განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003163143
საქმე №1/743-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
03.02.2020 წელი ქ. ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: ზი--------–-----ე;
დაცვის მხარე: ირ---–--–-----–-ა;
თარჯიმანი: ლა------–---------ა;
დახურულ სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე
№0-----------
ბრალდებული: ედ-------ი მუ------ა
მამის სახელი: რო------ი
დაბადების თარიღი: 2---------წ.
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არ მქონე
მცხოვრები: ქ. ქუ-----ი, რ. თა-----–---–ის ქუჩა №207/4.
კანონიერი წარმომადგენელი: ლუ-------------–--ა;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
მუქარა სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, შეუწყნარებლობის ნიშნით, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ჯგუფურად.
ბრალდებული: ირ---–- არ----–---ი
მამის სახელი: რ----–--
დაბადების თარიღი: 1---------წ.
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არ მქონე
მცხოვრები: ქ. ქუ-----ი, ახ--–-----------ის გამზირი №90/40.
კანონიერი წარმომადგენელი: ან----–------–ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: მუქარა სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, შეუწყნარებლობის ნიშნით, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ჯგუფურად.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 ედ-------ი მუ------ამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
მუქარა სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, შეუწყნარებლობის ნიშნით, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 8 აპრილს დაახლოებით 21:30 საათზე გი----------------ე და ედ------- მუ------ა ქუ-----ში, ი. ჭა------ის გამზირი №25-ში მდებარე შპს „დ---–ში“ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ 35.25 ლარის ღირებულების შოკოლადებს.
2019 წლის 08 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე ქუ-----ში, რ. თა-----–---–ის ქუჩა №2-ში მდებარე მოსწავლე ახ--–-----------ის პარკში, ედ------- მუ------ა და ირ---–- არ----–---ი ჰომოფობიური ტერმინოლოგიის გამოყენებით, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ ბა------------–-–---–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2 ირ---–- არ----–---მა ჩაიდინა მუქარა სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, შეუწყნარებლობის ნიშნით, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 08 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე ქუ-----ში, რ. თა-----–---–ის ქუჩა №2-ში მდებარე მოსწავლე ახ--–-----------ის პარკში, ედ------- მუ------ა და ირ---–- არ----–---ი ჰომოფობიური ტერმინოლოგიის გამოყენებით, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ ბა------------–-–---–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედებების სამართლებრივი აღწერა
ედ-------ი მუ------ა - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; მუქარა სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, შეუწყნარებლობის ნიშნით, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ჯგუფურად.
ირ---–- არ----–---ი - მუქარა სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, შეუწყნარებლობის ნიშნით, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ჯგუფურად.
2.1. წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულების ედ-------ი მუ------ას და ირ---–- არ----–---ის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულებს სადავოდ არ გაუხდიათ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულებმა ედ-------ი მუ------ამ და ირ---–- არ----–---მა თავი მთლიანად ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, გულწრფელად აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი ქმედება, დაეთანხმნენ საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ედ-------ი მუ------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის და ირ---–- არ----–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, გარდა ბრალდებულების აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ედ-------ი მუ------ას და ირ---–- არ----–---ის ბრალეულობას, კერძოდ: შეტყობინებებით, მოწმეების: ბა------------–-–---–ის, მა----------------ის, და--------------ის, ნა--------------ის, ირ---–- არ----–---ის, ედ------- მუ------ას გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, შპს „დ---–ის“ წერილით და საქმეში არსებული სხვა ინფორმაციათა ერთობლიობით.
3. სამართლებრივი შეფასება:
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამავე კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ედ------- მუ------ამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; მუქარა სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, შეუწყნარებლობის ნიშნით, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ჯგუფურად, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ხოლო ირ---–- არ----–---მა ჩაიდინა მუქარა სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, შეუწყნარებლობის ნიშნით, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ჯგუფურად, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება,4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა 2020 წლის 03 თებერვალს.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ედ-------ი მუ------ას და ირ---–- არ----–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
ედ-------ი მუ------ას ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით ირკვევა, რომ ედ-------ი მუ------ა ირიცხება ქუ-----ის №36-ე საჯარო სკოლაში. გაკვეთილებზე დადის, თუმცა არ სწავლობს მასალას და ჰქონდა დაბალი აკადემიური მოსწრება. ის როგორც თანაკლასელებთან, ასევე მასწავლებელთან ინარჩუნებს ახლო პოზიტიურ ურთიერთობას. აღნიშნულთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონია. წარსულში ხუთი წლის განმავლობაში აქტიურად თამაშობდა ფეხბურთს და ახლაც გამოთქვა იმისი სურვილი, რომ განაგრძოს სპორტული მოღვაწეობა. დაინტერესებულია კომპიუტერული პროგრამებით. ის არ თამაშობს აზარტულ თამაშებს და არ ავლენს თანატოლების მიმართ აგრესიას. მისი განმარტებით მას აქვს უნარი ნებისმიერ სიტუაციაში მართოს საკუთარი თავი და არ ჩაერთოს დაპირისპირებაში მოწინააღმდეგე მხარესთან. ედ-------ი მუ------ა ითვალისწინებს ოჯახის წევრების მითითებებს და ეხმარება მათ სხვადასხვა საქმიანობაში. მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და საჭიროებს დამატებითი გამოკვლევების ჩატარებას. ის ფლობს სტრესის დაძლევის უნარ-ჩვევებს. ცდილობს იცხოვროს ჯანსაღის ცხოვრების წესით, ვარჯიშობს დამოუკიდებლად, ვინაიდან სურს იმყოფებოდეს მუდმივად კარგ ფორმაში.....(იხ. ინდივიდუალური შეფასების ანგარიში)
ირ---–- არ----–---ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით ირკვევა, რომ ირ---–- არ----–---ი ამჟამად არ ირიცხება სასწავლო დაწესებულებაში. 2018 წლის ნოემბრიდან მას შეუწყდა მოსწავლის სტატუსი გაცდენების გამო. სამი წლის განმავლობაში დადიოდა ფეხბურთზე, თუმცა დაანება თავი მუხლის დაზიანების გამო. არასრულწლოვანს ჰყავს ბევრი თანატოლი მეგობარი, მათ შორის არიან ანტისოციალური ქცევის მქონე არასრულწლოვნები. ირ---–- არ----–---ი გამოხატავს თბილ დამოკიდებულებას დის მიმართ და საკუთარ ქცევებს ნანობს, რადგან დაინახა დის ცრემლები. (იხ. ინდივიდუალური შეფასების ანგარიში)
სასამართლო ასევე ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ისაა, რომ მათ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს; გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, ბრალდებულების ასაკს ქმედების ჩადენის დროს (ედ-------ი მუ------ა - 15 წლის არასრულწლოვანი, ირ---–- არ----–---ი - 16 წლის არასრულწლოვანი), ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ედ-------ი მუ------ას და ირ---–- არ----–---ს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ პრიორიტეტულია არასრულწლოვნის რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14 მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლი), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; ხოლო 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნას, სასამართლო ასევე ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე და 75-ე მუხლის მოთხოვნებს, მხედველობაში იღებს იმ მოცემულობას, რაც ინდივიდუალური შეფასების ანგარიშშია მოყვანილი.
ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილი მოცემულობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ედ-------ი მუ------ას ზემოაღნიშნული მუხლებით საბოლოო სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, თუმცა არსებობს ყველა გარემოება იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლი, რომლის თანახმად, ,,თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს’’. სასამართლო განმარტავს, რომ ედ-------ი მუ------ას მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა; მან ჩაიდინა განზრახი, ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არის არასრულწლოვანი, ნასამართლობის არ მქონე პირია და აღიარებს მასზე ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობის და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ედ-------ი მუ------ას მიმართ, შესაძლებელი იქნება მისთვის თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლის შემთხვევაში, ვინაიდან არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა პირობა.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ედ-------ი მუ------ამ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, შეუწყნარებლობის ნიშნით, რაც სსკ-ის 531 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირდაპირ არის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი ,,ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას’’.
ვინაიდან ედ-------ი მუ------ა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის დროს იყო თოთხმეტიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი, მას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა უნდა შეუმცირდეს 1/3-ით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულები, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი და არის არასრულწლოვანი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა.
ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილი მოცემულობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ირ---–- არ----–---ს ზემოაღნიშნული მუხლებით საბოლოო სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, თუმცა არსებობს ყველა გარემოება იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლი, რომლის თანახმად, ,,თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს’’. სასამართლო განმარტავს, რომ ირ---–- არ----–---ის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა; მან ჩაიდინა განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაული, არის არასრულწლოვანი, ნასამართლობის არ მქონე პირია და აღიარებს მასზე ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობის და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ირ---–- არ----–---ის მიმართ, შესაძლებელი იქნება მისთვის თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლის შემთხვევაში, ვინაიდან არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა პირობა.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ირ---–- არ----–---მა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, შეუწყნარებლობის ნიშნით, რაც სსკ-ის 531 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირდაპირ არის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი ,,ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას’’.
ვინაიდან ირ---–- არ----–---ი ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის დროს იყო თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი, მას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა უნდა შეუმცირდეს 1/4-ით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულები, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი და არის არასრულწლოვანი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ედ-------ი მუ------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
1.1 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 08 (რვა) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობითად.
1.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობითად.
1.3 საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ედ-------ი მუ------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 08 (რვა) თვის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და სსკ-ის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.
1.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
1.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 მე-2 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 03 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ედ-------ი მუ------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და სსკ-ის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.
2. გაუქმდეს ედ------- მუ------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
3. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში ედ-------ი მუ------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 28 სექტემბრიდან 2019 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით;
4. მსჯავრდებულის პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.
5. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ედ------- მუ------ას მიმართ, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული პირობითი მსჯავრის აღსრულება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. ირ---–- არ----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის 01 (ერთი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და სსკ-ის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
7. გაუქმდეს ირ---–- არ----–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
8. მსჯავრდებულის პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.
9. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ირ---–- არ----–---ის მიმართ, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული პირობითი მსჯავრის აღსრულება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
10. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
10.1 სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი დისკზე; ირ---–- არ----–---ის და ედ------- მუ------ას მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს (12.07.2019) გადაღებული ფოტოსურათები დისკზე; ედ------- მუ------ას მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს (09.04.2019) გადაღებული ფოტოსურათები დისკზე - რომლებიც მოთავსებული არის საქმეში - დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
11. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
12. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე ნანა ჯოხაძე