თავი IX — ბრალის გამომრიცხველი და შემამსუბუქებელი გარემოებანი
1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმას, ვინც სავალდებულო ბრძანების ან განკარგულების შესრულებისას დააზიანა სამართლებრივი სიკეთე. ასეთი ზიანისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმას, ვინც მართლსაწინააღმდეგო ბრძანება ან განკარგულება გასცა.
2. წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი ბრძანების ან განკარგულების შესრულებისათვის პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო წესით, თუ არ არსებობს ბრალის გამომრიცხველი სხვა გარემოებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(37)
საქმე №2კ-55-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.11.2022
…სისხლისსამართლებრივი პროცედურები: 2016 წლის 5 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქ.სტამბოლის საქალაქო მე-9 მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს განაჩენით რ. ქ–უ ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე მუხლთან ერთობლივად 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარ დაგეგმვით განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ…
საქმე №2კ-396-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2021
…სასამართლოს განაჩენით ე. ა., - დაბადებული 19.. წლის 3 მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პირის წამება, ჩადენილი ბავშვის მიმართ (3 ეპიზოდი)), იმავე კოდექსის 37-ე მუხლთან ერთობლივად, 103-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბავშვის მიმართ სექსუალური თავდასხმა (2 ეპიზოდი)) და იმავე კოდექსის 39-ე მუხლთან ერთობლივად, 103-ე…
საქმე №2კ-70აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.07.2017
…რომ ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ („სტამბოლის კონვენცია“) მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 36-ე და 37-ე მუხლებით დადგენილია ყოველი ქალის სწორედ სექსუალური ძალადობის, მათ შორის - გაუპატიურებისა და იძულებითი ქორწინებისაგან დაცვის ვალდებულება. 10. საკასაციო პალატა ასევე…
საქმე №ას-78-411-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2009
…5 000 ლარის ოდენობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად, პრეიუდიციული ძალა უნდა მიენიჭოს კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე და 33-ე მუხლის თანახმად, ე. თ-ანის მიმართ წინასწარ გამოძიებაში სამოქალაქო სარჩელი არ წარდგენილა, შესაბამისად, პროკურორი უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს…
საქმე №2კ-217კოლ.-20000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.03.2000
…განაჩენი მოცემულ საქმეზე სწორია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა თვლის, რომ ო-იანის ქმედებას მიცემული აქვს სწორი იურიდიული შეფასება. რაც შეეხება სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს არ დაურღვევია სსკ 37-ე მუხლის მოთხოვნები. ო-იანი ქალია, დანაშაული პირველად ჩაიდინა, გულწრფელად ინანიებს, კმაყოფაზე ჰყავს მოხუცი მშობლები, დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ამ…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 37, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-37/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია