მუხლი 59. არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვის სხვა თავისებურებები
კარი V — არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვა და აღკვეთის ღონისძიებებითავი VIIIარასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვა #
1. არასრულწლოვნის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლო აცხადებს, რომ არასრულწლოვანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, და მას განაჩენში შეაქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის, 273-ე მუხლის პირველი ნაწილის, 274-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისი გარემოებები. ამასთანავე, გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს სასჯელის დანიშვნის სხდომის თარიღს. სასჯელის დანიშვნის სხდომა უნდა გაიმართოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 7 დღისა.
2. სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მოსამართლეს გამოაქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რის შემდეგაც, გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენში შეაქვს იმავე მუხლის და 273-ე და 274-ე მუხლების სხვა მოთხოვნების შესაბამისი გარემოებები.
21. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საკითხები ერთ სასამართლო სხდომაზე განიხილება.
3. არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით არ განიხილება.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2390 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.
თავი IXაღკვეთის ღონისძიებე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.05.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.06.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 59. არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვის სხვა თავისებურებები 1. არასრულწლოვნის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლო აცხადებს, რომ არასრულწლოვანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, და მას განაჩენში შეაქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის, 273-ე მუხლის პირველი ნაწილის, 274-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისი გარემოებები. ამასთანავე, გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს სასჯელის დანიშვნის სხდომის თარიღს. სასჯელის დანიშვნის სხდომა უნდა გაიმართოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 7 დღისა. 2. სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მოსამართლეს გამოაქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რის შემდეგაც, გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენში შეაქვს იმავე მუხლის და 273-ე და 274-ე მუხლების სხვა მოთხოვნების შესაბამისი გარემოებები. 21. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საკითხები ერთ სასამართლო სხდომაზე განიხილება. 3. არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით არ განიხილება. თავი IXაღკვეთის ღონისძიებები
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(59)
საქმე №2კ-568აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.11.2023
…საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ: 2022 წლის 17 ივნისს, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, მოსამართლემ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-6 და მე-9 ნაწილებისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შესაბამის ორგანოს სთხოვა ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და მისი გაგზავნა 2022 წლის 24 ივნისამდე.…
…სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება,4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა 2020 წლის 03 თებერვალს. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო…