განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100118002524552
N1/133-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
არასრულწლოვანი ბრალდებული - ა-–---- ნ-----–------ ძე კ-------–---–ი, დაბადებული 2----–-–-----------ლს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 5----------), დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, ა---------–- ს-–----–-- განათლებით, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ი-–---, ამჟამად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულების პატიმარი;
ადვოკატი - მ-----– ხ---------;
საპროცესო წარმომადგენელი - თ----- ფ-----–---–-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით);
სხდომის სახე - დახურული.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2018 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, არასრულწლოვანი ა-–---- კ-------–---–ი ბინაში უკანონო შეღწევით, თავს დაესხა ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--–- მცხოვრებ ო-–--- მ----–---–ს, რომელიც მისსავე საცხოვრებელ სახლში საძინებელ ოთახში საწოლზე ისვენებდა, ა-–---- კ-------–---–მა ო-–--- მ----–---–ს თავზე დააფარა ბალიში, ამავდროულად სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ტანთცმული მოსაცმელის ჯიბიდან გასტაცა მისი კუთვნილი ფულადი თანხა 700 ლარის ოდენობით.
სასამართლომ დაადგინა:
2. 2016 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, არასრულწლოვანმა ა-–---- კ-------–---–მა, უკანონოდ შეაღწია ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--–- მცხოვრებ ო-–--- მ----–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც, საძინებელ ოთახში მყოფ (მწოლიარე) ო-–--- მ----–---–ს სახეზე დააფარა ბალიში და მოსაცმელის ჯიბიდან გასტაცა მისი კუთვნილი თანხა 700 ლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედება - ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის:
3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-------- მ-------ემ განაცხადა, რო ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--–-. მასთან, მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა ა-–---- კ-------–---–ი. 2018 წლის 3 ივნისს, დილის საათებში, იმყოფებოდა სახლში, ხოლო მისი მეუღლე წასული იყო ზესტაფონში, ბაზარში. ასევე, სახლში იყო ა-–---- კ-------–---–ი, რომელმაც მიირთვა საჭმელი და გავიდა სახლიდან. გასვლიდან, დაახლოებით 20 წუთში, ა-–---- სახლში დაბრუნდა აფორიაქებული, რომელიც, სახლში გაჩერდა 3 წუთი და ისევ გავიდა. რამდენიმე ხანში, გავიდა ეზოში, ჭასთან, რა დროსაც გაიგო ო-–--- მ----–---–ის ყვირილი, რომელიც დახმარებას ითხოვდა. როდესაც გადავიდა მასთან სახლში და შევიდა, ო-–---მ მას უთხრა, რომ ა-–---- კ-------–---–ი შევიდა მასთან სახლში, პირზე ბალიში დააფარა და ფული გასტაცა. მოწმის განმარტებით, როდესაც ნახა ო-–--- მ----–---–ი, ის იყო განერვიულებული, აფორიაქებული და თმაგაწეწილი. ო-–---ს ხმაზე, რომელიც დახმარებას ითხოვდა, ასევე, ადგილზე მივიდნენ მეზობლები, თ----- კ------–--–---–ი და ლ--–- ხ--–-–---–ი. მოწმის განმარტებით, სანამ გაიგონებდა ო-–--- მ----–---–ის ყვირილის ხმას, დაახლოებით 15 წუთით ადრე, დაინახა ო.მ----–---–ის ეზოდან მომავალი ა-–---- კ-------–---–ი. ამ დროს, თავად იდგა ჭასთან. მისივე განმარტებით, ო-–--- მ----–---–ისგან იცოდა, რომ თანხას ჯიბით ატარებდა, ვინაიდან ასაკის გამო ეშინოდა არ დავიწყებოდა ფულის შენახვის ადგილი. თავის მხრივ, თანხის შენახვის ადგილი იცოდა ა-–---- კ-------–---–მაც, ვინაიდან ო-–--- ხშირად გადადიოდა მათთან სტუმრად და ა-–----ს ესმოდა ო-–---ს საუბარი. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2018 წლის 3 ივნისს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების ნაწილი (ს.ფ. 125-127), სადაც მითითებულია „მე ვკითხე, ცუდად ხომ არ იყო და ხომ არ სჭირდებოდა დახმარება. მიპასუხა, რომ იყო ძალიან ცუდად, რადგან ჩემთან რომ იზრდებოდა ა-–---- კ-------–---–ი, ის მიუვარდა, გუდავდა და ფული მოსთხოვა. მანვე მითხრა, რომ ა-–---- კ-------–---–მა ბალიში დააფარა სახეზე, რის გამოც ლამის გაიგუდა, როცა ცალი ხელით აწვებოდა ბალიშზე და ცალი ხელით 700 ლარი ამოაცალა ჟილეტის ჯიბიდან. ო-–---ს ყვირილზე და ხმაურზე ო-–--- მ----–---–თან შემოვიდნენ მეზობლები თ----- მ----–---–ი და ლ--–- ხ--–-–---–ი“. გამოქვეყნების შემდეგ, პროკურორის შეკითხვებზე, მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოება.
4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ--–- ხ--–-–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--–-. 2018 წლის 3 ივნისს, იმყოფებოდა ვენახში და მუშაობდა. დაახლოებით 11:00 საათისათვის წამოვიდა სახლში. გზაში გახდა ცუდად და ნ-------- მ-------ის სახლთან შეჩერდა, იფიქრა, რომ ნ-------- წამალს დაალევინებდა. როდესაც დაიძახა, ნ--------მ არ გააგონა. დაინახა ა-–---- კ-------–---–ი, რომელიც ეზოში იყო და ჰკითხა, ნ-------- თუ იყო სახლში, რაზეც ა-–----მ უპასუხა, რომ სახლში იყო. შევიდა სახლში, სადაც მას ნ--------მ წნევა გაუზომა და წამალი დაალევინა. როდესაც ცოტა მომჯობინდა, წავიდა სახლში. გზაში, როდესაც მიდიოდა სახლისკენ, გაიგო ყვირილის ხმა, რომელიც მოდიოდა ო.მ----–---–ის სახლიდან და მიბრუნდა უკან. როდესაც სახლში შევიდა, ო-–--- მ----–---–ი იძახდა, რომ ჯიბეში ფული ედო და ამოაცალეს. კითხვაზე ვინ გააკეთა, ო-–---მ უპასუხა, რომ „ა-–--ო იქნებოდა, მეტი ვინ გააკეთებდაო“. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2018 წლის 3 ივნისს მოწმის მიერ მიცემული ჩვენება (ს.ფ. 131-133), სადაც მითითებულია „2018 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათიდან, 11:00 საათამდე დროის პერიოდში მე ვბრუნდებოდი ვენახიდან სახლში, თავს ვგრძნობდი შეუძლოდ. როდესაც მივედი ნ-------- მ-------ის სახლთან, მე დავუძახე მას ნ--------, მაგრამ არ გამაგონა. მე მსურდა, რომ მისთვის გამომერთმია თავის ტკივილის წამალი, ამ დროს მე დავინახე ეზოში ა-–---- კ-------–---–ი, რომელსაც ვკითხე სად არის ნ--------, მიპასუხა სახლში. ა-–---- კ-------–---–ი კი წავიდა ო-–--- მ----–---–ის საცხოვრებელი სახლის მხარეს, მაგრამ შევიდა თუ არა ა-–---- კ-------–---–ი ო-–--- მ----–---–თან, მე არ დამინახავს, რადგან მე შევედი ნ--------სთან სახლში, სადაც ა-–---- არ შემოსულა მას შემდეგ რაც დავინახე ო-–---ს სახლისკენ მიმავალი. ნ--------სთან სახლში, ასევე, იყო ჩემი მეზობელი თ----- კ------–--–---–ი. მე ნ--------ს ვთხოვე თავის ტკივილის წამალი. წამალი როდესაც მომცა ნ--------მ დავლიე, ცოტა ხნით გავჩერდი მასთან და შემდგომ წამოვედი სახლში. დაახლოებით ორ წუთში, გზაზე რომ გამოვედი, მე გავიგონე ნ--------ს ხმა ო-–--- ბიცოლა რა იყო რა მოხდა. მე ამ ხმაზე შევედი ო-–--- მ----–---–ილთან რადგან ვიფიქრე, რომ დაემართა რაღაც. ამ დროს, ო-–--- მ----–---–თან, ნ--------ს ეზოდან გადმოდიოდა თ----- კ------–--–---–ი. ჩვენ ო-–---სთან მივედით თითქმის ერთდროულად. ო-–--- იყო აფორიაქებული, კანკალებდა, იყო შეშინებული. უჭირდა ლაპარაკი და სუნთქვა. მან გვითხრა, რომ ა-–---- კ-------–---–ი მიუვარდა, გუდავდა და ფული მოსთხოვა. ასევე, თქვა, რომ ა-–---- კ-------–---–ი მას ემუქრებოდა გაგუდვით თუ არ მისცემდა ფულად თანხას. მანვე გვითხრა, რომ ა-–---- კ-------–---–მა ბალიში დააფარა სახეზე, რის გამოც ლამის გაიგუდა, როცა ცალი ხელით აწვებოდა ბალიშზე და ცალი ხელით 700 ლარი ამოაცალა ჟილეტის ჯიბიდან.“ გამოქვეყნების შემდეგ, პროკურორის შეკითხვებზე, მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები.
5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ----- კ------–--–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--–-. 2018 წლის 3 ივნისს, ნ-------- მ-------ემ სთხოვა სახლში მისვლა და სუფრის გაწყობაში დახმარება. როდესაც მივიდა ნ-------თან, სახლში იყო ა-–---- კ-------–---–ი, რომელმაც ჭამა საჭმელი და წავიდა, თუ სად, მისთვის უცნობია. რამდენიმე ხანში, როდესაც ნ-------- ჩავიდა ეზოში, ჭასთან, წყლის ამოსაღებად, ნ-------მა გაიგონა ო-–--- მ----–---–ის ყვირილი, ხოლო თავად გაიგონა ნ--------ს ხმა, რა იყო ოლია ბიცოლა, ნუ გეშინია. აღნიშნულის საფუძველზე, გადავიდა ო-–--- მ----–---–ის საცხოვრებელ სახლში. სადაც მათ დახვდათ გაფითრებული, აკანკალებული, აძიგძიგებული ო-–--- მ----–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ ა-–---- მივიდა მასთან, ბალიშით გუდავდა, ცალი ხელით აფარებდა, ხოლო ცალი ხელით ფული ამოაცალა და გაიქცა. ემუქრებოდა გაგუდვით. მოწმის განმარტებით, ო-–--- მ----–---–ის სახლში შევიდა ნ------- მ-------ესთან და ლ--–- ხ--–-–---–თან ერთად. ის იღებდა ო.მ----–---–ის პენსიას მინდობილობით და როგორც იცის, ო-–--- ფულს ჯიბეში ინახავდა. ის ფაქტი, რომ ო-–--- მ----–---–ი ფულს ჯიბეში ინახავდა, ცნობილი იყო ნ-------- მ-------ის ოჯახის ყველა წევრისათვის.
6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ---- მ----–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--–- და მასთან სახლში, დაახლოებით 3 წელი ა-–---- კ-------–---–ი იმყოფებოდა მინდობით აღზრდაში. 2018 წლის 3 ივნისს, იმყოფებოდა ზესტაფონში, ბაზარში. დაახლოებით 11:00-12:00 საათისათვის, მას ტელეფონზე დაუკავშირდა მეუღლე და უთხრა, რომ სახლში ყოფნის დროს გაიგო ო.მ----–---–ის ყვირილი. როდესაც გადავიდა, ო-–---მ უთხრა, რომ ა-–---- იქნებოდა სახლში შესული და ფული წამართვაო. აღნიშნულის საფუძველზე, თავის მხრივ დაურეკა პოლიციას და უთხრა მომხდარის შესახებ. როდესაც სახლში მივიდა, გადავიდა ო.მ----–---–თან, რომელმაც უთხრა, რომ ა-–---- შევიდა მასთან სახლში, მოსთხოვა ფული და სახეზე დააფარა, როდესაც არ მისცა თანხა, ამოაცალა ჯიბიდან. მოწმის განმარტებით, ის, რომ ო-–--- მ----–---–ი ფულს ჯიბეში ინახავდა, ცნობილი იყო მისი ოჯახის ყველა წევრისათვის.
7. საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დაზარალებულ ო-–--- მ----–---–ის გარდაცვალების გამო, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული იქნა მის მიერ გამოძიებაში, 2018 წლის 3 ივნისს მიცემული ჩვენება, სადაც აღნიშნულია „2018 წლის 3 ივნისს, დილით, 08:00 საათზე ადგა და მოუარა ღორს და წიწილებს. დაახლოებით 10:00 საათიდან, 10:30 საათამდე დროის პერიოდი, თავს გრძნობდა შეუძლოდ და წამოწვა საძინებელ ოთახში, რომელსაც აქვს ორი ორფრთიანი ფანჯარა, რომელიც კარგად ანათებს ოთახს. როდესაც წამოწვა, ტანსაცმელი არ გაუხდია, არც გადაფარებული არ ჰქონდა. თავი ედო ორ ბალიშზე, თვალები დახუჭული ჰქონდა, მაგრამ არ ეძინა. დაწოლიდან დაახლოებით ერთი საათის შემდგომ, იგრძნო ფეხის ხმა, გაახილა თვალები და ბუნებრივი, დღის განათების ფონზე კარგად დაინახა, რომ ოთახში შევიდა მის გვერდით, მეზობლად - ნ------- მ-------ესთან მცხოვრები და აღსაზრდელად მიბარებული ა-–---- კ-------–---–ი, რომელსაც ზემოთ ეცვა მოყავისფრო ფერის მოსაცმელი, რომლის შიგნით ეცვა მოშავო ფერის მაისური, ასევე ეცვა მოშავო ფერის სპორტული შარვალი. როდესაც ა-–---- კ-------–---–ი ოთახში დაინახა, მას ხელში ეჭირა ჭრელი ბალიში, რომელიც ედო სასტუმრო ოთახში მდგარ საწოლზე. ა-–---- კ-------–---–ი მივარდა მას და ისე, რომ ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა, მოსთხოვა ფული, თან უყვიროდა, თუ ფულს არ მისცემდა ბალიშით გაგუდავდა. ამ დროს, სახის არეში დააფარა ცალი ხელით ბალიში და აწვებოდა ხელით ბალიშზე, რა დროსაც განიცდიდა ტკივილს და შიშს, რადგან როცა აწვებოდა ბალიშით სახეზე, ეკვროდა სუნთქვა, რის გამოც იგუდებოდა და ცდილობდა თავის გვერდზე გაწევით ჩაესუნთქა, რადგან ა-–---- გუდავდა. შესაბამისად, გაგუდვის მუქარას ახორცილებდა, რის გამოც იყო ძალიან შეშინებული. ა-–---- კ-------–---–ი აგრესიულად მოითხოვდა ფულად თანხას და ემუქრებოდა რომ გაგუდავდა, თუ არ მიცემდა ფულად თანხას. როდესაც მოახერხა, უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა. ა-–---- კ-------–---–მა, ცალი ხელი ჩაუყო ჟილეტის მარჯვენა ჯიბეში, ისე, რომ მეორე ხელით კვლავ აწვებოდა ბალიშს. ხელი იმ ჯიბეში ჩაუყო, სადაც ედო ფულადი თანხა შვიდასი ლარის ოდენობით. ყვიროდა, რომ გაეწია ბალიში, რადგან გრძნობდა ტკივილს და ვეღარ სუნთქავდა, ეძახდა, რომ იგუდებოდა და ეშინოდა, რომ მართლა არ გაეგუდა ა-–---- კ-------–---–ს, ვინაიდან მოხუცია, აწუხებდა უჰაერობა და მისი მოქმედება, რაც გამოხატული იყო სახეზე ბალიშის დაფარებაში, უეჭველი გამოიწვევდა მის გაგუდვას. მას შემდეგ, რაც ა-–----მ ფული ამოუღო ჯიბიდან, რამდენიმე წუთის გასვლის შემდგომ, იგრძნო, რომ ა-–---- ხელით ბალიშზე აღარ აწვებოდა და მოიშორა სახის არედან ბალიში. ბალიში როდესაც მოიშორა, ა-–---- კ-------–---–ი უკვე გასული იყო ოთახიდან. ამის შემდეგ დაიწყო ყვირილი, რომ მიშველებოდნენ მეზობლები. მის ძახილზე, მივიდა მეზობელი ნ-------- მ-------ე, რომელთანაც მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა ა-–---- კ-------–---–ი. ასევე, მივიდნენ თ----- მ----–---–ი და ლ--–- ხ--–-–---–ი. მათ შემდეგ, მივიდა ნ--------ს ქმარი ბ----ი, რომელსაც, ასევე, მოუყვა ა-–---- კ-------–---–ის მიერ ფულის გატაცების და მისი გაგუდვის მცდელობის ფაქტი. ყველა მათგანს უამბო მომხდარი ფაქტის შესახებ. როდესაც ჯიბე ნახა, აღმოაჩინა, რომ ფულადი თანხა ჯიბეში აღარ ჰქონდა, ა-–---- კ-------–---–ს წაეღო მისი კუთვნილი შვიდასი ლარი. დაზარალებულის განმარტებით, ის აგროვებდა კუთვნილ პენსიას და ინახავდა ყოველთვის ჯიბეში. 2018 წლის 3 ივნისს, თანხა ედო მონაცისფრო, უსახელო ჟილეტის მარჯვენა ჯიბეში, რომელიც ეცვა. ვინაიდან არის ასაკოვანი და რომ არ დავიწყებოდა სად ჰქონდა თანხა შენახული, პენსიის თანხას ინახავდა ჯიბეში, რაც უთქვამს ხოლმე ნ-------- მ-------ის ოჯახში ყოფნისას, რაზეც ნ-------- ეუბნებოდა, რომ თავი შეეკავებინა ფულის ადგილსამყოფელის დასახელებიდან, რადგან გაუთვალისწინებელი არ მომხდარიყო რამე. ნ--------სთან ოჯახში მინდობით აღსაზრდელად იმყოფებოდა ა-–---- კ-------–---–ი, რომლისთვისაც ასევე, იყო ცნობილი ის გარემოება, რომ ფულს ჯიბეში ინახავდა“ (ს.ფ. 54-56).
8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- გ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2018 წლის 8 ივნისს, გამომძიებლებთან კ.მ----–--ესთან, ე.გ--–----თან, ადვოკატთან, კანონიერ წარმომადგენელთან და ექსპერტთან ერთად, მონაწილოება მიიღო ა-–---- კ-------–---–ისგან ხელისა და ნერწყვის ნიმუშების აღებაში. ადგილზე შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ადგილზევე, დალუქული იქნა აღებული ნიმუშები.
9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- გ--------–ვილმა განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. N2 დაწესებულებაში, მის მიერ იქნა აღებული ა-–---- კ-------–---–ისგან ნერწყვისა და ხელის ნახჭის ნიმუშები. მოქმედებაში მონაწილოებას იღებდნენ გამომძიებელი, ადვოკატი, სოციალური მუშაკი, პოლიციელი და ის. შესაბამისი ოქმი, შედგენილი იქნა ადგილზე, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ადგილზე დალუქული იქნა აღებული ნიმუშები, რომელიც გადაეცა გამომძიებელს.
10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ--–-–--ლმა განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, კერძოდ კი ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, ექსპერტის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მონაწილეობა მიიღო დაზარალებულ ო-–--- მ----–---–ისგან ნერწყვისა და ხელის გულის, თითის, კანის ნახჭის ნიმუშების აღებაში. შესაბამისი ოქმი შედგენილი იქნა ადგილზე, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ადგილზე დალუქული იქნა აღებული ნიმუშები.
11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- შ--–-----მა განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, კოლეგა გ.ჯ-------ასთან და გამომძიებელ თ.შ------–--ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა სახელურები, ხელის ანაბეჭდები, ბალიშის პირები, ე.წ. „პაკრივალა გადასაფარებელი“. ადგილზე შედგენილი იქნა საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ადგილზე დალუქული იქნა ამოღებული ნივთები. მოწმის განმარტებით, ბალიშების ამოღების საფუძველი გახდა დაზარალებულის მითითება, რომ ბალიშით გუდავდნენ.
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ჯ-------ამ განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, კოლეგა გ.შ--–--------- ერთად, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც მოახდინა ფოტოგადაღება და ამოღებული იქნა ხელის კვლები, კარის სახელურები, ზეწარი, სამი ბალიშისპირი და ბალიშები. ადგილზე შედგენილი იქნა საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ადგილზე დალუქული იქნა ამოღებული ნივთები.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ჯ-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 3 ივნისს, მონაწილეობა მიიღო ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--–-, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა კარის საკეტი, რამდენიმე ბალიში, საწოლის გადასაფარებელი დ აღებული იქნა თითის კვლების ნიმუში. საგამოძიებო მოქმედების შესახებ ოქმი შედგენილი იქნა ადგილზე, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ადგილზე დალუქული იქნა ამოღებული ნივთები. მოწმის განმარტებით, ბალიშები და გადასაფარებელი ამოღებული იქნა დაზარალებულის მითითებით, ვინაიდან, ბალიში სახეზე დააფარა თავდამსხმელმა.
14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა---------– ვ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 3 ივნისს, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიღებული იქნა შეტყობინება, ო-–--- მ----–---–ზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე, გამომძიებელ ლ.პ------–-–---–თან და კ.მ----–--ესთან ერთად, გაემართა სოფელ ი-–--–-. გზაზე, მათ შეხვდათ ქალაქისკენ მიმავალი ა-–---- კ-------–---–ი. მათ მიერ შეჩერებული იქნა ალ.კ-------–---–ი, რომელსაც განემარტა მისი უფლებები, დაკავების საფუძველი და დაკავებული იქნა ადგილზე. ასევე, ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა თანხა 700 ლარის ოდენობით, შვიდი ცალი ასლარიანი კუპიურა. დაკავების შემდეგ, ალ.კ-------–---–ი გადაყვანილი იქნა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში. მოწმის განმარტებით, ა-–---- კ-------–---–ის დაკავება მოხდა ო-–--- მ----–---–ის სახლიდან, დაახლოებით 50-100 მეტრის დაშორებით. ჩხრეკის დროს ამოღებულ თანხაზე კი ალ.კ-------–---–მა განუმარტა, რომ წაართვა მოხუცს.
15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ---- მ----–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 3 ივნისს, იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ ჯგუფში, რა დროსაც მას ტელეფონზე დაუკავშირდა ბ---- მ----–---–ი და განუცხადა, რომ მასთან მინდობით აღზრდაში მყოფმა ა-–---- კ-------–---–მა დააყაჩაღა ო-–--- მ----–---–ი, გასტაცა თანხა. აღნიშნულის შესახებ მოახსენა ხელმძღვანელობას და გამომძიებელ ლ.პ------–-–---–თან და ინსპექტორ-გამომძიებელ ა.ვ-------ესთან ერთად გაემართა სოფელ ი-–---ს მიმართულებით. გზაზე, მათ შეხვდათ ქალაქისკენ მიმავალი ა-–---- კ-------–---–ი. მათ მიერ შეჩერებული იქნა ალ.კ-------–---–ი, რომელსაც განემარტა მისი უფლებები, დაკავების საფუძველი და დაკავებული იქნა ადგილზე. ასევე, ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც შარვლის ჯიბიდან, ამოღებული იქნა თანხა 700 ლარის ოდენობით. დაკავების შემდეგ, ალ.კ-------–---–ი გადაყვანილი იქნა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში. მოწმის განმარტებით, ჩხრეკის დროს ამოღებულ თანხაზე, ალ.კ-------–---–მა განუმარტა, რომ თანხა წამოღებული ჰქონდა ო.მ----–---–ისგან. საგამოძიებო მოქმედების შესახებ ოქმი შედგენილი იქნა ადგილზე, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ადგილზე დალუქული იქნა ამოღებული თანხა.
16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- პ------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ იქნა შედგენილი ა-–---- კვირიკიაშვილის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი. უშუალოდ დამკავებელი პირები იყვნენ ა.ვ-------ე და კ.მ----–--ე. დაკავების შემდეგ, ჩატარებული იქნა ალ.კ-------–---–ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა შვიდი ცალი ასლარიანი კუპიურა. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედების ოქმი შედგენილი იქნა ადგილზე. ასევე, ამოღებული ფული, დალუქული იქნა ადგილზე.
17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ შ------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. ალ.კ-------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით გამოჰკითხა ბ---- მ----–---–ი და ასევე, დაათვალიერა ო.მ----–---–ის (შემთხვევის ადგილი) საცხოვრებელი სახლი, ინსპექტორ მ------ ჯ-----ესთან, ექსპერტებთან გ.შ--–---------, გ.ჯ-------ასთან და დაზარალებულ ო.მ----–---–თან ერთად.
18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- გ--–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო ა-–---- კ-------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა დაზარალებული და მოწმეები, დანიშნა დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური და სტაციონარული ფსიქოლოგიური ექსპერტიზები.
19. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ა-–---- კ-------–---–მა განაცხადა, რომ მამა ჰყავდა მძიმედ ავად, საოპერაციო და ვინაიდან არ ჰქონდა ფული, გადაწყვიტა ო-–--- მ----–---–ისთვის წართმევა. 2018 წლის 3 ივნისს, მივიდა ო-–--- მ----–---–ის სახლში. ო-–--- საძინებელში იყო და იწვა. მის დანახვაზე ადგა და ჰკითხა რა უნდოდა. ისე, რომ არაფერი მოუმოქმედებია, ჩაუყო მარჯვენა ჯიბეში ხელი და ამოაცალა თანხა. სახლიდან რომ გამოვიდა, მერე ნახა, რომ იყო 700 ლარი. ალ.კ-------–---–ის განმარტებით, მან იცოდა, რომ ო-–--- მ----–---–ი ფულს მოსაცმელის ჯიბეში ინახავდა, ხშირად დაუნახავს მათთან ყოფნის დროს, როგორ ამოიღო ფული ჯიბიდან. ასევე, მისივე განმარტებით, მას ო-–--- მ----–---–ისთვის, სახეზე, ბალიში არ დაუფარებია და საწოლზე არ წაუქცევია. ო-–--- ფეხზე იდგა, როდესაც ჯიბეში ჩაუყო ხელი და ამოაცალა თანხა. მას გამომძიებლებისთვის არ უთქვას დაკავებისა და ჩხრეკის დროს საიდან ჰქონდა თანხა. ო-–---სთან სახლში ყოფნის დროს, იარაღი არ ჰქონია, არც ნიღაბი კეთებია სახეზე.
20. 2018 წლის 3 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ „შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–--–- და წარმოადგენს ო-–--- მ----–---–ის საცხოვრებელ სახლს.... აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს მოხრეშილგრუნტიანი საავტომობილო გზა, დასავლეთ მხარეს არის ხეებით და ბუჩქნარით დაფარული ღრმა ხევი, სამხრეთ მხარეს მდებარეობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ხოლო ჩრდილოეთ მხარეს - ბ---- მ----–---–ის საცხოვრებელი სახლი.... სამზარეულო ოთახიდან 2 ფრთიანი ხის კარების გამოყენებით შევდივართ სასტუმრო ოთახში, რომლის იატაკზე არის მოყავისფრო ლინოლიუმი. ოთახის ჩრდილოეთ მხარეს კედელთან დგას ზამბარიანი საწოლი, წითელი გადასაფარებლით..... მის გასწვრივ დგას ზამბარიანი საწოლი, ჭრელი გადასაფარებლით.... კარებს ორივე მხრიდან აქვს ლითონის სახელურები. ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა გარე მხარის სახელური, რომელიც დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის NFCD 8----- პაკეტში (პაკ. N1). ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა შიდა მხარის სახელური, რომელიც დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის NFCD 8----- პაკეტში. (პაკ 2). სასტუმრო ოთახიდან აღმოსავლეთით კარების გარეშე ღია ადგილით, სადაც ჩამოფარებულია ფარდა, გავდივართ სახლის აღმოსავლეთ მხარეს მდებარე საძინებელ ოთახში.... სამხრეთ მხარეს განთავსებულია ორი ზამბარიანი საწოლი, რომლებზეც გადაფარებულია გადასაფარებლები მოწითალო ფერის ფოთლების გამოსახულებით. ო-–--- მ---–---–ის განმარტებით, მასზე თავდასხმის დროს ის დაწოლილი იყო აღმოსავლეთ კედელთან განთავსებულ ზამბარიან საწოლზე, რომელზეც მოთავსებულია სამი ბალიში. ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა ჭრელი ბალიში, რომელიც დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის NFCD 8----- პაკეტში (პაკ. N3). ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა მწვანე ფერის ბალიში, რომელიც დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის NFCD 8----- პაკეტში (პაკ. N4). ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა ბალიში თეთრი და მწვანე ხაზებით, რომელიც დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის NFCD 8----- პაკეტში (პაკ. N5). ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა აღნიშნულ საწოლზე არსებული გადასაფარებელი მოწითალო ფერის ფოთლების გამოსახულებით, რომელიც დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის NFCD 8----- პაკეტში (პაკ. N 6). ექსპერტის მიერ სასტუმრო ოთახის ხის კარების შიდა ზედაპირიდან ამოღებული იქნა ერთი ხელის კვალი, რომელიც დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის NFCD 7----- პაკეტში (პაკ. N7)“.
21. 2018 წლის 3 ივნისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ „დაზარალებულ ო-–--- მ----–---–ისგან ნებაყოფლობით ამოღებული იქნა: 1) მონაცრისფრო უსახელო სვიტერი ლურჯი და ნაცრისფერი ჩანართებით; 3) მონაცრისფრო უსახელო ჟილეტი ორი ჯიბით და ხუთი ღილით; 3) მოლურჯო ფერის ქვედა ბოლო; 4) მოშავო ფერის თავსაფარი პეპლის და ყვავილების გამოსახულებით - რომლებიც მას ეცვა 2018 წლის 03 ივნისს, მასზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს. ამოღებული ტანსაცმელები დაილუქა ,,01’’ პაკეტად პოლიეთილენის პარკში N3---- ლუქის ბეჭდით“.
22. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნით დასტურდება, რომ 0--------–------------- სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ო-–--- მ----–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით (მარჯვენა წინამხრის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება უსწორო-ოვალური ფორმის, არამკვეთრი-კიდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 0.5x0.3სმ). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ.
23. 2018 წლის 3 ივნისის, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ პირადი ჩხრეკის შედეგად, „ა-–---- კ-------–---–ის ტანთცმული სპორტული შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შვიდი ცალი ასლარიანი კუპიურა 1) A---------; 2) A---------; 3)G--------; 4) G--------; 5) A---------; 6) A---------; 7) G--------; რომლებიც დაილუქა პოლიეთილენის პარკში N3---- ლუქის ბეჭდით,,01’’ ფუთად, ა-–---- კ-------–---–ის განმარტებით აღნიშნული ფულადი თანხა გასტაცა ო-–--- მ----–---–ს“.
24. 2018 წლის 3 ივნისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ „ბრალდებულ ა-–---- კ-------–---–ისაგან, ნებაყოფლობით, ამოღებული იქნა: 1) მოყავისფრო ფერის ჟაკეტი წინა მხრიდან ელვა შესაკრავით და ორი ჯიბით; 2) მოშავო ფერის მაისური წინა მხრიდან თეთრი ფერის ჩანართებით; 3) მოშავო ფერის სპორტული შარვალი გვერდებზე ნაცრისფერი ზოლებით და ორი ჯიბით - რომლებიც მას ეცვა 2018 წლის 03 ივნისს, ო-–--- მ----–---–ზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს. ამოღებული ტანსაცმელი დაილუქა ,,01’’ პაკეტად პოლიეთილენის პარკში N3---- ლუქის ბეჭდით“.
25. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიოური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ - პაკეტში წარწერით: ,,... ო-–--- მ----–---–ის სახლის ... ხის კარების ლითონის შიდა სახელური...’’ და ,,...ო-–--- მ----–---–ის სახლის სასტუმრო ოთახის სამხრეთ მხარეს მდებარე ხის კარების გარე ლითონის სახელური...’’ მოთავსებულ სახელურებზე (ობN1,2) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: ,,...ო-–--- მ----–---–ის სახლის საძინებელ ოთახში დასავლეთ მხარეს არსებული საწოლიდან ამოღებული თეთრი და მწვანე ხაზებიანი ბალიში...’’, მოთავსებულ ზოლებიან ბალიშზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.N3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N3-ის გენეტიკური პროფილი და ამავე ბალიშზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N5,6) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ო-–--- მ----–---–ს (ობ.N26; პაკეტი წარწერით: ,,...ო-–--- მ----–---–ის ნერწყვის ნიმუში...’’) ბალიშზე არსებული მუქი მოყავისფრო ლაქა (ობ.N4) სისხლი არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: ,,...ო-–--- მ----–---–ის სახლის საძინებელ ოთახში დასავლეთ მხარეს არსებული საწოლიდან ამოღებული ჭრელი ბალიში...’’, მოთავსებულ ბალიშზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N7) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
- პაკეტში, წარწერით: ,,...ო-–--- მ----–---–ის სახლის საძინებელ ოთახში დასავლეთ მხარეს არსებული საწოლიდან ამოღებული მწვანე ბალიში...’’, მოთავსებულ მწვანე ფერის ბალიშზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ.N8) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობN8-ის გენეტიკური პროფილი და ბალიშზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N10) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ო-–--- მ----–---–ს (ობN26). ბალიშზე არსებული მუქი მოყავისფრო ლაქა (ობ.N9) სისხლი არ აღმოჩნდა, ხოლო ბალიშიდან აღებულ თმებზე (ობ. N10ა) გენოტიპირებისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის, მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტში წარწერით: ,,...ო-–--- მ----–---–ის სახლის ... საწოლიდან ამოღებული მოწითალო ფერის ფოთლების გამოსახულებებით გადასაფარებელი...’’, მოთავსებულ გადასაფარებელზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ>N12,13) შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ამავე გადასაფარებელზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ.N11) სისხლი არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: ,,...ა-–---- კ-------–---–ის ტანსაცმელი...’’, მოთავსებულ შარვალზე (ობ.N15,16), ჯაკეტზე (ობ.N17-19) და მაისურზე (ობ.N20,21) აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა. ობ.N16-21-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა-–---- კ-------–---–ს (ობ.N27; პაკეტი, წარწერით: ,,...ა-–---- კ-------–---–ის ნერწყვის ნიმუში...’’). ობ.N15-ის შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. აღნიშნულ შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. N14) სისხლი არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: ,,ო.მ----–---–ის ტანსაცმელი ...’’, მოთავსებულ ქვედაბოლოზე არსებული ღია მოყავისფრო ლაქა(ობ.N23) სისხლი არ აღმოჩნდა. ობ. N23-ზე და ამავე პაკეტში მოთავსებულ ჟილეტზე (ობ.N22), სვიტერზე (ობ.N24) და თავშალზე (ობ.N25) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ო-–--- მ----–---–ს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-------ინე ს-------–--ემ. მოწმის განმარტებითვე, შესაძლებელია მოხდეს რაიმე სახის კონტაქტი ნივთზე, თუმცა ის არ აღმოჩნდეს საკმარისი გენეტიკური პროფილის გაშიფვრისათვის.
26. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნივთიერებათა მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: ‘’...ა-–---- კ-------–---–ის ტანსაცმელი’’ მოთავსებულ შარვალზე აღენიშნება მოცისფრო აკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება პაკეტში წარწერით: ‘’...ო. მ----–---–ის ტანსაცმელი’’ მოთავსებული ჟილეტის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პაკეტში წარწერით: ‘’... ა-–---- კ-------–---–ის ტანსაცმელი’’ მოთავსებულ ჟაკეტზე აღინიშნება მოთეთრო-მოცისფრო შალის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება პაკეტში წარწერით:’’ ...ო-–--- მ----–---–ის ტანსაცმელი’’ მოთავსებული პულოვერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: ‘’...ო. მ----–---–ის ტანსაცმელი’’ მოთავსებულ პულოვერზე აღინიშნება მოყავისფრო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება პაკეტში წარწერით:’’ ...ა-–---- კ-------–---–ის ტანსაცმელი’’ მოთავსებული ჟაკეტის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს------- ი-----–--ლმა.
27. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სტაციონარული სასამართლო კომპლექსური ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N005696118 დასკვნა და, ასევე, აღარ მოითხოვა მოწმეების მაკა დადიანის, დავით მაღრაძის, დავით ახალაიას, თ------ ჭ----ას და თამრიკო ფირცხალავას დაკითხვა.
28. სასამართლო განმარტავს, რომ ძარცვის (სსკ 178-ე მუხლი) ობიექტი იგივეა, რაც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ყველა დანაშაულისა, მაგრამ იმის გამო, რომ ძარცვის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი ძალადობა, რომელიც საშიში არ არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, იგი ორობიექტიან დანაშაულს წარმოადგენს. საკუთრებითი ურთიერთობის გარდა, ამ დანაშაულით საფრთხე ექმნება ადამიანის ფიზიკურ ხელშეუხებლობას. ობიექტური მხრივ ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. ამ დროს ხდება სხვისი მოძრავი ქონების აშკარა მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ამრიგად, ძარცვისათვის დამახასიათებელია მისი აშკარა ხასიათი და ზოგჯერ ადამიანზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება, რაც, ცხადია, ამ დანაშაულს უფრო საშიშს ხდის საზოგადოებისათვის. ძარცვის აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების ანგარებით დაუფლება ხდება თვალნათლივ, როგორც იმ პირისათვის, ვის საკუთრებაში, მფლობელობასა ან სარგებლობაში იმყოფება ნივთი, ასევე სხვა ადამიანებისათვისაც. ცხადია, დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ დამსწრეებს გააზრებული აქვთ მისი მოქმედების დანაშაულებრივი ხასიათი. ამიტომაც არის, რომ ძარცვისას დამნაშავე უფრო საშიშია, მას შინაგანად გაცნობიერებული აქვს, რომ თავისი მიზნის მისაღწევად და წინააღმდეგობის გადასალახავად შეუძლია მიმართოს ძალადობას. ამრიგად, იმისათვის, რომ განისაზღვროს, თუ რა ხერხით ხდება სხვისი ქონების დაუფლება, ყურადღება უნდა მიექცეს ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს. ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს ქონების მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის შეგნებას, რომ ისინი ხედავენ და აღიქვამენ პირის მოქმედების დანაშაულებრივ ხასიათს; ხოლო სუბიექტური კრიტერიუმი კი მდგომარეობს იმაში, რომ თვით დამნაშავესაც შეგნებული აქვს სხვათათვის მის მიერ სხვისი ქონების დაუფლების აშკარა ხასიათი. ძარცვა დანაშაულის მატერიალურ შემადგენლობას მიეკუთვნება. იგი დამთავრებულია ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, რომლის შედეგადაც დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა თავისი შეხედულებით გამოიყენოს ან განკარგოს სხვისი ქონება. ძარცვის ობიექტურ მხარეში შედის ასევე მიზეზობრივი კავშირის დადგენა დამნაშავის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ მავნე შედეგს შორის. ძარცვის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვასა და მისაკუთრების მიზნის არსებობას გულისხმობს. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი აშკარად, სხვათა თანდასწრებით ეუფლება ქონებას, რომელზეც არავითარი უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს მესაკუთრისა ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ამ შედეგის დადგომა. ძარცვის ამსრულებელია კანონით დადგენილ ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი.
29. დანაშაულის ერთერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა ბინაში უკანონო შეღწევით. შეღწევა უკანონოა, თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ აქვს, არც კანონით და არც მესაკუთრის თანხმობით. ზემოაღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობა განპირობებულია იმით, რომ დამნაშავე შეღწევისას დამატებით ზოგჯერ საკმაოდ მნიშვნელოვან ძალასა და ხერხს იყენებს, რომ გადალახოს წინააღმდეგობა და დაეუფლოს ქონებას. შეღწევა, ძირითადად გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვით ბინაში შესვლას ძარცვის მიზნით. ბინა კი, ისეთი ნაგებობაა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა მუდმივ ან დროებით საცხოვრებლად (ინდივიდუალური სახლი, ბინა, აგარაკი და სხვა).
30. დანაშაულის კიდევ ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. რაც შეეხება ძარცვის აღნიშნულ მაკვალიფიცირებელ ნიშანს, უნდა აღინიშნოს, რომ იგი მიმართული უნდა იყოს ადამიანის წინააღმდეგ. ფაქტობრივად, აქ ლაპარაკია ისეთ ძალადობაზე, რომელსაც შედეგად არ მოჰყვება ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება. მას შესაძლოა მოჰყვეს მხოლოდ ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური ძალადობა, შეიძლება გამოიხატოს ცემაში ან სხვაგვარ ძალადობაში, რომელიც დაზარალებულს ტკივილს განაცდევინებს, მაგალითად ხელის გადაგრეხვა, ხელის პირზე აფარება, სხვა საგნით ადამიანზე ზემოქმედება და სხვა. ძალადობა მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ძარცვის დამამძიმებელ გარემოებად, როდესაც იგი გამოიყენება სხვისი ქონების დასაუფლებლად. ძარცვის დროს ძალადობა შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ქონების მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელის მიმართ, ისე სხვა პირის მიმართ, რომელთა ბედითაც დაინტერესებულია დაზარალებული. ძალადობის ხარისხის განსასაზღვრად სავალდებულოა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, ვინაიდან სწორედ ძალადობის ხარისხია განმსაზღვრელი ძარცვისა და ყაჩაღობის დანაშაულთა გასამიჯნად.
31. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–---- კ-------–---–მა განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის.
კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები:
32. სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობის საშიშროება მეტად მაღალია, იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში. ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის ჯანმრთელობას. ყაჩაღობის შემადგენლობაში ეს ორი ობიექტი ძირითადია. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. თავდასხმის ცნებაში უნდა ვიგულისხმოთ დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. თუმცა მოულოდნელობის მიუხედავად, როგორც წესი თავდასხმის ფაქტი, რომელსაც თან ერთვის ფიზიკური ძალადობა, კარგად არის გაცნობიერებული დაზარალებულის მიერ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება თავდასხმის ფაქტი მის მიერ არც იყოს გააზრებული. თავდასხმა და მის შედეგად უშუალოდ განხორციელებული ძალადობა ორი განუყოფელი აგრესიული აქტის ერთიანობაა. თავდასხმა არის ყაჩაღობის პირველი ეტაპი, რომელიც წინ უსწრებს ძალადობას და გულისხმობს, სწრაფ და აგრესიულ მოქმედებას, მიმართულს დაზარალებულის წინააღმდეგ, ხოლო მეორე ეტაპია ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, სადაც თავდასხმა ორგანულად არის გაერთიანებული ძალადობასთან. ფიზიკური ძალადობა, გამოყენებული ყაჩაღობის დროს საშიში უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის. დამნაშავის მიერ გამოყენებული ძალადობის ხარისხის განსასაზღვრავად, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული არა მარტო ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების შედეგი, არამედ მისი ხანგძლივობა, ინტენსივობა, დანაშაულის ჩადენის იარაღი, საშუალება და სხვა. ყაჩაღობის დროს მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური, მისი გამოვლენის ფორმას არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, ჟესტით, მოქმედებით, მაგალითად ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრირებით. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან ყოველ შემთხვევაში, საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ამიტომ მუქარის მიზანია დაზარალებულის ნების პარალიზება ან დროებით მისი დათრგუნვა და ამით ძალადობრივი გზით ქონების დაუფლება. დანაშაულებრივი ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის მუქარის ხარისხის განსასაზღვრად კონკრეტული საქმის ყველა გარემოებათა შესწავლა სავალდებულოა. ამისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ყაჩაღური თავდასხმის ადგილი, დრო, იმ საგნის თვისება, რომელიც გამოყენებულია განუსაზღვრელი მუქარის განსახორციელებლად, როგორ აღიქვამს მას დაზარალებული და სხვა. ყაჩაღობის საშიშროებიდან გამომდინარე, იგი ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. ყაჩაღობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.
33. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
34. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
35. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებას (2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება N2კ-14აპ.-15) სადაც პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, რაც ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები (პარაგრაფი N23).
მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში“ (პარაგრაფი N24).
მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის უფლება უნდა იქნეს გაგებული შეჯიბრებითობის პროცესის ჭრილში, რაც სამართლიანი სასამართლოს კონცეფციაში დევს (MATYTSINA რუსეთის წინააღმდეგ, 2014 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება, პარგრაფი N153) და იგი გულისხმობს, რომ მოსარჩელეს მიეცეს მოწმის განცხადების ან ჩვენების ნებისმიერ ასპექტში შედავების შესაძლებლობა დაპირისპირების ან დაკითხვის დროს (BRICMONT ბელგიის წინააღმდეგ, 1989 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება, პარგრაფი N81). ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ასევე ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, კერძოდ, ბრალდებული უნდა დაუპირისპირდეს მოწმეს მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება (P.K. ფინეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება დასაშვებობაზე; აგრეთვე MATYTSINA რუსეთის წინააღმდეგ, 2014 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება, პარგრაფი N153) – (პარაგრაფი N25).
ზემოაღნიშნული პრინციპის მნიშვნელობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ხაზგასმული. თუმცა, ამავე დროს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ამ პრინციპიდან გამონაკლისი დასაშვებია, მაგრამ ამან არ უნდა შელახოს დაცვის მხარის უფლებები. მსჯავრდება, რომელიც ეფუძნება მხოლოდ ან მეტწილად იმ დაუსწრებელი მოწმის ჩვენებას, ვისი გამოკითხვის შესაძლებლობაც არ ჰქონდა განსასჯელს არც გამოძიების მიმდინარეობისას და არც სასამართლო პროცესზე, როგორც წესი, ჩაითვლება მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანობის მოთხოვნასთან („ერთადერთობის ან მეტწილობის წესი“) შეუსაბამოდ. თუმცა ეს არ არის აბსოლუტური წესი, რომელიც მოუქნელობით ხასიათდება და არ ითვალისწინებს კონკრეტული სამართლებრივი სისტემის განსაკუთრებულობას. შესაბამისად, მაშინაც კი, როდესაც დაუსწრებელი მოწმის ჩვენებაა ერთადერთი ან მეტწილი მტკიცებულება განსასჯელის წინააღმდეგ, მტკიცებულებად მისი მიღება ავტომატურად არ იწვევს 6.1 მუხლის დარღვევას. ამავდროულად, იმ შემთხვევებში, როდესაც მსჯავრდება მხოლოდ ან მეტწილად ეფუძნება ე.წ. „დაუსწრებელი მოწმის“ ჩვენებას, სასამართლომ საქმისწარმოება უნდა განიხილოს განსაკუთრებული ყურადღებით. ასეთი მტკიცებულების დაშვების საფრთხიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მისი დაბალანსება და სწორედ ეს მოითხოვს საკმარისად გამაწონასწორებელ ფაქტორებს, მათ შორის ძლიერ პროცედურულ გარანტიებს. თითოეულ ასეთ საქმეში მნიშვნელოვანია გამაწონასწორებელი ფაქტორების არსებობა, მათ შორის ისეთი ზომებისა, რომლებიც შესაძლებელს ხდის ამ მტკიცებულების სარწმუნოობის სამართლიან და სათანადო შეფასებას. მსჯავრდება შეიძლება დაფუძნებული იყოს ამგვარ მტკიცებულებაზე (გამოქვეყნებულ ჩვენებაზე) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საკმარისად სანდოა (იხ. Al-Khawaja და Tahery გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, პარაგრაფი N119) – (პარაგრაფი N26).
აღნიშნულიდან გამომდინარე საქმეზე, Al-Khawaja და Tahery გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ, იმის გათვალისწინებით, რომ მეორე განმცხადებელი (ბატონი ტაჰერი) მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეემოწმებინა T-ს ჩვენების ნამდვილობა და სანდოობა ჯვარედინი დაკითხვით და ვინაიდან T ერთადერთი მოწმე იყო, რომელმაც მოისურვა და შეძლო ეთქვა, თუ რა ნახა, განმცხადებელს არ შეეძლო მოეწვია სხვა მოწმე, რომელიც დაუპირისპირდებოდა ამ ჩვენებას, რის გამოც დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, ვინაიდან T-ს ჩვენება ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება იყო მის წინააღმდეგ (პარაგრაფი N27).
36. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიუთითებს, რომ ო-–--- მ----–---–ის ჩვენება არსებითია საქართველოს სსკ 179-ე მუხლით (ყაჩაღობით) გათვალისწინებულ ბრალდებასთან დაკავშირებით ალ.კ-------–---–ის მსჯავრდების საკითხის გადასაწყვეტად და ბრალდებაც მეტწილად სწორედ მასზეა დაფუძნებული, ხოლო დაცვის მხარეს არც გამოძიების ეტაპზე და არც საქმის არსებითი განხილვის დროს, არ ჰქონია მისი დაკითხვის/გამოკითხვის და ჩვენებების გაპროტესტების ადეკვატური და ჯეროვანი შესაძლებლობა, მაშინ, როცა დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვებს შეეძლო არა მხოლოდ მოწმის (დაზარალებულის) სანდოობის შეფასებაზე მოეხდინა გავლენა, არამედ ნათელი მოეფინა ისეთი გარემოებებისთვის, რომლებიც რელევანტური იქნებოდა წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე, როგორც უკვე აღინიშნა, ძალადობის ხარისხის განსასაზღვრად სავალდებულოა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, ვინაიდან სწორედ ძალადობის ხარისხია განმსაზღვრელი ძარცვისა და ყაჩაღობის დანაშაულთა გასამიჯნად. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ 0--------–------------- სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ო-–--- მ----–---–ს მარჯვენა წინამხრის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება უსწორო-ოვალური ფორმის, არამკვეთრი-კიდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 0.5x0.3სმ. თავად დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ მას ა-–---- კ-------–---–ი ბალიშს აფარებდა სახეზე. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, სახეზე ო-–--- მ----–---–ის არავითარი დაზიანება არ აღენიშნებოდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ და იმ სახის მტკიცებულებას, რომლითაც შესაძლებელია დადგინდეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება, ო-–--- მ----–---–ს სახის არეში არ აღენიშნებოდა დაზიანება. ამასთან, ყურადსაღებია, თავად დაზარალებულის მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებული განმარტებები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბალიშის სახეზე დაფარების დროს, ო-–--- მ----–---–ი ცდილობდა და ახერხებდა ყვირილს, ასევე ჩასუთქვას. ასევე, მისივე განმარტებით, მან უპასუხა ა-–----ს, რომ ფული არ ჰქონდა. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩია, ა-–---- კ-------–---–ის მხრიდან ო-–--- მ----–---–ზე განხორციელებული ძალადობა არ იყო საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
37. რაც შეეხება, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეებს ნ-------- მ-------ეს, ბ---- მ----–---–ს, ლ--–- ხ--–-–---–სა და თ----- კ------–--–---–ს, აღნიშნული მოწმეები არიან ირიბი მოწმეები, რომლებმაც სასამართლოს გადმოსცეს დაზარალებულისაგან მოსმენილი ინფორმაცია. ისინი უშუალოდ ფაქტის შემსწრენი არ არიან. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების დროს, მან მიუთითა, რომ მასთან მისულ ნ------- მ-------ეს, ლ--–- ხ--–-–---–ს, თ----- კ------–--–---–ს და ბ---- მ----–---–ს მოუყვა ა-–---- კ-------–---–ის მიერ ფულის გატაცების და მისი გაგუდვის მცდელობის ფაქტი. კონკრეტულად რაში გამოიხატა გაგუდვის ფაქტი, ან მუქარა განახორციელა თუ არა თავდამსხმელმა მასზე, გამოკითხვის ოქმში მითითებული არ არის. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო ვერ ამოწმებს ინფორმაციის გამავრცელებელ პირთან - დაზარალებულ ო-–--- მ----–---–თან, მოწმეების მიერ სასამართლოსათვის მიცემულ განმარტებების სინამდვილეს, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმეების მიცემულ ჩვენებებს ა-–---- კ-------–---–ის მხრიდან ო-–--- მ----–---–ის მიმართ თანხის გატაცების დროს ისეთი ძალადობის გამოყენების შესახებ, რომელიც საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარის შესახებ.
38. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვერცერთი მტკიცებულებებით, ბრალდების მხარის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ იქნა დადასტურებული ისეთი ფაქტი, რომელიც შეიძლება საფუძველი გამხდარიყო ა-–---- კ-------–---–ის საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით) მსჯავრდებისა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნათლად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, არასრულწლოვანმა ა-–---- კ-------–---–მა, უკანონოდ შეაღწია ო-–--- მ----–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც, საძინებელ ოთახში მყოფ (მწოლიარე) ო-–--- მ----–---–ს სახეზე დააფარა ბალიში და მოსაცმელის ჯიბიდან გასტაცა მისი კუთვნილი თანხა 700 ლარის ოდენობით.
სამართლებრივი შეფასება:
39. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული” (TANIŞ AND OTHERS v. TURKEY, განაცხადი ნომერი 65899/01, 2005 წლის 30 ნოემბერი). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულებათა ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ განხორციელებული ქმედებით, ა-–---- კ-------–---–მა ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ა-–---- კ-------–---–ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებენ ა-–---- კ-------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
40. ა-–---- კ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
41. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა 2018 წლის 20 ნოემბერს.
42. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო, სასჯელის დანიშვნისას, ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, არასრულწლოვანი ბრალდებულის პიროვნებას, ცხოვრების, აღზრდის, განვითარების პირობებს, ოჯახურ ვითარებას.
43. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი, ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას; ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ისეთი სახის ტრადიციული ამოცანები, როგორიც არის - დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები.
44. ბავშვის უფლებათა კონვენციის 37-ე მუხლის თანახმად, ბავშვის დაპატიმრება, დაკავება ან ციხეში მოთავსება ხორციელდება კანონის თანახმად და განიხილება, როგორც მხოლოდ უკიდურესი ზომა რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის განმავლობაში, ხოლო მე-40 მუხლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
45. სასამართლო ითვალისწინებს აგრეთვე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
46. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მინიმალური სტანდარტული წესების მიხედვით, არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ (პეკინური წესები), სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს პოზიტიური ზომების განხორციელებას, რაც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რესურსის მობილიზებას, რათა ხელი შეუწყონ მოზარდის კეთილდღეობას კანონის მხრივ ჩარევის აუცილებლობის შესამცირებლად და ეფექტურად, სამართლიანად და ჰუმანურად მოეპყრონ მოზარდს, რომელიც კანონთან კონფლიქტშია... მართლმსაჯულების სისტემა არასრულწლოვანთა მიმართ, პირველ ყოვლისა, მიმართულია არასრულწლოვნის კეთილდღეობისა და იმის უზრუნველყოფისაკენ, რომ არასრულწლოვან სამართალდამრღვევებზე ზემოქმედების ყოველგვარი ღონისძიება, ყოველთვის შეესატყვისებოდეს როგორც პიროვნების თავისებურებებს, ისე სამართალდარღვევის გარემოებებს.
47. 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის მიზანს წარმოადგენს მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის მეორეული ვიქტიმიზაციისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, ამასთან, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ზომა ჩადენილი ქმედების თანაზომიერი უნდა იყოს და მის პიროვნებას, ასაკს, საგანმანათლებლო, სოციალურ და სხვა საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება. ამასთან, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანი უნდა იყოს არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
48. სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოცემული პრინციპის სამართლებრივი მნიშვნელობა განსაკუთრებით მძაფრია სასჯელის დანიშვნის ეტაპზე, ვინაიდან, იგი მოითხოვს არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების ანალიზსა და მის გათვალისწინებას, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის შესაბამისად. სასამართლო ამავდროულად განმარტავს, რომ მსჯავრდებულის მიმართ შერჩეული ყოველი კონკრეტული სასჯელის გამოყენება, თითოეულ დანაშაულთან მიმართებაში, პრაქტიკაში სიცოცხლისუნარიანი უნდა იყოს.
49. საქართველოს სსკ 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ქვეპუნქტები, სასჯელის სახით ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად კი, არასრულწლოვნის სასჯელის სახეებია: ა) ჯარიმა; ბ) შინაპატიმრობა; გ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; დ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; ე) თავისუფლების შეზღუდვა; ვ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.
50. მოცემულ შემთხვევაში, ა-–---- კ-------–---–ის მიმართ კონკრეტული სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლოს მიერ მხედველობაში იქნა მიღებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი და ინდივიდუალური შეფასების ანგარიში, საიდანაც დგინდება, რომ მოზარდი იქცეოდა კეთილსინდისიერად. ოჯახში ცხოვრების პერიოდში, არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ა-–---- უნებართვოდ დაუფლებოდა სხვის საკუთრებაში არსებულ ნივთს ან თანხას. მოზარდის მიმართ ოჯახის ყველა წევრს ჰქონდა ნდობა. დანაშაულამდე, ა-–----ს ფსიქიკური მდგომარეობა და გუნება- განწყობილება მკვეთრად შეიცვალა. ხშირად იყო მოწყენილი და დათრგუნული, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობდა. ა-–----ზე ზემოქმედებდა სოციუმი, სადაც მას ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა. მოზარდს არ ჰქონდა ჯანსაღი ფსიქიკური მდგომარეობა და გაუცნობიერებლად ჩაიდინა დანაშაული. ა-–----ს უფიქრია შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში დაზარალებულთან მივიდოდა, ბოდიშს მოუხდიდა მიყენებული ზიანისთვის, მაგრამ ფიქრობდა, რომ ქ-ნ ო-–--- მის ამ ქმედებას ვერ გაიგებდა და შესაძლებელია მასში მეტი აგრესია გამოეწვია. გამოხატავს სინანულს საკუთარი ქმედების მიმართ. თავს იიმედებს, რომ ეს იყო ბავშვური შეცდომა და მსგავსი რამ მის ცხოვრებაში აღარ განმეორდება. მოზარდი სწავლობდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ი-–---ს საჯარო სკოლაში. დაწესებულებაში მოხვედრის შემდეგ, სწავლა გააგრძელა და ირიცხება მეათე კლასში. ა-–----ს ჰქონდა დისციპლინის სხვა სირთულეები. პერიოდულად მოზარდს ჰქონდა დისციპლინური სახის სირთულეები. სახლიდან გადიოდა და შინ არ ბრუნდებოდა. მიმღები მშობლების და სოციალური მუშაკის გადმოცემით, მოზარდი მიდიოდა ბიოლოგიურ ოჯახში. პოზიტიური ფაქტორია, რომ მოზარდი კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა, იმ მიმღები ოჯახის მიმართ, სადაც ა-–---- ბოლოს ცხოვრობდა. მიმღები მშობლები მას ახასიათებენ, როგორც კეთილს და მზრუნველ პიროვნებას. აღნიშნავენ, რომ მოზარდი მათი ნდობით სარგებლობდა. ფსიქო-სოციალური შეფასებით გამოვლენილი იქნა, რომ მოზარდს აქვს ემოციური და ქცევითი სირთულეები. ა-–----ს ახასიათებს იმპულსური სახის ქცევა, ადვილად ღიზიანდება. ახასიათებს არაადეკვატური სახის ქცევები და სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება. უჭირს საკუთარი ქცევის და ემოციების გაკონტროლება. ვლინდება, კონფლიქტური გამოცდილება, უფროსებთან და თანატოლებთან. ა-–---- თავად არ ავლენს აგრესიული სახის ქცევას. არასრულწლოვანმა ქცევის სირთულის გამო შეიცვალა სამი მიმღები ოჯახი. პირველ ორ ოჯახს უჭირდა მოზარდის ქცევის გაკონტროლება, რის გამოც ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყვიტეს. მიმღები მშობლები, სადაც მოზარდი ბოლოს ცხოვრობდა უკეთ უმკლავდებოდნენ მოზარდის ქცევას. სოციალური მუშაკის გადმოცემით, მიმღები დედა ქ-ნ ნ--------, გაგებით ეკიდებოდა მოზარდის წინაშე არსებულ სირთულეებს, რის მეშვეობითაც ოჯახმა მოიპოვა ა-–----ს კეთილგანწყობა. მოზარდი აღიარებს დანაშაულს. გამოხატავს სინანულს. აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების უარყოფით შედეგებს. აქვს პოზიტიური ხედვა მომავლის მიმართ. იმედს გამოხატავს, რომ უკეთესი მომავალი ექნება და მსგავსი სახის ქმედებას აღარ ჩაიდენს. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---- კ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური - 5 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს კანონის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 1/3-ით და საბოლოოდ ა-–---- კ--------–ილს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით უზრუნველყოფილი იქნება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მულით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა და სხვა, ნაკლებად მკაცრი სასჯელი, სრულად ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.
ნივთიერი მტკიცებულებები:
51. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14, მე-17 მუხლებით, ჰავანის წესების მე-2 წესით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესების არასრუწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 69-ე, 75-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-–---- კ-------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე;
ა-–---- კ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს კანონის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს კანონის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/3-ით და საბოლოო ა-–---- კ--------–ილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით;
ა-–---- კ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 3 ივნისიდან;
ა-–---- კ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული, კარის ორი სახელური, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჭრელი ბალიში, მწვანე ბალიში, თეთრი და მწვანე ხაზებიანი ბალიში და საწოლის გადასაფარებელი, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ო-–--- მ----–---–ისგან ამოღებული მოშავო ფერის ნაქსოვი სვიტერი, მონაცრისფრო უსახელო ჟილეტი, მოლურჯო ფერის ქვედა ბოლო და მოშავო ფერის თავსაფარი, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ა-–---- კ-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, შვიდი ცალი ას ლარიანი კუპიურა, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, კარების ზედაპირიდან ამოღებული ერთი ხელის კვალი, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ა-–---- კ-------–---–ისგან ამოღებული მოყავისფრო ჟაკეტი, მოშავო მაისური და მოშავო სპორტული შარვალი, დაუბრუნდეს ა-–---- კ-------–---–ს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ა-–---- კ-------–---–ისგან და ო-–--- მ----–---–ისგან აღებული ნერწყვის, ხელის თითისა და ხელის გულის ნიმუშები, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე