრიდების ღონისძიების შესასრულებლად განხორციელებული მოქმედებები სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინება. თავი VIIარასრულწლოვნის დაკავება, გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა
მუხლი 15. განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტი— საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 21. საქმისაგან განრიდება— საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე