განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-240-2018 წელი
№020100118002278228
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
11 ივლისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლების – მ--- ჯ-----ს, ა-- ა-------ს,ადვოკატის – მ--------- ბ------ს,საპროცესო წარმომადგენლის – ნ---- ბ------–---ს მონაწილეობით, დახურულ სასამართ-ლო სხდომაზე, განიხილა მ------- გ--------ს ბრალდების №------------ სისხლის სა-მართლის საქმე.
მ------- გ--------, დაბადებული 2----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ო---------------------------–---------–-ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ზ--------–-----------–---–-------------–ში, მსჯავრდებუ-ლია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 2 დეკემბრის ეპიზოდი), იმავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 21 იანვრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 21 იანვრის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 27 დეკემბრის, 2018 წლის 7 იანვრისა და 2018 წლის 21 იანვრის ეპიზოდები) და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
მასვე, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 75-ე მუხლის მე-2 ნაწი-ლისა და 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელთან ერთად დაევალა, მისი ქმედებების და შედეგების გასაცნობიერებლად, ქცევისა და ემოციების მართვის მიზნით, საბაზისო გა ნათლების მნიშვნელობის გასააზრებლად, თავისუფალი დროის შემცირებისა და ინტერესთა სფეროს გაღრმავების მიზნით, სოციალურ გარემოსთან ადა-პტაციის პრობლემის დასაძლევად, მის მიმართ კეთილგანწყობილი გარემოს მოსაძიებ-ლად, სტრესულ სიტუაციებთან გასამკლავებლად საჭირო უნარჩვევების გამომუშავების მიზნით, მისთვის სასარგებლო პროგრამების შერჩევისა და მათში ჩართვის მიზნით, ამის აუცილებლობის ამოწურვამდე, განახორციელოს ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან ვიზი-ტები ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
მ------- გ--------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ------- გ--------ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხ-ლის 12 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
მ------- გ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ე-–-- პ-------ს მიმართ ჩადენილი ქმედება), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ------ პ-------ს მიმართ ჩადენილი ქმედება), 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ქმედება), 111, 151-ე მუხლის პირველი ნა-წილით (2018 წლის ქმედება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ე-–-- პ-------ს მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარ-გებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ------- პ-------ს მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ქმედება) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ქმედება) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ------- გ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
მასვე, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 75-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელთან ერთად დაევა-ლოს, მისი ქმედებების და შედეგების გასაცნობიერებლად, ქცევისა და ემოციების მართ-ვის მიზნით, საბაზისო განათლების მნიშვნელობის გასააზრებლად, თავისუფალი დროის შემცირებისა და ინტერესთა სფეროს გაღრმავების მიზნით, სოციალურ გარემოსთან ადა-პტაციის პრობლემის დასაძლევად, მის მიმართ კეთილგანწყობილი გარემოს მოსაძიებ-ლად, სტრესულ სიტუაციებთან გასამკლავებლად საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, მისთვის სასარგებლო პროგრამების შერჩევისა და მათში ჩართვის მიზნით, ამის აუცილებლობის ამოწურვამდე, დაევალოს განახორციელოს ფსიქოლოგთან და ფსიქი-ატრთან ვიზიტები ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახისა და ყოველდღიური ხანგრძლივობის (რაც არ უნდა აღემატებოდეს დღეში 4 საათს), სამუშაო ადგილის (რომელიც საზოგადოე-ბის წევრად ჩამოყალიბებისთვის საჭირო გამოცდილებას და უნარებს შესძენს არასრულ-წლოვანს), დამსაქმებლის განსაზღვრა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდე-ბულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სასჯელთან ერთად დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე კონტროლი უზრუნ-ველყოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ.
ნივთმტკიცება – დანა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემ-დეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili
მოსამართლეები: vera doliZe
marina siraZe