1. არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
2. დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
3. (ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი № 5196 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(316)
საქმე №ას-581-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.07.2025
…პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები, კერძოდ, განცხადება სპეციალური კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური დებატების ან სასამართლო სიტყვის თავისუფლების ფარგლებში არ გავრცელებულა, ამასთან არ არსებობდა ამავე კანონის მე-15 და მე-16 მუხლით დადგენილი გამონაკლისებიც. 33. კასატორის შემდგომი შედავებაა, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი არ დასტურდებოდა და იგი ფაქტობრივად გათავისუფლდა…
საქმე №1აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2025
…კანონით დადგენილი არაერთგზისი დანაშაულის დეფინიცია. საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ კანონმდებელი მიზნად ისახავდა არაერთგზისი დანაშაულის ცნების დახვეწას, უკეთ ფორმულირებას. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შეცვლილი რედაქცია უფრო სწორია და უკეთ პასუხობს საზოგადოების გამოწვევებს. კანონმდებლის მიერ ნორმის…
საქმე №6აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.06.2025
…კანონით დადგენილი არაერთგზისი დანაშაულის დეფინიცია. 4. საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ კანონმდებელი მიზნად ისახავდა არაერთგზისი დანაშაულის ცნების დახვეწას, უკეთ ფორმულირებას. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შეცვლილი რედაქცია უფრო სწორია და უკეთ პასუხობს საზოგადოების გამოწვევებს. ამდენად, კანონმდებლის მიერ…
საქმე №2კ-1259აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.02.2024
…ბოლოს (განსახილველ) ჩადენილ დანაშაულთა მუხლებს, მათ კატეგორიას და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ, განიხილავს სააპელაციო სასამართლოს მიერ რეციდივის წესის გამოყენებაზე უარის თქმის მართებულობას. 6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 და მე-17 მუხლების თანახმად, ის, რაც რეციდივისა და არაერთგზისობის არსებით მსგავსებას იწვევს, არის – პირის მიერ წარსულში არსებული ნასამართლობა და აღნიშნულის შემდეგ,…
საქმე №11აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.10.2023
…ს. ე-ს არც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისათვის ჰქონდა გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა, რის გამოც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის (არაერთგზისი დანაშაული), 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 79-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ…
საქმე №2კ-742აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.11.2022
საქმე №2კ-752აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.10.2022
საქმე №5აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.06.2022
საქმე №2კ-197აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.06.2021
საქმე №2კ-269აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.11.2018
საქმე №75აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.02.2018
საქმე №2კ-395აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.01.2018
საქმე №197აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.02.2017
საქმე №89აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.09.2016
საქმე №73აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.09.2016
საქმე №2კ-366აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.01.2016
საქმე №2კ-70აპ.-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2009
საქმე №64საზ.-2008 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.07.2009
საქმე №2კ-1198აპ.-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.03.2009
საქმე №2კ-364აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.07.2007
საქმე №2კ-868აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.03.2007
საქმე №2კ-521დად.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.01.2005
საქმე №2კ-555აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
…დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფისა და ამავე დანართის შენიშვნის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანაფის ფისის სადავოდ გამხდარი ოდენობა – 0,1315 გრამი, წარმოადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას. 14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით…
…„ა.გ“ ან „ა.ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია მიიღოს გონივრული ზომები, რათა დაადგინოს, არის თუ არა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლე ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილე, ხოლო ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − აგრეთვე მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირი. ანგარიშვალდებულმა პირმა ბენეფიციარის იდენტიფიკაცია…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 15, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-15/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია