განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2019
საქმის ნომერი
330100119002994512
ინსტანცია
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100119002994512

საქმე №1ბ/1545-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ლ---------------

მსჯავრდებულის: თ----------------–---–--

ადვოკატის: დ------------------

მონაწილეობით,ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ--------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ თ----------------------------------–---–-- მიმართ, დაბადებული 2----–-–---------------–-- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული ქ-----–-------------------–---------- ფაქტობრივად მცხოვრები ქ------–-------------------------------------------------------------------- პირადი №------------ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით; სსკ-ის 19,180-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენით, თ----------------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 69-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - შინაპატიმრობა 6(ექვსი)თვის ვადით;

ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით, საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, დანიშნული სასჯელი საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 74-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 69-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - შინაპატიმრობა 6(ექვსი)თვის ვადით;

ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით, საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, დანიშნული სასჯელი საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 74-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 69-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - შინაპატიმრობა 6(ექვსი)თვის ვადით;

ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით, საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, დანიშნული სასჯელი საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 74-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 69-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით;

ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 69-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით;

ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 69-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით;

ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი - 14:57 სთ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 69-ე მუხლების გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით;

ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი -14:57 სთ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 69-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით;

ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი - 15:00 სთ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 69-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით;

ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი - 15:00 სთ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 69-ე მუხლების გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით თ----------------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 74-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით, 3(სამი)წლის გამოსაცდელი ვადით.

თ----------------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა;

მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

მანვე ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 17 აგვისტოს თ----------------–---–--- მის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ------–-------–-----------–-----------------------------------------------------------------------------ში, არსებული კომპიუტერის გამოყენებით უნებართვოდ შეაღწია გ--------–-----–---–-- კუთვნილ სოციალურ ქსელ ფეისბუქის პროფილზე და ამ უკანასკნელის მეგობრებს, გ--------------–-–---–---------------------------------–--------------–-------------–---–- ერთიანი განზრახვით, მოტყუებით, თითქოს გ--------–-----–---–- სთხოვდათ, მისსავე მითითებულ ანგარიშზე ჩაარიცხინა თანხა -ჯამში 380( სამას ოთხმოცი)ლარის ოდენობით, რომელსაც დაეუფლა.

2018 წლის 9 ოქტომბერს თ----------------–---–--- მის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ------–-------–-----------–-----------------------------------------------------------------------------ში, არსებული კომპიუტერის გამოყენებით მოიპოვა ხ--------------- ნებართვის გარეშე მისი კუთვნილი სოციალურ ქსელ ფეისბუქის პროფილზე შესასვლელი მონაცემები და უნებართვოდ შეაღწია ხ--------------- კუთვნილ სოციალურ ქსელ ფეისბუქის პროფილზე და ამ უკანასკნელის მეგობრებს, ო------------------------------- ერთიანი განზრახვით, მოტყუებით, თითქოს ხ-------------- სთხოვდათ, მისსავე მითითებულ ანგარიშზე ჩაარიცხინა თანხა - ჯამში 200 ( ორასი) ლარის ოდენობით, რომელსაც დაეუფლა.

2018 წლის 29 აგვისტოს თ----------------–---–--- მის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ------–-------–-----------–-----------------------------------------------------------------------------ში, არსებული კომპიუტერის გამოყენებით უნებართვოდ შეაღწია დ----------------–-–---–-- კუთვნილი სოციალურ ქსელ ფეისბუქის პროფილზე და ამ უკანასკნელის მეგობრებს, დ-------------–---–----–---------------–--------–------------–---–-- ერთიანი განზრახვით, მოტყუებით, თითქოს დ----------------–-–---–- სთხოვდათ, მისსავე მითითებულ ანგარიშზე ჩაარიცხინა თანხა -ჯამში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომელსაც დაეუფლა.

2018 წლის 24 თებერვალს თ----------------–---–--- მის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ------–-------–-----------–-----------------------------------------------------------------------------ში, არსებული კომპიუტერის გამოყენებით უნებართვოდ შეაღწია ი-–----------- კუთვნილი სოციალურ ქსელ ფეისბუქის გვერდზე და ამ უკანასკნელის მეგობარს გ---------–-------–---–- მოტყუებით, თითქოს ი-–---------- სთხოვდა, მისსავე მითითებულ ანგარიშზე მოსთხოვა თანხის ჩარიცხვა, თუმცა, გ---------–-------–---–-- მიერ ინფორმაციის გადამოწმების გამო, დანაშაულებრივი ქმედება ვერ იქნა ბოლომდე მიყვანილი.

2018 წლის 24 სექტემბერს თ----------------–---–--- მის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ------–-------–-----------–-----------------------------------------------------------------------------ში, არსებული კომპიუტერის გამოყენებით უნებართვოდ შეაღწია ი-----–-------–------- კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში.

2019 წლის 26 თებერვალს, 14:57 საათზე თ----------------–---–--- მის საცხოვრებელ ბინაში, მ----------------–--------------------–-----------------------------–-----------–----------------------------ში მობილური ტელეფონის გამოყენებით უნებართვოდ შეაღწია ა-–--------------------–-------–-- კუთვნილ სოციალურ ქსელი „ფეისბუქი“-ს პირად გვერდზე, სადაც იგი „--------------------ს სახელით იყო დარეგისტრირებული. აღნიშნულის შემდეგ თ----------------–---–- ა-–--------------------–-------–-- სახელით ამ უკანასკნელის მეგობარს ი-–------------------ დაუკავშირდა და მის მიერ ტოტალიზატორ „---------–-------- „--------------------ს სახელით წინასწარ შექმნილ ანგარიშზე 3----- მოტყუებით 50 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც ტოტალიზატორ „---------–-------- „----------------”-ს სახელით დარეგისტრირებულ მომხმარებელ „---------- თან გადაითამაშა და მის მფლობელობაში არსებულ მ-----–-–--–------------------ ბარათის ანგარიშზე გადაიტანა, რაც იმავე დღეს ქ------–--–------------------–-------------------------------------------–- განთავსებული ბანკომატიდან გაანაღდა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

2019 წლის 26 თებერვალს, 15:00 საათზე თ----------------–---–--- მის საცხოვრებელ ბინაში, მ----------------–--------------------–-----------------------------–-----------–----------------------------ში მობილური ტელეფონის გამოყენებით უნებართვოდ შეაღწია ა-–--------------------–-------–-- კუთვნილ სოციალურ ქსელი „ფეისბუქი“-ს პირად გვერდზე, სადაც იგი „--------------------ს სახელით იყო დარეგისტრირებული. აღნიშნულის შემდეგ თ----------------–---–- ა-–--------------------–-------–-- სახელით ამ უკანასკნელის მეგობარს დ---------–------ დაუკავშირდა და მის მიერ ტოტალიზატორ „---------–-------- „--------------------ს სახელით წინასწარ შექმნილ ანგარიშზე 3----- მოტყუებით 50 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც ტოტალიზატორ „---------–-------- „----------------”-ს სახელით დარეგისტრირებულ მომხმარებელ „---------- თან გადაითამაშა და მის მფლობელობაში არსებულ მ-----–-–--–------------------ ბარათის ანგარიშზე გადაიტანა, რაც იმავე დღეს ქ------–--–------------------–-------------------------------------------–- განთავსებული ბანკომატიდან გაანაღდა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ---------------- რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის დამძიმება და მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის განსაზღვრა.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თ----------------–---–-- მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების: გ--------–-----–---–--, გ--------------–-–---–----------------------------------–-----------–-------------–---–---------------------------------------------------------------------------–-–---–-----–---------------–---------–------------–---–------–-----------------------–-------–---–----------–-------–----------–----------------------–--------------------–-------–---------------–-----------------------------------–------------------------–---–----------–-–--–---------------------–---–---------------- ფ--------- გამოკითხვის ოქმებით; დათვალიერების ოქმებით, გამოთხოვილი ინფორმაციით; შპს „--------დან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, გამოთხოვილი ინფორმაციით და მისი დათავლიერების ოქმით; შპს „-----------“-დან და სს „---–--------დან (შპს „ჯ------–-“) ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით და გამოთხოვილი ინფორმაციით; ი-–------------------ „ფეისბუქი“-ს დათვალიერების ოქმით, დ---------–------ „ფეისბუქი“-ს დათავლიერების ოქმით; დ---------–------ „-----------–-----------ს ინტერნეტბანკის დათვალიერების ოქმით; „----- მისამართების საძიებო ინტერნეტ საიტების W-----------------------------------------------------ის დათვალიერების ოქმებით; თ----------------–---–-- აღიარებითი ჩვენებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა თ----------------–---–-- აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებული წარსულში არ არის ნასამართლევი; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ამასთან, დამდგარი შედეგისა და განსაკუთრებით მსჯავრდებულის ასაკის გათვალისწინებით, საზოგადოებისაგან მისი იზოლირება მიზანშეუწონელია და არ შეესაბამება სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ.თბილისის ი--------------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ--------------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. თ----------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) , საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი - 14:57 სთ) საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი -14:57 სთ), საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი - 15:00 სთ) საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი - 15:00 სთ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე- შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით;

თ----------------–---–- დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან - 08:00 საათამდე პერიოდში;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით, დანიშნული სასჯელი საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შემცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, რაც საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 74-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე - შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით;

თ----------------–---–- დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან - 08:00 საათამდე პერიოდში;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით, დანიშნული სასჯელი საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შემცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, რაც საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 74-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი) საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 69-ე მუხლის გამოყენებით შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით;

თ----------------–---–- დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან - 08:00 საათამდე პერიოდში;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით, დანიშნული სასჯელი საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შემცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე - შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით;

თ----------------–---–- დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან - 08:00 საათამდე პერიოდში;

საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზეს - შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით;

თ----------------–---–- დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან - 08:00 საათამდე პერიოდში;

საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი) საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე - შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით;

თ----------------–---–- დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან - 08:00 საათამდე პერიოდში;

საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი - 14:57 სთ) საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე - შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით;

თ----------------–---–- დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან - 08:00 საათამდე პერიოდში;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი -14:57 სთ) საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე - შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით;

თ----------------–---–- დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან - 08:00 საათამდე პერიოდში;

საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი - 15:00 სთ) საქართველოს კანონის - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე- შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით;

თ----------------–---–- დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან - 08:00 საათამდე პერიოდში;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი - 15:00 სთ) საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე - შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით;

თ----------------–---–- დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან - 08:00 საათამდე პერიოდში;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით თ----------------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, რაც საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 74-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლების ჩაეთვალოს პირობით და საქრთველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

4. თორნიკე გოგიჩაშვილის მიერ პირობითი მსჯავრის აღსრულებისას, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს.

5. ნივთიერი მტკიცებულები:

-6 (ექვსი) ცალი ლაზერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

-კომპიუტერის პროცესორი, რომელიც ინახება ი--------------- პოლიციის მე-8 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი