მუხლი 75. არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები
თავი XI — არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნა
1. არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
2. არასრულწლოვნისთვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე უფლებამოსილია არასაპატიმრო სასჯელთან ერთად მას დააკისროს ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული 1 ან რამდენიმე მოვალეობა. ამ შემთხვევაში დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც, დიდი ალბათობით, არ შესრულდება ან რომლის შესრულება არასრულწლოვნის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატება.
3. არასაპატიმრო სასჯელის აღსასრულებლად, არასრულწლოვნის და მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ელექტრონული ზედამხედველობა 1 წლამდე ვადით. ეს წესი არ მოქმედებს ამ კოდექსის 69-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
4. ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებების გამოყენების წესი და მეთოდოლოგია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის
კანონი №3033
–
ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.06.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 75. არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები 1. არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს. 2. არასრულწლოვნისთვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე უფლებამოსილია არასაპატიმრო სასჯელთან ერთად მას დააკისროს ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული 1 ან რამდენიმე მოვალეობა. ამ შემთხვევაში დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც, დიდი ალბათობით, არ შესრულდება ან რომლის შესრულება არასრულწლოვნის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატება. 3. არასაპატიმრო სასჯელის აღსასრულებლად, არასრულწლოვნის და მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ელექტრონული ზედამხედველობა 1 წლამდე ვადით. ეს წესი არ მოქმედებს ამ კოდექსის 69-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 4. ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებების გამოყენების წესი და მეთოდოლოგია განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულებიუსა და პრობატიციის მინისტრის ბრძანებით.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(88)
საქმე №2კ-780აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.10.2025
რის კანონით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3, მე-4, მე-7, მე-13, მე-14, 29-ე, 65-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე, 76-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10, 81-ე, 274-ე, 286-ე, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი
საქმე №2კ-1297აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.01.2025
…აღკვეთა 6 თვით, რაც ამკ-ის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი; 9. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვან დ. ს–ს დაევალოს სარეაბილიტაციო პროგრამა „ცხოვრებისეულ ფასეულობებში“, ასევე – საგანმანათლებლო,…
საქმე №2კ-464აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.01.2018
…აღკვეთა, რაც საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვან თ. ჯ-ს აეკრძალა ღამის 23:00 საათიდან - დილის 7:00 საათამდე მონაკვეთში შინიდან გასვლა 6 (ექვსი) თვით. არასრულწლოვანთა…
საქმე №2კ-189აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.09.2017
…76-ე მუხლის თანახმად, მიესაჯა შინაპატიმრობა 6 თვით; მსჯავრდებულ ბ. ლ-ას დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან - 06:00 საათამდე; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ბ. ლ-ას დაეკისრა ჩართვა სარეაბილიტაციო პროგრამაში - „ბრაზის მართვა.“ ბ. ლ-ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა…
…მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 21 მარტიდან 2018 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მასვე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაევალა სარეაბილიტაციო პროგრამა,,დანაშაულის გაცნობიერებაში“ ჩაბმა. 2. განაჩენით გ------- კ-------ს მსჯავრი დაედო…