განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2018
საქმის ნომერი
170100117002136833
დავის ტიპი
177 2 ბ
თარიღი
02.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1----------------- (#1/50-17)

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 აპრილი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ

ქეთევან გოგიაშვილი-მჭედლიშვილის მდივნობით

 

პროკურორ - გი------------–---–ის,ბრალდებულ - ერ--------------ის,ბრალდებულის ადვოკატების - შო--------------ის, სუ--------------ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე -

 

ერ--------------ის (დაბადებული 20.07.1999წელს, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, მცხოვრები ქ. თ------–------, 9 აპ----–--------ი, #10, პ.ნ. 2----------, ნასამართლობის მქონე) ამჟამად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებაში მყოფის მიმართ, დანაშაულებისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ , მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილი სტანდარტით დაადგინა, რომ ერ--------------ი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კო

დექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ერ--------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად. მის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 12 სექტემბერს, დღის დროს, ქ.თ------–------ში, ცხრა აპ----–-ს ჩი--ს #10-ში მდებარე მი-----------ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ერ---------------მა გი------------------თან ჯგუფურად, მარჯვენა ხელის სახისა და მარჯვენა მკლავის არეში დარტყმის გზით იძალადა მისი დის - ელ---------------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შეფასებით, 2017 წლის 12 სექტემბერს, დღის დროს, ქ.თ------–------ში, ცხრა აპ----–-ს ჩი--ს #10-ში მდებარე მი-----------ის ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ერ---------------ს გი------------------თან ჯგუფურად, მისი დის - ელ---------------ის მიმართ ძალადობა არ დასტურდება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ელ---------------მა განაცხადა, რომ ერ--------------ი არის მისი ძმა და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნე-–-----------მა განაცხადა, რომ ერ--------------ი არის მისი შვილი და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვან გი------------------მა განაცხადა, რომ ერ--------------ი არის მისი ძმა და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არ–--------------მა განაცხადა, რომ ერ--------------ი არის მისი ძმა და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მი----–------------მა განაცხადა, რომ ერ--------------ი არის მისი შვილი და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ერ--------------ი, დაზარალებული ელინა მი---------ი, მოწმეები - ნე-–-----------ი, გი------------------ი, მიხეილ მი---------ი და არ–--------------ი არიან ოჯახის წევრები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შო---------–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს, მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, შვილების მიერ ნე-–-----------ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებისა, კერძოდ: მოწმის სახით გამოკითხა ნე-–-----------ი, მი----–------------ი და ელ---------------ი, დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ნე-–-----------ის, მი----–------------ის და ელ---------------ის მიმართ, დაზარალებულის მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროდან გამოითხოვა ერ--------------ის მიმართ მათ წარმოებაში არსებული მასალები. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გი-----ი ოქ-----–---–მა (ექსპერტი) განაცხადა, რომ მუშაობს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტად. დასკვნის ირგვლივ განმარტა, რომ გამოსაკვლევად წარედგინა სამი პირი: ნე-–-----------ი, ელ---------------ი და მი----–------------ი. 2017 წლის 18 სექტემბერს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის #5---------, #5---------------------- დასკვნების თანახმად, ნე-–-----------ს აღენიშნება სისხლჩაქცევა მარცხნივ რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს; მი----–------------ს აღენიშნება სისხლჩაქცევა მარცხენა ქვედა ქუთუთოზე და ნაჭდევი მარცხენა თვალბუდის გარეთა კიდესთან. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს; ელ---------------ს აღენიშნება სისხლჩაქცევა მარჯვენა წინამხარზე, ნაჭდევები მარცხენა მტევნის მე-3 და მე-5 თითებზე და მარცხენა მტევნის მე-3 ნებ ფალანგის სახსარზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს; (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად: წარმოდგენილი პირადი გასინჯვის მონაცემებით (13.09.2017 წელი), ელ---------------ს აღენიშნებება სისხლჩაქცევა მარჯვენა წინამხარზე, ნაჭდევები მარჯვენა მტევნის მე-3 და მე-5 თითებზე და მარცხენა მტევნის მე-3 ნებ-ფალანგის სახსარზე დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს განმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გი-----ი ოქ-----–---–მა.

 

2017 წლის 12 სექტემბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თ------–------, 9 აპ----–-ს ჩი-- #10. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი ან რაიმე კვალი აღმოჩენილი არ ყოფილა.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა საქმის არსებითი განხილვის დროს გამოიყენა დუმილის უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება. სისხლის სამართლის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება. თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამდენად, ბრალდებულის მიერ დუმილის უფლებით სარგებლობა ვერ იქნება გამოყენებული მის წინააღმდეგ და ვერ შეფასდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ერ---------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ერ-- მი--------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში. შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ე. მი---------ის უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, ჩადენილი ჯგუფურად. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ერ--------------ის მხრიდან დაზარალებულ ელ--------------ზე ძალადობის განხორციელების ფაქტი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლომ სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად უნდა შეისწავლოს და შეაფასოს იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სასამართლომ საქმე უნდა განი--ლოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერ--------------ის მიერ ელ---------------ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე არ მიუთითებს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ერ--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, იმ გარემოებათა გამო, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ფაქტიურად წარმოადგენს დაზარალებულის ჩვენების გაგრძელებას და დაზარალებულის განმარტებაა მასში მოცემული, მომხდარ ფაქტთან და დაზიანებების მიყენებასთან დაკავშირებით. მაშინ, როცა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები, ერთობლიობაში წარმოადგენენ დაზარალებულის ჩვენების გაგრძელებას და მათი ცალ-ცალკე მტკიცებულებებად მიჩნევა, ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად, დაუშვებელია და არ გამომდინარეობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

ამდენად, სასამართლო ასკვნის, რომ ერ--------------ის მიმართ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ , მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებას -

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ერ--------------მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი არაერთგზის, ჩადენილი დიდი ოდენობით. მის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის იანვარში, თ------–------ს რა----ში, მა------------–--ის სარკინიგზო მაგისტრალის რკინიგზის სადგურ ,,თ------–------ს“ მიმდებარე ტერიტორიიდან, 2015 წელს ქურდობისათვის ნასამართლევმა ერ--------------მა გი------------------თან და არ----–------------თან წინასწარი შათანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინნაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, კერძოდ თავისი ვალის გადასახდელად საკმარსი ფულის მოგროვების და ფინანსური პრობლემების მოგვარების მიზნით, ქანჩით ჭანჭიკების მოხსნის გზით უკანონოდ შეაღწია შ------------------“ კუთვნილ დროსელ-ტრანსფორმატორებში და დაეუფლა მასში განთავსებულ სპილენძის გრაგნილებს, რითაც დაზარალებულ შპს ,,ბე---------ს“ მიადგა 42 500 (ორმოცდაორი ათას ხუთასი) ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილი სტანდარტით დაადგინა, რომ ერ--------------მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის. მის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა ერ--------------მა გამოიყენა მისთვის, როგორც ბრალდებულისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ერ--------------ის მიერ სასამართლოსთვის ჩვენების არ მიცემა (დუმილის უფლების გამოყენება) არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად. განაჩენი, რომელიც ეფუძნება ბრალდებულის მიერ დუმილის უფლების გამოყენებას, არღვევს საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების არანებაყოფლობით მიცემის აკრძალვასა და ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლო მოსმენის უფლებას. სისხლის სამართლის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება. თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამდენად, ბრალდებულის მიერ დუმილის უფლებით სარგებლობა ვერ იქნება გამოყენებული მის წინააღმდეგ და ვერ შეფასდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვან გი------------------მა განაცხადა, რომ ერ--------------ი არის მისი ძმა და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. ასევე, იგი არის ბრალდებული ერ--------------თან ერთად (საქმეს ი--ლავს სხვა სასამართლო) და გამოიყენა მისთვის, როგორც ბრალდებულისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე არ----–-----------მა განაცხადა, რომ იგი არის ბრალდებული ერ--------------თან ერთად (საქმეს ი--ლავს სხვა სასამართლო) და გამოიყენა მისთვის, როგორც ბრალდებულისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არ–--------------მა განაცხადა, რომ ერ--------------ი არის მისი ძმა და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

ბრალდებულ ერ--------------ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებული) სახით დაკითხულმა ბე----------–---მა განმარტა, რომ მუშაობს შპს ,,ბე---------ში“ ინჟინრის თანამდებობაზე. მ--------------–-------------------------------–--ე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდს შ----------------–---------“, რომლის ქვეკონტრაქტორი არის შ----------------------------–--------–---–-“. ხელშეკრულების თანახმად, შ----------------------------–--------–---–-“ სარკინიგზო მაგისტრალზე ახორციელებს შუქნიშნების, გადამყვანი საისრე მოწყობილობების, სარელსე წრედებისა და საპოსტო მოწყობილობების დაყენება-მონტაჟს. ყველა სახის ინვენტარის შეძენას ამისათვის გამოყოფილი სახსრებით ახდენს მათი ფირმა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ვიდრე არ მოხდება მათ მიერ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტით შ----------------–---------სათვის” გადაცემა, მათი ფირმა არის პასუხისმგებელი მა------------–--ის სარკინიგზო მაგისტრალზე ყველა სახის მოწყობილობის ტექნიკურ გამართულობაზე და მოვლა-პატრონობაზე. მოწმეს თავისი თანამდებობიდან გამომდინარე, ევალება ტექნიკური კონტროლი. მოცემულ შემთხვევაში, მატერიალური ზიანი მიადგა შ----------------------------–--------–---–ს“. მოწმის განმარტებით, ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, 2017 წლის იანვრის თვეში მას დაუკავშირდნენ და შეატყობინეს დროსელ-ტრანფორმატორების ქურდობის ფაქტის შესახებ. იგი მივიდა ობიექტზე, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ნახა, რომ დროსელ ტრანფორმატორები იყო გახსნილი, გაძარცული და ნაწილებად მიმოფანტული. მან აღწერა, რომ გულარები, რომლებიც დროსელ ტრანფორმატორების შიგნით იყო განლაგებული დახვდა მოპარული, ხოლო დანარჩენი ნაწილები კი გარეთ მიმოფანტული. ამის შემდეგ გამოცხადდა პოლიციაში და განაცხადი გააკეთა. მისი განმარტებით, დროსელ-ტრანსფორმატორი რელსებზე მიერთებულია უშუალოდ თავისი ზღუდარებით. თვითონ დროსელ-ტრანსფორმატორი გარეგნულად წარმოადგენს ლითონისა და სპილენძის ერთობლივ კომბინაციას ანუ, ეს არის თუჯის სხმულში (კარკასი) მოთავსებული სპილენძის გრაგნილები. ფაქტობრივად ყველა შუქნიშანთან არის დამონტაჟებული დროსელ-ტრანსფორმატორები. თითოეულ დროსელ-ტრანსფორმატორი მის კომპანიას შეძენილი აქვს 4780 აშშ დოლარად. დაცვის მხარის შეკითხვაზე, შესაძლებელი არის თუ არა ცალკეული დეტალების შეძენა და დროსელ-ტრანსფორმატორების თავდაპირველ მდგომარეობაში აღდგენა, განმარტა, რომ რკინიგზა ძალინ სპეციფიურია და ყველაფერი ინსტრუქციებითა და სტანდარტებით არის გაწერ--–ი. დროსელ ტრნსფორმატორებიც მზადდება მხოლოდ ქარხნის პირობებში და ტექნიკურად იმ პარამეტრებში ზის. რაც შეეხება შუაგულს (სპილენძის გრაგნილი) მთლიანი მოწყობილობის 80%-ს წარმოადგენს. ეს არის ერთი მთლიანი, დალუქული კონსტრუქცია და დეტალებად არ იყიდება. მისი წონა შეადგენს დაახლოებით 180 კგ-ს. თვითონ გულარები, ცალკე არაფერს წარმოადგენს, ფაქტობრივად ჯართია. მისი განმარტებით, აღნიშნული მოწყობილობები შემოტანილია უ---------ან, რომელიც ანგარიშფაქტურებით და კომპლექტში იყო შეძენილი. ჩამოსვლის შემდეგ ხდებოდა მისი შემოწმება, რამდენად შესაბამისი იყო მოთხოვნასთან. დაზარალებულის განმარტებით, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებშიც. დაათვალიერა ობიექტი, ექსპერტთან ერთად გახსნა დროსელ-ტრანსფორმატორი, დაასურათეს. ყველაფრი დახვდა დაშლილი და გაცამტვერებული. შსს თ------–------ს რა----ული სამმართველოს ა---------ს განყოფილებაში მონაწილება მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში. კერძოდ, წარედგინა 04 ცალი გრაგნილი. დაზარალებულმა განაცხადა, რომ წარდგენილი სპილენძის გრაგნილი თავისი ვიზუალით ამოსაცნობად სირთულეს არ წარმოადგენდა, ვინაიდან კონსტრუქცია მისთვის კარგად ცნობილი იყო. ამ ეტაპზე ზიანი ანაზღაურებული არ არის. ამ საკითხს უყურებენ მტკივნეულად, რადგან ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი მსოფლიო დონის პროექტია, რომლის ღირებულება 700 მილიონს აჭარბებს. 58 ცალი დროსელ-ტრანსფორმატორის ქურდობის ფაქტია უკვე. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია მან პირადად ბოლოს დაათვალიერა 2016 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში და მაშინ ყველაფერი ადგილზე იყო. შესაბამისად, მისი განმარტებით ქურდობები მომხდარია 2016 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან 2017 წლის იანვრის ბოლომდე პერიოდში. მან ასევე მიუთითა, რომ კომპანიას დარაჯი არ ჰყავს. (იხ. სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გა----------------მა განაცხადა, რომ ცხოვრობს თ------–------ში, გრ---------ის ქუჩა #14-ში. საკუთრებაში ყავს ,,ოპელ-ასტრას“ მარკის შავი ფერის ავტომანქანა, რომელსაც საბარგული აქვს თეთრად შეღებილი. მუდმივი სამუშაო არ აქვს. ის ,,ტაქსაობს“ და ეს წარმოადგენს მისი შემოსავლის წყაროს. ის იცნობს ერ--------------ს და მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა არ აქვს. მას ერ--ი ხშირად უკავშირდებოდა და სხვადასხვა ადგილზე წაყვანას სთხოვდა. 2017 წლის იანვრის თვეს,ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, ერ--მა დაურეკა და უთხრა სამშვილდის ხიდთან მოდიო. ადგილზე დახვდა ერ--ი და მისი ძმა, იყო მესამეც მათი თანატოლი, რომლის სახელი არ იცოდა, შემდეგ როგორც გაიგო, ვინმე არ----–--ი. პირველ შემთხვევაზე, ერ--მა თვითონ გააღო საბარგულის კარი და შიგ რაღაც ჩადო. მას არ უნახავს რა ჩადო და არც დაინტერესებულა. მისი განმარტებით, ქ. თბილისის ქუჩები კარგად არ იცის, მაგრამ სადაც ერ--ი და მისი თანმხლები პირები მიიყვანა მდებარეობს ისნიდან მარცხნივ, იყო შენობები და კორპუსები, მაგრამ რა დანიშნულების ადგილი იყო არ იცის. მას ერ--ი კარნახობდა და ისე მიდიოდა. დანიშნულების ადგილზე მისვლისას მას გადაუხადეს 150 ლარი, რის შემდეგ თვითონ წამოვიდა, ხოლო ერ--ი და მისი თანმხლები პირები დარჩნენ იქვე. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, ერ--ი კვლავ დაუკავშირდა მას და ისევ იმავე ადგილზე შეხვდა. შემდეგ, ხიდის გვერდით მდებარე ტყიდან გამოიტანა ტომრებში ჩალაგებული რაღაც რკინის მსგავსი საგნები. კონკრეტულად რა იყო არ იცის და არც დაინტერესებულა. მისთვის მთავარი იყო მომსახურებაში თანხა გადაეხადათ. რკინა რომ იყო მიხვდა თვითონაც და ერ--მაც უთხრა, რომ ძველი ე.წ. “სვარკის” აპარატი დაშალა და ჯართის მიმღებ პუნქტში აბარებდა. იყო მესამე შემთხვევაც. დროს ზუსტად ვერ იხსენებს. მაშინ მხოლოდ თბილისამდე ჩაიყვანა და დაბრუნდა. აღნიშნული განმარტების შემდგომ, სასამართლო სხდომაზე მოწმეს წარედგინა, გამოძიების ეტაპზე, 2017 წლის 12 აპრ--–ს შედგენილი მისი გამოკითხვის ოქმი. მოწმემ დაადასტურა, რომ ხელმოწერა ეკუთვნის მას. ამის შემდეგ პროკურორმა გამოაქვეყნა გამოძიების ეტაპზე მოწმის გამოკითხვის ოქმი - “ცხოვრობს თ------–------ში, გრ---------ის ქუჩა #14. ყავს მეუღლე და ორი შვილი, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ. ოფიციალურად არ მუშაობს. პირად საკუთრებაში ყავს ,,ოპელ-ასტრა“-ს მარკის შავი ფერის ავტომანქანა, რომელსაც საბარგული აქვს თეთრად შეღებილი. ,,ტაქსაობს“ და ეს წარმოადგენს მისი შემოსავლის ძირითად წყაროს. ერ-- და გი------------------ების ოჯახს იცნობს დიდი ხანია, თმუცა განსაკუთრებული ურთიერთობა არ აქვს, მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებს. თ------–------ში ყველამ იცის, რომ ტაქსაობს. ეს ფაქტი ცნობილია მი-----------ის ოჯახისთვისაც. ერ--ი ხშირად უკავშირდებოდა და სხვადასხვა ადგილზე წაყვანას სთხოვდა, როგორც თ------–------ში ასევე მა-------–ში. დადიოდა ბარში და კომპიუტერული თამაშების სათამაშოდ. ეს ძირითადად ხდებოდა 2016 წელს. მიმდინარე წლის იანვრის თვის შუა რიცხვებში, რიცხვი ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ ახსოვს, რომ დილა იყო, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ერ--------------ი და სთხოვა ჩასულიყო სა-–---–-------------სკენ მიმავალ გზაზე. ის მაშინვე წავიდა მის მიერ ნათქვამი ადგილისაკენ, სადაც დახვდნენ ერ--ი და გი------------------ები. იყო კიდევ მათი ასაკის მესამე პირი, რომელიც ნახა პირველად. შემდეგ კი შეიტყო, რომ მას არ----–--ი ერქვა. ერ--მა უთხრა, რომ მათ ჯართი ჰქონდათ ჩასატანი თბილისში და უნდოდათ რომ მას წაეყვანა. ვინაიდან მისი საქმიანობა მგზავრების გადაყვანაა და ფულს ამ საქმით შოულობს, მათ წაყვანაზე უარი არ უთქვამს. თან ერ--მა უთხრა, რომ წაყვანაში 150 ლარს გადაუხდიდნენ. ისინი შევიდნენ გზის პირას არსებულ ტყეში და გამოიტანეს ტომრებში (რამდენი ტომარა იყო ზუსტად არ ახსოვს) ჩაწყობილი ჯართი, რომლებიც მისი მანქანის საბარგულში ჩააწყვეს. მან კითხა, თუ საიდან ჰქონდათ ამდენი ჯართი. ერ--მა კი უპასუხა, რომ მათ “სვარკის” ძველი აპარატები დაშალეს და სპილენძი იქედან ამოიღეს. მან ბიჭები ჩაიყვანა თბილისში სადაც უთხრეს. სთხოვეს, რომ გაეყვანა ვარკეთილის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში. ის წავიდა მათ მიერ ნაჩვენები გზით. ხიდებთან გადაუხვია მარცხნივ და მივიდა ჯართის მიმღებ პუნქტში, სადაც მათ ჩააბარეს სპილენძი, აიღეს ფული და მას გადაუხადეს კუთვნილი 150 ლარი და გამოუშვეს. თვითონ კი ადგილზე დარჩნენ. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, რიცხვი ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ ახსოვს, რომ დღე იყო, მობილურ ტელეფონზე კვლავ დაუკავშირდა ერ--------------ი. წავიდა დათქმულ ადგილზე, სადაც იყვნენ სამნი, ძმები მი-----------ი და არ----–--ი, რომლის გვარი არ იცის. მათ ჯართის ჩაბარების მიზნით კვლავ თბილისში წაყვანა სთხოვეს. ტომრებში ჩაწყობილი ჯართი საბარგულში ჩაულაგეს და წავიდნენ თბილისისაკენ, სადაც ისინი ისევ ვარკეთილის ხიდებთან მდებარე ლითონის მიმღებ პუნქტში მიიყვანა. მათ სპილენძი ჩააბარეს, მას გადაუხადეს თუ არ ცდება 80 ლარი და გამოუშვეს. ერ--ი და მისი თანმხლები პირები თბილისში სულ სამჯერ წაიყვანა. ორჯერ ზემოთაღნიშნულ შემთხვევებში და მესამეჯერ კი როდის წაიყვანა ზუსტად ვერ იხსენებს. არც თვე ახსოვს და არც რიცხვი. მხოლოდ ის ახსოვს, რომ ისინი დღის საათებში, სამგორში მდებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ლითონის მიმღებ პუნქტში მიიყვანა, სადაც ჩააბარეს სპილენძი, მას გადაუხადეს 80 ლარი და უკან თ------–------ში გამოუშვეს. აღნიშნულის შემდეგ ერ--ი და მისი თანმხლები პირები არსად აღარ წაუყვანია. მოწმის განმარტებით, ერ--------------ის და მისი თანმხლები პირების მიერ ტომრებში არსებული ჯართის ტყიდან გამოტანა მისთვის საეჭვო იყო, მაგრამ იმდენად უჭირდა ფინანსურად, რომ იმ მომენტში ამაზე არ უფიქრია. მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ კარგად გადაუხდიდნენ, ვინაიდან დიდ გზაზე მიჰყავდა.” მოწმემ აღნიშნული გამოკითხვის ოქმის შინაარსი დაადასტურა და დაეთანხმა. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზუ---------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ქვემო ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტ კრიმინალისტად. აღნიშნულ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში. კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. მასთან ერთად მონაწილეობა მიიღო გამომძიებელმა, ექსპერტ ნი----------ემ, ინსპექტორ-გამომძიებელმა და თარჯიმანმა. ჩხრეკა ჩატარდა სოფელში, რომლის დასახელება არ ახსოვს, ერთ-ერთ ოჯახში. ჩხრეკის დროს სათავსოდან და სხვადასხვა ადგილებიდან ამოღებული იქნა სპილენძის დეტალები. შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურა ხელმოწერით. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნი----------ემ განმარტა, რომ მუშაობს ქვემო ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტ კრიმინალისტად. აღნიშნულ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ თავის მეწყვილე ზუ-------------–---–თან, გამომძიებელ მე--------------–---–თან და პოლიციელებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სპილენძის მავთულები, რომლის დასურათებას ახდენდა მეწყვილესთან ერთად. მას როგორც ახსოვს, მათთან ერთად არ იმყოფებოდა რკინიგზის თანამშრომელი, მაგრამ მონაწილეებს შორის გამოითქვა მოსაზრება (ვარაუდი), რომ ჩხრეკის დროს ამოღებული სპილენძის მავთული წარმოადგენდა დროსელ-ტრანსფორმატორიდან ამოღებულ სპილენძის გრაგნილს. შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურა ხელმოწერით. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თა--------------–---–მა განაცხადა, რომ ფლობს ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტს, რომელიც აწარმოებს ფერადი ლითონების შესყიდვას, დამუშავებას და ექსპორტს. როგორც წესი, ფერადი ლითონების რეგისტრაციას ახდენს სპეციალურ ჟურნალში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ 2017 წლის იანვრის თვეში მის არ ყოფნის დროს სპილენძი შეისყიდა მისმა მენეჯერმა სპარტაკ ბერიძემ, რომელმაც უთხრა, რომ აღნიშნული სპილენძი ჩააბარეს ახალგაზრდა ბიჭებმა და კიდევ აპირებდნენ ჩაბარებას. რამდენიმე დღის შემდეგ მასთან ოთახში შევიდა ახალგაზრდა პიროვნება, გაეცნო, თ------–------დან ვარო. მიხვდა, რომ ის უნდა ყოფილიყო, ვიზეც მენეჯერი ესაუბრა. იგი სანადიროდ დადიოდა თ------–------ში და პირადი ურთიერთობა აკავშირებდა თ------–------სთან. მათ შორის გაიმართა საუბარი ნადირობაზე. იმ დღეს ჩასაბარებლად მიტანილი სპილენძი დაახლოებით 100 კგ-მდე იწონიდა. აღნიშნული სპილენძი იყო ელექტრო მოწყობილობის დაშლის შედეგად მიღებული. მას არ შეუძლია დაზუსტებით თქვას თუ რომელი მოწყობილობის შემადგენელი ნაწილი იყო წარმოდგენილი სპილენძი. მან დაინტერესდა საიდან ჰქონდა ამდენი სპილენძი. ერ--მა უპასუხა, რომ სოფლებში ახდენდა გაფუჭებული ელექტროძრავების შესყიდვას, რომლებსაც არემონტებდნენ, ხოლო რომლებიც რემონტს არ ექვემდებარებოდა, შლიდნენ და ახდენდნენ სპილენძის რეალიზაციას. ეს არგუმენტი მისთვის დამაჯერებელი იყო. მიიღო ტვირთი, გადაუხადა შესაბამისი ოდენობის თანხა. მთლიანობაში რამდენი გადაუხადა ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ 1000 ლარზე მეტი რომ იყო, ახსოვს. სასამართლო სხდომაზე მოწმემ მიუთითა, რომ ჩვენების დადასტურებას შეძლებდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით და შესყიდვის აქტებით, რომლებზეც ფიქსირდება არა მხოლოდ ჩამბარებლის პირადი მონაცემები და ხელმოწერა, ასევე დართულია მისი პირადობის მოწმობის ასლიც. ერთი სათვალთვალო კამერა დამონტაჟებულია კარებთან, რომელიც აფიქსირებს გარე პერიმეტრს, მეორე სასწორთან. მან ეს ჩანაწერები თავიდანვე წარუდგინა გამოძიებას. დასმულ შეკითხვებზე მოწმე ზა------–---–მა ასევე განმარტა, რომ შესული ტვირთის მიღება ხდება მიმღებში, ანგარიშსწორება ხდება მასთან ან მენეჯერთან. როცა გამომძიებელი მივიდა, ნივთმტკიცებები (ჯართი) ადგილზე აღარ იყო, რეალიზაციაში ჰქონდა გაშვებული, ვინაიდან ჯართის შესვლიდან მალევე ახდენენ მის რეალიზაციას (გადამუშავებას). ისინი ღებულობენ, როგორც სუფთა სპილენძს, ასევე გადასამუშავებელი სახით. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გე-–--------მა განაცხადა, რომ არის შ----------–------–--“ მენეჯერი, რომელიც მდებარეობს თ---–-----------------------------ში. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ თავის საქმიანობას ახორციელებს ჟურნალის მეშვეობით. პიროვნებას რომელსაც მოაქვს ფერადი ლითონი, ჟურნალში ტარდება პირადი ნომრით, სახელით და გვარით. ასევე ეთითება ლითონის ოდენობა და სახეობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ერ--– მი---------მა ჩააბარა დაახლოებით 30 კგ-მდე წონის ფერადი ლითონი (სპილენძი), რომელიც ჟურნალში გაატარა ზოგადი წესის დაცვით. მოწმემ დაადასტურა, რომ წარმოდგენილი სპილენძი იყო გრაგნილი. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა (ექსპერტი) იო--------------ამ განაცხადა, რომ მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში სასაქონლო ექსპერტად 10 წლის სტაჟით. მისი განმარტებით, შსს თ------–------ს რა----ული სამმართველოდან ბიუროში შევიდა მიმართვის წერ--–ი და ასევე, წარედგინა ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად სპილენძის გრაგნილი, დაისვა ექსპერტიზის წინაშე კითხვები და პასუხი გაეცა დასმულ კითხვებს კვლევის ფარგლებში. ჩატარებული ექსპერტიზის კვლევით დადგენილი იქნა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციაში ასახული მეორადი დროსელ-ტრანსფორმატორის საბაზრო ღირებულება არის 2500 ლარი. რაც შეეხება ექსპერტის წინაშე დასმულ შეკითხვას, განესაზღვრათ წარმოდგედგენილი სპილენძის გრაგნილის ღირებულება, ექსპერტის მიერ ვერ დადგინდა. იქედან გამომდინარე, რომ დროსელ-ტრანფორმატორის არ არის ისეთი საქონელი რომელიც ფართო მოხმარების სფეროშია. მოძიებულ იქნა მხოლოდ მისი ყიდვა-გაყიდვაზე შეთავაზების განაცხადებები. ჩატარებული კვლევის პროცესში ცალკე აღებული სპილენძის გრაგნილის გასაყიდად შეთავაზების განცხადებები ვერ იქნა მოძიებული. რადგანაც კითხვა იყო, როგორც მოწყობილობის, დროსელ-ტრანფორმატორის ღირებულების განსაზღვრა, კვლევა წავიდა დროსელ-ტრანფორმატორის, როგორც მოწყობილობის, საბაზრო ღირებულების განსაზღვრის კუთხით. დაფიქსირდა რამდენიმე შემოთავაზება გასაყიდად დროსელ-ტრანფორმატორის აღნიშნული მოდელის და ამ განაცხადების საფუძველზე მათი შეჯერებით მიღებული იქნა სწორედ 2500 ლარი, როგორც მეორადი დროსელ-ტრანსფორმატორი რაც არის დაფიქსირებული. აღნიშნული საქონელის მიწოდება ან შემოთავაზება საქართველოს ტერიტორიაზე არ ფიქსირდება. ამ კვლევის პროცესში ინტერნეტ საიტებზე ძიების დროს იყო მისი ფოტო ილუსტრაციებიც და გარკვეული პოზიცია ჩამოუყალიბდა, რომ ეს არის გარკვეული მართკუთხა ფორმის ყუთი, რომელშიც არის სპილენძის ხვიები გარკვეულ კოჭაზე და სპილენძის ხვიების საშუალებით ხდება მომარაგება გარკვეული მომხმარებლის. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შო---------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს შს თ------–------ს რა----ული სამმართველოში დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლად. 2017 წლის 27 იანვარს გამოძიება დაიწყო ,,მა------------–--ის“ სარკინიგზო მაგისტრალის რკინიგზის სადგურ ,,თ------–------დან“ დროსელ-ტრანსფორმატორების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამომძიებელ მე--------------–---–თან და მორიგე ჯგუფთან ერთად მონაწილეობა მიიღო ს--------------–ი მდებარე არ–--------------ის სახლის ჩხრეკაში. ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა 4 ცალი დროსელ-ტრანსფორმატორის სპილენძი დაშლილ მდგომარეობაში, უფუნქციო, ყუთის გარეშე. ასევე ამოღებულ იქნა ე.წ. “ადიელა”. კერძოდ, გრაგნილი დაშლილ მდომარეობაში, სპილენძის ხაზები განცალკევებული. ასევე, 2017 წლის 12 სექტემბერს გამოძიება დაიწყო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლის გამოძიებას აწარმოებდა სუ-–-----------–--ესთან ერთად. დაზარალებულის ჩვენებით დადგინდა, რომ მან იძალადა დაზე ელ---------------ზე. დაიკითხნენ ოჯახის წევრები: დედა, მამა და და. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გე-–-----------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს შს თ------–------ს რა----ულ სამმართველოში, ხოლო ორი წელია მუშაობს სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ერ--------------ს იცნობს როგორც თ------–------ში მაცხოვრებელს და საუბნო აღწერებიდანაც. აღნიშნულ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, 2017 წლის იანვრის ბოლოს, სამმართველოში გამოცხადდა შ------------------“ წარმომადგენელი ბე----------–---ი, რომელმაც განაცხადა, რომ მ---------------–------------------------------–ზე სადგურ ,,თ------–------დან“ მოპარული იყო ,,დროსელები“. დაიწყო გამოძიება. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ,,დროსელები“ მოპარული უნდა ყოფილიყო ერ--------------ის, მისი ძმის, გი------------------ის და აკოფიანის მიერ. მოპარულ ნივთებს კი ინახავდნენ ს--------------–ი მცხოვრებ აკოპ მი---------ის სახლში. (ზუსტი სახელი არ ახსოვს). ინფორმაციული პატაკის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა ჩხრეკა. ჩხრეკაში მონაწილეობა არ მიუღია. ამოღებული იქნა დროსელ-ტრანსფორმატორის სპილენძის მავთულები. ოპერატიული ინფორმაცია მიიღო თვითონ. საქმე ეწერა გამომძიებელს. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს თ------–------ს რა----ული სამმართველოს თანამშრომლებმა სუ-–-----------–--ემ და ვლ--------------------–---–მა, დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში ასახული გარემოებები და მათი კანონიერება.

 

სასამარლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მე--------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს შსს თ------–------ს რა----ული სამმართველოს დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლად. გავლილი აქვს არასრულწლოვანთან მუშაობის შესაბამისი კურსები და აქვს სერთიფიკატი. 2017 წლის 27 იანვარს, განცხადებით მიმართა შ------------------“ ინჟინერმა მასზედ, რომ მა------------–--ის სარკინიგზო მაგისტრალზე სადგურ ,,თ------–------დან“ მოპარული იყო დაახლოებით 20 ცალი დროსელ-ტრანსფორმატორი. სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაევალა მას. იმავე დღეს მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ აღნიშნული დროსელ-ტრანსფორმატორები მოპარული უნდა ყოფილიყო ერ-- და გი-----ი მი-----------ის მიერ. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, იმავე დღეს, მორიგე ჯგუფთან ერთად ჩხრეკა ჩაატარა ს------–----------ში მდებარე ერ-- და გი------------------ების ძმის, არ–--------------ის საცხოვრებელ სახლში. ჩხრეკის შედეგად სახლის ეზოდან ამოღებული იქნა 4 ცალი დროსელ-ტრანსფორმატორი დაშლილ მდგომარეობაში. არ–--------------მა როგორც ჩხრეკის, ასევე დაკითხვის დროს განაცხადა, რომ აღნიშნული დროსელ - ტრანსფორმატორები მიტანილი იყო მისი ძმების - ერ-- და გი------------------ების მიერ. მოწმის განმარტებით, დაზარალებულმა განაცხადა, რომ აღნიშნული დროსელ-ტრანსფორმატორები საქართველოში არ იყიდება და ხელშეკრულება გააფორმეს და გამოიწერეს უ---------ან (როგორც ახსოვს), მისი ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 5000 აშშ დოლარს. ასევე განმარტა, რომ როდესაც დროსელ ტრანსფორმატორი იხსნება და სპილენძი ამოიღება, იგი ფაქტიურად უვარგისი ხდებაო. ამიტომ მათ მისი ზიანი მიუთითეს უშუალოდ, როგორც დროსელ-ტრანსფორმატორის ფასი და არა როგორც ამოღებული სპილენძის ფასი. ექსპერტიზაზე გაიგზავნა ერთი ცალი დროსელ-ტრანსფორმატორის პასპორტი და შესყიდვის აქტი. მოწმე თავის ჩვენებაში ასევე მიუთითებს, რომ, დაზარალებულის განმარტებით, მოპარული იყო 20 ცალი სპილენძის გრაგნილი. ზიანთან დაკავშირებით, მოწმემ ასევე განმარტა, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებულ სპილენძის გრაგნილზე დანიშნა საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა. ექსპერტის წინაშე დაისვა კითხვები: რა წონის და რა ღირებულებისა იყო ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი სპილენძის გრაგნილი. ასევე დაევალა სპილენძის გრაგნილის, როგორც ჯართის და როგორც მოწყობილობის ცალ-ცალკე განსაზღვრა. მიღებული დაკვნის თანახმად, დადგენილი იქნა მხოლოდ სპილენძის, როგორც ჯართის ღირებულება, ხოლო დროსელ-ტრანსფორმატორის, როგორც მოწყობილობის ღირებულება ვერ განისაზღვრა. ამის შემდეგ, განმეორებით დანიშნა საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში. ექსპერტიზაზე გაიგზავნა ერთი პასპორტის ქსეროასლი და შესყიდვის აქტები. ოცივე დროსელ-ტრანსფორმატორი იყო ანალოგიური მოდელის. აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შესყიდვის აქტებით. მიღებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგინდა დროსელ-ტრანსფორმატორის, როგორც მეორადი მოხმარების, საბაზრო ღირებულება, რომელიც შეადგენს 2500 ლარს. მოწმემ განმარტა, რომ ერ--------------ის მიერ 17 ცალი დროსელ-ტრანსფორმატორიდან სპილენძის ქურდობა დაფუძნებულია მხოლოდ ბრალდებულების ჩვენებებზე. სხვა რაიმე ამის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება გამოძიებას არ აქვს. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

სასამარლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მი-----------------მა განაცხადა, რომ მუშაობს შსს თ------–------ს რა----ული სამმართველოს დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლად. ერ--------------ს იცნობს სამსახურეობრივად. ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, თ------–------ს რა----ულ სამმართველოში მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება სამ სხვადასხვა ფაქტზე: ძალადობის, ნივთის დაზიანების და ქურდობის ფაქტებზე. სისხლის სამართლის საქმეების ერთწარმოებად გაერთიანების შემდეგ აწარმოებდა თვითონ. გამოძიება დაიწყო მ--------------–------------------------------–--- სადგურ ,,თ------–------დან“ 20 ცალი დროსელ-ტრანსფორმატორების ქურდობის ფაქტზე. ამ ნაწილში გამოძიებას აწარმოებდა გამომძიებელი მე--------------–---–ი. ერ--------------ს ბრალი წარედგინა 17 ცალი დროსელ-ტრანსფორმატორის ქურდობის ნაწილში, 3 ცალზე გამოძიება გამოყოფილია ცალკე წარმოებად. 17 ცალი დროსელ-ტრანსფორმატორის ქურდობის ფაქტზე ბრალდება დადგინდა ბრალდებულების ჩვენებებით, ჩხრეკის ოქმით და საგამოძიებო ექსპერიმენტებით. მოწმემ დაადასტურა საქმეში არსებული მის მიერ შედგენილი დოკუმენტების ავთენტურობა და ჩატარებული საგამოძიებო საპროცესო მოქმედებების კანონიერება. (იხ. სხდომის ოქმი)

 

2017 წლის 31 იანვრის ნივთის ამოცნობის ოქმის (ოთხი ოქმი) თანახმად, ბე----------–---ისათვის ამოსაცნობად წარდგენილი სპილენძის გრაგნილი, რომელიც წარმოადგენს ოთხკუთხედი ფორმის სპილენძის ხვიას, წონით 32 კგ, ამომცნობი პირის განმარტებით, არის ზუსტად ის ნივთი, რომელიც მოპარულია შ------------------“ კუთვნილი დროსელ - ტრანსფორმატორებიდან. საგანი ამოცნობილია გრაგნილისა და ხვიის სპეციფიკური ფორმით. აღნიშნული საგამოძიებო ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ბე----------–---მა.

 

2017 წლის 02 თებერვლის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ბე----------–---ისათვის ამოსაცნობად წარდგენილი არ–--------------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული სხვადასხვა ფორმის და ზომის ლითონისა და პლასტმასის ფრაგმენტები. ამომცნობი პირის განმარტებით, აღნიშნული არის შ------------------“ კუთვნილი დროსელ-ტრანსფორმატორებიდან ამოღებული სპილენძის გარაგნილის შემადგენელი ნაწილი. სწორედ აღნიშნულ ლითონისა და პლასტმასის ფრაგმენტებზეა სპილენძის გრაგნილები დამაგრებული და ისეა ჩადებული დროსელ-ტრანსფორმატორებში. აღნიშნული საგამოძიებო ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ბე----------–---მა.

 

2017 წლის 13 იანვრის შესყიდვის აქტის თანახმად, გამყიდველი - ერ--------------ი (პ.ნ. 2----------), მყიდველი - შ----------–“, შესყიდულია სპილენძის ჯართი საერთო წონით - 130 კგ. შესყიდვის ფასი (კილოგრამის ღირებულება) - 11.00 ლარი, გადახდილი თანხა - 1430 ლარი. აქტზე დაფიქსირებულია როგორც მყიდველის, ასევე გამყიდველის ხელმოწერები. აღნიშნული აქტის სისწორე დაადასტურა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შპ---------–--“ დირექტორმა თა--------------–---–მა.

2017 წლის 19 იანვრის შესყიდვის აქტის თანახმად, გამყიდველი - ერ--------------ი (პ.ნ. 2----------), მყიდველი - შ----------–“, შესყიდულია სპილენძის ჯართი საერთო წონით - 139 კგ. შესყიდვის ფასი (კილოგრამის ღირებულება) - 10.90 ლარად, გადახდილი თანხა - 1515 ლარი. აქტზე დაფიქსირებულია როგორც მყიდველის, ასევე გამყიდველის ხელმოწერები. აღნიშნული აქტის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შპ---------–--“ დირექტორმა თა--------------–---–მა.

 

2017 წლის 31 იანვრის დათვალიერების ოქმის თანახმად, მოწმე გე-–--------ის მიერ წარმოდგენილი ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის #1114 ჟურნალში, - მოთეთრო ფერის მუყაოს ყდით და ყდაზე წარწერით - ,,ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი, 50 ფურცელი, ზონარგაყრ--–ი, დამოწმებული შ----------–------–--“ ბეჭდით - შევსებული 10 გვერდი, 2017 წლის იანვრის თვეში დაფიქსირებულ 9 პირს შორის მე-9 და მე-10 გვერდებზე მითითებული არის ერ--------------ის მონაცემები. კერძოდ, სახელი და გვარი - ერ--------------ი, საცხოვრებელი ადგილი - თ------–------, პირადი ნომერი - 2----------, ლითონის სახეობა - სპილენძის ჯართი, წონა 32 კილოგრამი, ჩაბარების თარიღი 19/01/2017 წელი, ფასი (კილოგრამის ღირებულება) 10.5 ლარი და ჩამბარებელი პირის - ერ--------------ის ხელმოწერა. აღნიშნული საგამოძიებო ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გე-–--------მა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის #2---- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ერთი ფუთა წარმოადგენს: დროსელ-ტრანსფორმატორის ,,Д------------ის სპილენძის გამტარს წონით 32 კგ., როგორც ჯართის ღირებულება შეადგენს - 320 (სამასოცი) ლარს, ხოლო კომერციულ სტრუქტურებში ,,ДТ-0,6 -1000“-ის დროსელ-ტრანსფორმატორის ანალოგიური ან მსგავსი საქონლის რეალიზაციის ადგილების მოუძიებლობის გამო ვერ განისაზღვრა მისი ღირებულება.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, დასკვნით ნაწილში იკიხება: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მეორადი მოხმარების დროსელ-ტრანსფორმატორის ,,Д------------ის საბაზრო ღირებულება, ექსპერტიზაზე წარდგენის პერიოდის მდგომარეობით შეადგენს 2500 ლარს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა იო--------------ამ.

 

2017 წლის 27 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დასათვალიერებელი ობიექტია შ----------–ი“-ს სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული 2017 წლის 13 და 19 იანვრის ვიდეო ჩანაწერი ჩაწერ--–ი DVD-R დისკზე. ნივთიერი მტკიცებულების გახსნამდე ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. წარმოდგენილ ჩანაწერებში სხვადასხვა დროს ფიქსირდება მუქი ფერის “ოპელ ასტრას” მარკის ავტომანქანით ერ--------------ის (სხვა პირებთან ერთად) ფერადი ლითონის მიმღებ პუნქტში ჯართის (სპილენძის) მიტანა, აწონვა (ჩაბარება) და პუნქტის მიერ შესყიდული ჯართის (სპილენძის) საფასურის ერ--------------ისთვის გადაცემა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ერ--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ერ---------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2017 წლის იანვრის თვეში მა------------–--ის სარკინიგზო მაგისტრალზე, სადგურ ,,თ------–------ში“ ადგილი ჰქონდა დროსელ-ტრანფორმატორებში არსებული ე.წ. სპილენძის გრაგნილების ქურდობის ფაქტს. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა გე-–-----------–---–მა დაადასტურა მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაცია მომხდარი დანაშაულის ჩამდენი პირების შესახებ. დადგენილია, რომ ერ--------------ის ძმის არ–--------------ის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე შენობა-ნაგებობებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ე.წ. სპილენძის გრაგნილები. მოწმე ბე----------–---მა დაადასტურა, რომ მასთან ამოსაცნობათ წარდგენილი, ჩხრეკის შედეგად ამოღებული, 04 ცალი სპილენძის გრაგნილები ნამდვილად წარმოადგენს დროსელ-ტრანფორმატორებში არსებულ სპილენძის გრაგნილს და თავისი ვიზუალით ამოსაცნობად სირთულეს არ წარმოადგენს მისთვის, ვინაიდან კონსტრუქცია მისთვის კარგადაა ცნობილი სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე. მოწმის სახით დაკითხულმა გა----------------მა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ ერ--------------ი მას რამოდენიმეჯერ დაუკავშირდა 2017 წლის იანვრის თვეში და სთხოვა ტყის მიმდებარე ტერიტორიიდან ქ. თბილისში ტვირთვის გადაზიდვა შესაბამისი ანაზღაურებით. მისთვის გასაგები გახდა, რომ აღნიშნული ტვირთს წარმოადგენდა რკინის საგანი (ჯართი). ე. მი---------მა მოწმეს განუცხადა, რომ აღნიშნული ჯართი მან მოიპოვა ე.წ. “სვარკის აპარატის” დაშლის გზით. მოწმის ჩვენებით, დადგენილ იქნა, რომ ერ--------------ის მითითებით მის მიერ ტვირთი მიტანილ იქნა ქ. თბილისში მისთვის უცნობ მისამართზე არსებულ ფერადი ლითონის მიმღებ პუნქტში. საქმეში არსებული ვიდეო ჩანაწერებით და მათი დათვალიერების ოქმებით დადგენილია, რომ ერ--------------მა 2017 წლის 13, 19 და 31 იანვარს ფერადი ლითონის მიმღებ პუნქტში ჩააბარა სპილენძი. ხოლო მოწმის თა--------------–---–ის დაკითხვით დადგენილ იქნა, რომ ე. მი---------ის მიერ ჩაბარებული სპილენძი წარმოადგენდა ელექტრო მოწყობილობის დაშლის შედეგად ამოღებულ გრაგნილს. მისი განმარტებით, ერ--------------მა მას განუცხადა და რომ იგი დაკავებულია ელექტროძრავების შესყიდვით და რემონტით. ხოლო მის მიერ ჩასაბარებლად მიტანილი ფერადი ლითონი წარმოადგენდა იმ ელექტროძრავების დაშლის შედეგად მიღებულ სპილენძის გრაგნილს, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ რემონტს.

 

სასამართლო თვლის, რომ ერ--------------ის ძმის არ–--------------ის საცხოვრებელ სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული სპილენძის გრაგნილები, მოწმე ბე----------–---ის მიერ აღნიშნული სპილენძის გრაგნილების და სხვა ნივთების ამოცნობა, მოწმე (ექსპერტი) იო--------------ას ჩვენება, მოწმეების გა----------------ის, თა--------------–---–ის და გე-–--------ის ჩვენებები, საქმეზე არსებული ვიდეო ჩანაწერები უტყუარად ადასტურებ იმ ფაქტს, რომ ერ--------------ი უკანონოდ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შ----------------------------–--------–---–-ს“ კუთვნილი დროსელ-ტრანფორმატორებში არსებულ სპილენძის გრაგნილებს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს, მოწმეების მიერ სასამართლო სხდომაზე დადასტურებულ გარემოებას, რომ შ----------------------------–--------–---–-ს“ კუთვნილი დროსელ-ტრანფორმატორების მსგავსი ანალოგიური დროსელ-ტრანფორმატორების ყიდვა-გაყიდვა საქართველოს ტერიტორიაზე არ ხდება, იგი არის უცხოური (უკრაინული) წარმოების და მასში არსებული სპილენძის გრაგნილის იდენტური სპილენძის გრაგნილის მოპოვება (ლეგალურად) საქართველოში პრაქტიკულად შეუძლებელია. მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ დროსელ-ტრანფორმატორების შეძენა შ----------------------------–--------–---–მა“ განახორციელა მა------------–--ის სარკინიგზო მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, კონკრეტული ხელშეკრულებით, შესაბამისი რაოდენობით. აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება დაცვის მხარის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ არსებობს მონაცემი იმის შესახებ, რომ ერ--------------მა ქურდობა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. მხოლოდ მოწმე გა----------------ის ჩვენება, რომ ერ--------------ს ფერადი ლითონების გადაზიდვის დროს თან ახლდა ორი პირი, ვერ გახდება საკმარისი პირობა იმასა, რომ მის მიერ ჩადენილი ქურდობა შეფასებულ იქნას, როგორც დანაშაული ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

სასამართლოს აზრით, უსაფუძვლოა ერ--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის შესახებ. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოძრავი ნივთის შემადგენელი (მაკომპლექტებელი) ნაწილის ამოღება იგივე ნივთიდან ვერ ჩაითვლება საცავში უკანონო შეღწევად, რადგან საცავი მოიაზრება რაიმე ნივთის შესანახ ან დასაცავ ადგილად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დროსელ-ტრანფორმატორი წარმოადგენს მოწყობილობას, რომელიც ემსახურება რკინიგზის ფუნქციონირებას. იგი განთავსებულია ღიად რკინიგზის ლიანდაგის გასწვრივ და მიერთებულია ლიანდაგზე სპეციალური სადენებით. მას გააჩნია ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დასასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. კარკასი, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა მოწყობილობები, რომელიც საჭიროა მისი მუშაობისთვის. მათ შორისაა სპილენძის გრაგნილი, რომელიც წარმოადგენს დროსელ-ტრანფორმატორის ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილს. შესაბამისად, დროსელ-ტრანფორმატორის “ხუფის” ჭანჭიკებით მოხსნა სპილენძის გრაგნილის დაუფლების მიზნით, წარმოადგენს არა საცავში (დროსელ-ტრანფორმატორში) შეღწევას, არამედ დროსელ-ტრანფორმატორის, როგორც ერთი მთლიანი მოძრავი ნივთის მთლიანობის დარღვევას (დაშლა), მასში არსებული ნაწილის (დეტალის) დაუფლების მიზნით.

 

ასევე უსაფუძვლოა ერ--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ქურდობა ჩადენილი დიდი ოდენობით. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ არის უტყუარად დადგენილი, რომ ერ-- მი---------ის მიერ მოპარული სპილენძის გრაგნილების საფასური ან/და დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს არანაკლებ 0 000 ლარს. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკი1ცებულებებში არ არსებობს მონაცემი თუ რამდენი დროსელ-ტრანფორმატორიდან იქნა ერ--------------ის მიერ სპილენძის გრაგნილი ამოღებული და ამით რა ზიანი მიადგა დაზარალებულს. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ბრალდების მხარე ამყარებს მის მოთხოვნას, უთითებს მხოლოდ ერთეული მეორადი დროსელ-ტრანფორმატორის საბაზრო ღირებულებას. შესაბამისად, სასამართლო უთითებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (შესყიდვის აქტები, ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი) დასტურდება ერ--------------ის მიერ დაახლოებით 300 კგ. ფერადი ლითონის (სპილენძი) დაახლოებით 3100-3500 ლარად ჩაბარების ფაქტი. საქმის მასალებში არ მოიპოვება სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ გაკეთებული დასკვნები თუ რა ზიანი მიადგა დაზარალებულს უშუალოდ ერ-- მი--------ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად. ამავე დროს არ არის წარმოდგენილი სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ გაკეთებული დასკვნები, შემთხვევის დროისთვის, მუშა მდგომარეობაში (დანიშნულებისამებრ ვარგისი) იყო თუ არა შ----------------------------–--------–---–-ს“ კუთვნილი დროსელ-ტრანფორმატორები, რა ოდენობის (წონა) სპილენძის გრაგნილია მოთავსებული თითოეულ დროსელ-ტრანფორმატორში და სხვა. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად ვერ დგინდება უშუალოდ ერ--------------ის მიერ დაზარალებულისთვის დიდი ოდენობით (ზიანი არანაკლებ 10 000 ლარი) ზიანის მიყენების ფაქტი.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ე. მი---------ის მიერ ქურდობის ჩადენა არაერთგზის. სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნით, ?? ???????? 177-?–186-? ???????? გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-?, 231-?, 237-? და 264-? ???????? გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

თ------–------ს რა----ული სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განაჩენით, ერ--------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/3-ით და საბოლოოდ ერ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის და 08 (რვა) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე. მი---------ი ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატების პოზიციას ერ--------------ის უდანაშაულობასთან მიმართებით უსაფუძვლობის გამო. ამასთან, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ დადგენილი არ არის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთი არის თუ არა „სპილენძის მავთული“. სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის #2---- დასკვნით, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთი (ფუთა) არის სპილენძის გამტარი.

 

ერ--------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულის წარმომადგენლის ბე----------–---ის, მოწმეების - გე-–--------ის, თა--------------–---–ის, იო--------------ას, მე--------------–---–ის, მი----------------ის, შო---------–---–ის, მა------------–-ძის, ნი----------ის, ზუ-------------–---–ის, დი---------------–---–ის, გა----------------ის ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; 2017 წლის 27 იანვრის არ–--------------ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების ჩხრეკის ოქმი; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები; ნივთის ამოცნობის ოქმები; 2017 წლის 31 იანვრის დათვალიერების ოქმი; შესყიდვის აქტები; 2017 წლის 01 თებერვლის ფერადი ლითონის მიმღები პუნქტის დათვალიერების ოქმი; 2017 წლის 02 თებერვლის ნივთის ამოცნობის ოქმი; 2017 წლის 28 თებერვლის ექსპერტის #2---- დასკვნა; 2017 წლის 28 აპ----–-ს სასაქონლო ექსპერტიზის №5--------- დასკვნა; 2017 წლის 27 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

უტყუარად დასტურდება, რომ ერ--------------ი ფარულად დაეუფლა შ------------------“ კუთვნილ დროსელ-ტრანსფორმატორებიდან ამოღებულ სპილენძის გრაგნილებს, რითაც დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი აღემატება 150 ლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ერ--------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ბრალდებულის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა მისი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც ერ--------------ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად განიხილა და გამოიკვლია რა არსებით სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი სადაოდ გამხდარი მტკიცებულებები, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილი სტანდარტებით ამტკიცებენ, რომ ერ--------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ერ--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისთვის არასრულწლოვანია პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის არ შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ერ--------------ი დაბადებულია 1999 წლის 20 ივლისს, შესაბამისად 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე პერიოდში მას შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი. ხოლო 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/4-ით მცირდება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასამართლო, სასჯელის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სანქციას - თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ერ--------------ი წარსულში მსჯავრდებულია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. ერ--------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მართლმსაჯულების პროცესში მის როლს, მისი ოჯახის სოციალურ მდგომარეობას, ასაკს და მიაჩნია, რომ მას ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უნდა შეუმცირდეს 1/4-ით და ერ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 09 (ცხრა) თვის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 და 73-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ერ--------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ერ--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შემცირდეს 1/4-ით და ერ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 09 (ცხრა) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ერ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 09 (ცხრა) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ერ--------------ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 14 სექტემბრის 06:58 საათიდან.

 

მსჯავრდებულ ერ--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე ნივთმტკიცების სახით დართული “სპილენძის გრაგნილი” და “ადიელა” რომლებიც ინახება შსს თ------–------ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მის კანონიერ მფლობელთ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქმეზე დართული DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მის.: ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თ------–------ს რა----ული სასამართლოს (მის.: ქ.თ------–------, კოსტავას ქ. №11) მეშვეობით.

 

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა