1. არასრულწლოვანს შეიძლება აეკრძალოს:

ა) განსაზღვრული ადგილის ან/და პირის/პირების მონახულება;

ბ) ბინადრობის ადგილის შეცვლა;

გ) დროის განსაზღვრულ მონაკვეთში შინიდან გასვლა;

დ) ნებართვის გარეშე ქვეყნის ან შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის დატოვება;

ე) სხვა ისეთი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის მის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას.

2. არასრულწლოვანს შეიძლება დაევალოს:

ა) სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს დახმარებით საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყება ან განახლება;

ბ) სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს დახმარებით მუშაობის დაწყება;

გ) საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი ან/და სამკურნალო პროგრამის გავლა;

დ) თავისუფალი დროის განსაზღვრული ფორმით გამოყენება;

ე) სხვა ისეთი მოვალეობა, რომელიც ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების კონტროლს უზრუნველყოფს სააგენტო.

საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5396 – ვებგვერდი, 10.12.2019წ