განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/213-19
#200100119003138548
თელავის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 დეკემბერი, 2019 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე მარინე ცერცვაძემ
თამარ ბერძენაშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----- გ---–-----ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ჟ-----ა მ---------–---–ი - დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ--–--ის რაიონი, სოფ. კ--------–ი.
ადვოკატი - ლალი ჩაველაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 20 ივნისს, შსს თ--–--ის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლის მიხედვით ჟ-----ა მ---------–---–ს 30 დღის ვადით აეკრძალა დისთვის - მ-----ა მ---------–---–ისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და კონფლიქტში შესვლა. 2019 წლის 03 ივლისს, ჟ-----ა მ---------–---–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერის ზემოაღნიშნული პირობა და თ--–--ის რაიონის სოფელ კ--------–ში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დასთან - მ-----ა მ---------–---–თან შევიდა კონფლიქტში და მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, 2019 წლის 04 ივლისს, დაახლოებით 09:30 საათზე, თ--–--ის რაიონის სოფელ კ--------–ში საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ჟ-----ა მ---------–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას - მ-----ა მ---------–---–ს. აღნიშნულზე. 2019 წლის 04 ივლისს, შსს თ--–--ის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის მიერ გამოცემული იქნა ახალი შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლის მიხედვით ჟ-----ა მ---------–---–ს 30 დღის ვადით აეკრძალა დისთვის - მ-----ა მ---------–---–ისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და კონფლიქტში შესვლა. ასევე, მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 04 ივლისს, დაახლოებით 17:00საათზე, თ--–--ის რაიონის სოფელ კ--------–ში საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ჟ-----ა მ---------–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას - მ-----ა მ---------–---–ს.
2019 წლის იანვრიდან 2019 წლის 04 ივლისის ჩათვლით, თ--–--ის რაიონის სოფელ კ--------–ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ჟ-----ა მ---------–---–ის დას - მ-----ა მ---------–---–ს, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც მ-----ა მ---------–---–ი, მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
2019 წლის 04 ივლისს, დაახლოებით 09:30 საათზე, თ--–--ის რაიონის სოფელ კ--------–ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ჟ-----ა მ---------–---–მა ძალადობის გამოყენებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას - მ-----ა მ---------–---–ს, კერძოდ, ხელი ჰკრა სახის არეში და ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში. განხორციელებული ძალადობის შედეგად მ-----ა მ---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 04 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, თ--–--ის რაიონის სოფელ კ--------–ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ჟ-----ა მ---------–---–მა ძალადობის გამოყენებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას - მ-----ა მ---------–---–ს, კერძოდ, ხელებს ურტყამდა სახისა და სხეულის არეში, ასევე ფრჩხილის გამოყენებით დაზიანება მიაყენა მარცხენა იდაყვის არეში. განხორციელებული ძალადობის შედეგად მ-----ა მ---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; დაზარალებულის ჩვენება; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და სხვ.) ერთობლიობა ჟ-----ა მ---------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო ასევე იხმობს, 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციას (ს--------–ის კონვენცია) ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ. საქართველომ აღნიშნულ კონვენციას ხელი მოაწერა 2014 წლის 19 ივნისს და ძალაში შევიდა 2017 წლის 1 სექტემბერს. აღნიშნული კონვენციის 55-ე მუხლის თანახმად, კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ამ კონვენციის 35-ე (ფიზიკური ძალადობა), 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჟ-----ა მ---------–---–მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ასევე მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
ასევე მან ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ჟ-----ა მ---------–---–ის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, 2019 წლის 31 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნის N0-------- თანახმად მას შეზღუდული შერაცხადობა აქვს დადგენილი, რას შეეხება დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ჟ-----ა მ---------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით ჟ-----ა მ---------–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჟ-----ა მ---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. ჟ-----ა მ---------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორიათასი)ლარის ოდენობით.
2. ჟ-----ა მ---------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის იანვრიდან 2019 წლის 04 ივლისის ჩათვლით ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით.
3. ჟ-----ა მ---------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 04 ივლისის, 09:30საათის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით.
4. ჟ-----ა მ---------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 04 ივლისის, 17:00საათის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 04 ივლისის, 09:30საათის ეპიზოდში) დანიშნულმა სასჯელმა 06(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთამ სრულად შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ჟ-----ა მ---------–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით.
6. ჟ-----ა მ---------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 04 ივლისის, 18:00 საათიდან.
7. ნივთიერი მტკიცებულებები:
- ერთი ცალი გატეხილი თეფში, რაც ინახება შსს თ--–---------------–-------------–ოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე