მუხლი 38. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება სხვა არაბრალეული ქმედების დროს
თავი IX — ბრალის გამომრიცხველი და შემამსუბუქებელი გარემოებანი
ბრალეულად არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც თუმცა ამ კოდექსში სახელდებით არ არის მოხსენიებული, მაგრამ სავსებით აკმაყოფილებს ამ ქმედების არაბრალეულობის პირობებს.
კარი მესამე
სასჯელი
თავი X
სასჯელის მიზნები და სახეე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(38)
საქმე №2კ-468აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.11.2022
…ბრალდების მხარის მტკიცებულებების გაცნობისა და არსებით სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის/შედავების, ასევე - სასამართლოსთვის საკუთარი პოზიციისა და მისი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის, გასაჩივრების და საქართველოს სსსკ-ის 38-ე და 44-ე მუხლებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის სამართალწარმოების ფარგლებში…
საქმე №2კ-833აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.04.2021
…მხარე უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იშუამდგომლა ვიდეოჩანაწერის ხელახლა გამოკვლევის შესახებ, რაც არ დაკმაყოფილდა, რითაც სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 38-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ბრალდებულის შუამდგომლობა ვიდეოჩანაწერების ავთენტურობის ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის…
საქმე №2კ-1679-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.06.2013
…დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა, იუსტიციის სამინისტროში დასწრებოდა და უშუალო მონაწილეობა მიეღო გადაწყვეტილების მიღებაში, რითაც საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ დაირღვა საქართველოს სსკ–ის 38–ე მუხლის მოთხოვნები. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აშშ–ის სასამართლოს მიერ წარდგენილი ყველა ბრალდება დააკვალიფიცირა სსკ–ის 139–ე მუხლით და…
საქმე №2კ-392აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.07.2011
…პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით. მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ე. მ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის,,დ” ქვეპუნქტით, 38-ე მუხლის მესამე ნაწილის,,დ’’ ქვეპუნქტით, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე…
საქმე №2კ-1575აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.02.2008
…მისი მიზნობრივი, არაკრიმინალური დანიშნულების საბრძოლო მასალა; გარდაცვალების წინ ა. ძ-მა მას დაუბარა, რომ ამ საბრძოლო მასალას წაიღებდნენ, მაგრამ ვინ და როდის _ არ დაუზუსტებია; ეს ქმედება მთლიანად ჯდება საქართველოს სსკ-ის 32-ე და 38-ე მუხლების მოთხოვნებში; მისი ქმედება განაჩენით დადგენილად მიჩნეულ გარემოებებში არის მართლზომიერი და არაბრალეული; პიროვნული მახასიათებლებისა და განსაკუთრებული…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 38, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-38/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია