განაჩენი

სისხლის სამართლის 28.05.2018
საქმის ნომერი
140100118002278244
თარიღი
28.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140100118002278244

N1/32-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

28.05.2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე

სხდომის მდივანი თამარ ბერუაშვილი

სხდომის სახე დახურული სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - ოთარ ხორგუაშვილი

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - ეკატერინე მელქონაშვილი

 

კანონიერი წარმომადგენელი - ლ--- ც------–---–-

 

ბრალდებული - გ------- ზ-------ს ძე ც------–---–-, დაბადებული 2--- წლის 6 მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.

კ-------------–---–-----------.

 

კვალიფიკაცია

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით;

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით;

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ------- ც------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბერის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბერის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი გ------- ც------–---–- 2017 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. კასპში, სა----------ჩაზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ი-–-- ხ-----–---–ის კუთვნილი ფულად თანხას 32 (ოცდათორმეტი) ლარის ოდენობით, რის შედეგადაც ი-–-- ხ-----–---–ს მიადგა ქონებრივი ზიანი.

 

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ გ------- ც------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ (სამჯერ) იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბერის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბერის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი გ------- ც------–---–- და ა-–---- ზ---------ი, წინასწარ შეთანხმებით, 2017 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 00:05 საათზე, ქალაქ კასპში, მ. კ-------ას ქუჩა N----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ავტომანქანა "OPEL ვექტრა"-დან, სახელმწიფო ნომრით „J-------, ფარულად დაეუფლნენ ი----ა ტ-------ის კუთვნილ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს და საკვებ პროდუქტს, რის შედეგადაც ი----ა ტ-------ეს მიადგა 668 (ექვსას სამოცდარვა) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ გ------- ც------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ (სამჯერ) იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბერის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბერის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი გ------- ც------–---–- და ა-–---- ზ---------ი, წინასწარ შეთანხმებით, 2017 წლის 21 ნოემბერს, კასპის რაიონის სოფელ ო---ში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ს---–------ შ--------ს კუთვნილ „HONDA“–ს მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით „I------“, რის შედეგადაც ს---–------ შ-------ეს მიადგა 6000 (ექვსი ათასი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის გ------- ც------–---–- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდისათვის), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდისათვის), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდისათვის).

 

ამასთან, სასამართლო არ ეთანხმება გ------- ც------–---–-ს მიმართ 2017 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდისათვის წარდგენილი ბრალდების ფორმულირებას იმ ნაწილში, რომ მას მოცემული დანაშაული ჩადენილი აქვს, როგორც სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის სამჯერ ნასამართლევ პირს. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება სამი განაჩენი გ------- ც------–---–-ს მიმართ (გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბერის, 2016 წლის 22 დეკემბერის და 2017 წლის 6 სექტემბრის განაჩენები) და დადასტურებულია სამივე განაჩენით მისი ნასამართლობა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, თუმცა, მესამე განაჩენით მას მსჯავრი დაედო 2017 წლის 6 სექტემბერს, ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის შემდეგ (2017 წლის 30 აგვისტოს შემდეგ).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- ც------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან (2017 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდისათვის) უნდა ამოერიცხოს მითითება გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ნასამართლობაზე. მიუხედავად ამისა, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენს ქმედების კვალიფიკაციაზე, რამდენადაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ქურდობისათვის იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გ------- ც------–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდისათვის), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდისათვის), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდისათვის) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: ი-–-- ხ-----–---–ის, გ------- ც------–---–-ს, თ------------------------–-–----–-–---–-ს, ლ------------–---–------------------–---–--------------------–--------------------------------------–--–---–----------–---------------–--- ა-–---- ზ-------ანის, ავ--------–-----------------------------------------–------–---–------------------------–---–--------–-------–-----------------------–--–-–---–-----------------–------- გ------- ც------–---–-ს და ა-–---- ზ-------ანის გამოკითხვის ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი, გ------- ც------–---–-ს პირადი ჩხრეკის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმები და ამოღებული ნივთმტკიცებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი, გ------- ც------–---–-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ნივთმტკიცების გახსნა-დათვალიერების ოქმები და ამოღებული ნივთმტკიცებები, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, სუნის ნიმუშის აღების ოქმი, ანაწმენდის ნიმუშის აღების ოქმი, მიკრონაწილაკის ნიმუშის აღების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნა, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.

 

გ------- ც------–---–მა, პირველივე შესაძლებლობისთანავე, წარდგენილი ბრალდების სამივე ეპიზოდში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა. მან ასევე ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში, რითაც ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელევანტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, გამოვლენილი არ ყოფილა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ------- ც------–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდი), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია წარდგენილი ბრალდების სამივე ეპიზოდში გ------- ც------–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განმტკიცებულ საკუთრების ხელშეუვალ უფლებას. ქურდობის შემადგენლობის არსებობისათვის, აუცილებელია, რომ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ნივთის მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ადგილი ექნება, ასევე, იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა, დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხორციელდება სხვებისგან შეუმჩნევლად. ქურდობა, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, შედეგიანი დანაშაულია და დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის მოძრავ ნივთს და რეალური შესაძლებლობა აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს იგი, მიუხედავად იმისა, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ------- ც------–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.

 

რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენი-–--, რომ აღნიშნული დანაშაულების ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. გ------- ც------–---–-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მიზანს სხვისი მოძრავი ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება წარმოადგენდა, რაც მან ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენით სისრულეში მოიყვანა.

 

ამდენად, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ------- ც------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდისათვის), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდისათვის), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდისათვის) გათვალისწინებული დანაშაულები და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასამართლო გ------- ც------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. მან ასევე ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შუწყო დანაშაულის გახსნას, მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას.

 

რაც შეეხება გ------- ც------–---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი, მისი განვითარების შესაბამისად, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას, ამიტომ არ შეიძლება მათ ისევე მოეპყრან, როგორც ზრდასრულებს.

 

როდესაც არასრულწლოვნები ხვდებიან მართლმსაჯულების სისტემაში, უფლებამოსილმა პირებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ისინი განსხვავდებიან ზრდასრული ადამიანებისაგან მიუხედავად მათი სტატუსისა, იქნება ეს დაზარალებული, მოწმე თუ ბრალდებული. მისი უფლებების დაცვა უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი მართლმსაჯულების სისტემაში მონაწილეობის მთლიან პროცესში.

 

აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მართმსაჯულების სისტემამ უნდა იხელმძღვანელოს „არასრულწლოვნის საუკეთესო/ჭეშმარიტი ინტერესის პრინციპით“, რომელიც გათვალისწინებულია „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 3(1) მუხლით და რომელიც მოითხოვს, რომ მართლმსაჯულების განხორციელების ყველა ეტაპზე, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს, უპირველესად გათვალისწინებული იყოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. ეს კი გულისხსმობს საკითხის განხილვას არსებითი სამართლებრივი ნორმების მიღმა.

მოცემულ შემთხვევაში, გ------- ც------–---–-, ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა არასრულწლოვანს. სასჯელის დანიშვნის დროს, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ითვალისწინებს მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო/ჭეშმარიტი ინტერესის პრიორიტეტულობას.

 

სასამართლო, აგრეთვე, ხელმძღვანელობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესებით არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესები), რომლის თანახმად, 18 წლამდე პირს არ უნდა წაერთვას თავისუფლება, თუ ის არ არის ცნობილი დამნაშავედ სერიოზული ქმედების ჩადენაში სხვა პირის მიმართ ძალადობის გამოყენებით ან სხვა სერიოზული სამართალდარღვევების არაერთხელ ჩადენაში და არ არსებობს სხვა შესაბამისი ზემოქმედების ზომა.

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-7 მუხლს, რომლის თანახმად, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ზომა ჩადენილი ქმედების თანაზომიერი უნდა იყოს. აგრეთვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის თანახმადაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის 37-ე მუხლის (ბ) პუნქტის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა, რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის განმავლობაში. თუმცაღა აღნიშნული მუხლი არ განსაზღვრავს, თუ რა იგულისხმება “დროის რაც შეიძლება შესაბამის მოკლე პერიოდში”. 18 წლამდე პირთა სასჯელის ვადა პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული იმ პერიოდის ხანგრძლივობასთან, რომელიც მიჩნეულია საკმარისად ბავშვის რეინტეგრაციისთვის და მის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო როლის შესრულებაში ხელშეწყობისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, რაც უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 10 წლამდე ვადით. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ გ------- ც------–---–- არაერთხელ არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულისთვის (ქურდობისათვის), სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დანიშნული სასჯელი ჩათვალოს პირობით მსჯავრად ან მის მიმართ გამოიყენოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლი (არასრულწლოვნისთვის კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა). ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ------- ც------–---–მა დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 77-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ არასაპატიმრო სასჯელის ან/და პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში არასრულწლოვანმა განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა მოსამართლეს გამოაქვს გადაწყვეტილება სასჯელად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის და 2017 წლის 6 სექტემბრის განაჩენებით გ------- ც------–---–-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი გაუქმებულია.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ზემოაღნიშნული დანაწესის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად, გ------- ც------–---–ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს - არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. ამასთან, ვინაიდან იგი დანაშაულის ჩადენის დროს იყო 16 წლის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მას სასჯელის სახით დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით.

 

სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, სასამართლო ითვალისწინებს გ------- ც------–---–-ს ქმედებას დანაშაულების ჩადენის შემდეგ, სახელდობრ, მან სრულად აღიარა ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში, რითაც აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას, მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას. სასამართლო სხდომებზე გ------- ც------–---–მა გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულებისადმი და თავისი ქცევით დაარწმუნა სასამართლო, რომ იგი მოწოდებულია საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა ბრალად შერაცხული ქმედებებისათვის.

 

სასჯელის დანიშვნისას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან გ------- ც------–---–-ს საუკეთესო ინტერესთან ერთად, სასამართლო ითვალისწინებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომლის თანახმად, გ------- ც------–---–ს აქვს ზოგადი განათლების დეფიციტი, რისკ-ფაქტორია კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელების გამოცდილება და ქუჩაში გაცნობილი ანტისოციალურ ქცევებში ჩართული თანატოლები, აგრეთვე ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ბავშვის საბაზისო საჭიროებებს და არასრულწლოვნის არაორგანიზებული თავისუფალი დრო. დამცავ ფაქტორად მიიჩნევა არასრულწლოვნის განსაკუთრებული ინტერესი სპორტის მიმართ.

 

სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ------- ც------–---–მა ამ განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულები ჩაიდინა პირველ საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე, 2017 წლის 28 დეკემბრამდე. ამასთან, მას პირველი განაჩენით დანიშნული სასჯელი, დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს ნაწილობრივ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გ------- ც------–---–-ს მიმართ უნდა გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის პრინციპი. ამასთან, მას საბოლოო სასჯელში უნდა ჩაეთვლოს ის სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილი აქვს ნაწილობრივ.

 

ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხები:

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას 2018 წლის 29 იანვრის დადგენილებით მოცემული სისხლის სამართლის №0----------- საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილ იქნა სისხლის სამართლის საქმე ა-–---- ზ---------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რომელზედაც ამ ეტაპზე გამოძიება დასრულებული არ არის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გ------- ც------–---–-სგან ამოღებული ხუთი ცალი ერთლარიანი მონეტა, ორი ცალი ორმოცდაათთეთრიანი მონეტა და შვიდი ცალი ოცთეთრიანი მონეტა, სულ 7 (შვიდი) ლარისა და 40 (ორმოცი) თეთრის ოდენობით, რომელიც ინახება საქართველოს შსს კასპის რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - დაზარალებულ ი-–-- ხ-----–---–ს, ხოლო სხვა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის №0----------- საქმიდან ა-–---- ზ---------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, ბავშვის უფლებათა კონვენციის 1-ლი, მე-3 მუხლებით, 37-ე მუხლის (ბ) პუნქტით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესების არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინური წესები’’) მე-5 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3, მე-4, მე-7, მე-14, მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 69-ე, 73-ე, 75-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით, 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ------- ც------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან (2017 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდისათვის) ამოერიცხოს მითითება გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ნასამართლობაზე.

 

2. გ------- ც------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდისათვის), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდისათვის), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდისათვის) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ------- ც------–---–ს, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ------- ც------–---–ს, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 21 ნოემბრის ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ------- ც------–---–ს, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- ც------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, გ------- ც------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.

 

3. განაჩენის გამოცხადებისთანავე, გორის რაიონული სასამართლოს მანდატურის სამსახურის მანდატურთა მიერ მსჯავრდებული გ------- ც------–---–- დაპატიმრებულ იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის მიზნით უზრუნველყოფილ იქნეს მისი შესახლება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

4. მსჯავრდებულ გ------- ც------–---–ს საბოლოო სასჯელში ჩაეთვალოს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განაჩენით ნაწილობრივ მოხდილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაპატიმრების მომენტიდან - 2018 წლის 28 მაისის 16:23 საათიდან.

 

5. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გ------- ც------–---–-სგან ამოღებული ხუთი ცალი ერთლარიანი მონეტა, ორი ცალი ორმოცდაათთეთრიანი მონეტა და შვიდი ცალი ოცთეთრიანი მონეტა, სულ 7 (შვიდი) ლარისა და 40 (ორმოცი) თეთრის ოდენობით, რომელიც ინახება საქართველოს შსს კასპის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - დაზარალებულ ი-–-- ხ-----–---–ს, ხოლო სხვა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს სისხლის სამართლის №0----------- საქმიდან ა-–---- ზ---------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე