თავი X — არასრულწლოვნის სასჯელის მიზანი და სახეები, პირობითი მსჯავრი #
1. შინაპატიმრობა ნიშნავს არასრულწლოვნისთვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას.
2. არასრულწლოვანს შინაპატიმრობა ენიშნება 6 თვიდან 1 წლამდე ვადით.
3. არასრულწლოვანს შინაპატიმრობა შეიძლება დაენიშნოს ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.
4. არასრულწლოვანს შინაპატიმრობა ისე უნდა დაენიშნოს, რომ მისმა აღსრულებამ ხელი არ შეუშალოს ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას ან სწავლის პროცესს.
5. შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით. ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5396 – ვებგვერდი, 10.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.06.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 69. შინაპატიმრობა 1. შინაპატიმრობა ნიშნავს არასრულწლოვნისთვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას. 2. არასრულწლოვანს შინაპატიმრობა ენიშნება 6 თვიდან 1 წლამდე ვადით. 3. არასრულწლოვანს შინაპატიმრობა შეიძლება დაენიშნოს ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. 4. არასრულწლოვანს შინაპატიმრობა ისე უნდა დაენიშნოს, რომ მისმა აღსრულებამ ხელი არ შეუშალოს ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას ან სწავლის პროცესს. 5. შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით. ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ეროვნული სააგენტო.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(24)
საქმე №2კ-800აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2026
…საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: 3.2. გ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2025 წლის 9 იანვრის და 2025 წლის 10 იანვრის ეპიზოდები) და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ზომად განესაზღვრა: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2025 წლის 9 იანვრის…
საქმე №2კ-455აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.06.2024
…3. ნ. რ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე; 4. ნ. რ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვით; 5. ნ. რ-ს დაეკისროს საცხოვრებელ…
საქმე №2კ-914აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.11.2022
…4 (ოთხი) თვით ჩაეთვალოს პირობითად, იმავე 3 (სამი) წლისა და 4 (ოთხი) თვის გამოსაცდელი ვადით; ო. მ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - შინაპატიმრობა 6 თვით; ო. მ-ეს დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე…
საქმე №2კ-702აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.02.2022
…(რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით), მეორე შემთხვევაში – მინიმუმთან მიახლოებული სასჯელები, ხოლო სსკ-ის 120-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის გამოყენებით – შინაპატიმრობა. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა მსჯავრად შერაცხულ ქმედებათა სანქციებით…
საქმე №65აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2016
…განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდებულ გ. გ-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69–ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა - 6…
საქმე №2კ-296აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა