თავი III — სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი, დანაშაულის კატეგორიები
1. ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით სასჯელად გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის მიხედვით დანაშაული სამი კატეგორიისაა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაული;
ბ) მძიმე დანაშაული;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
2. ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას.
3. მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, აგრეთვე გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით.
4. განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
თავი IV
ერთიანი დანაშაულის სახეე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(154)
- საქმე №2კ-742აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.12.2025
…კასატორს აღარ მიმოუხილავს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ა. ჩ. ნამდვილად ს. მ. მიაყენა ცეცხლსასროლი იარღიდან დაზიანებები, არამედ – თუ რამდენად იცოდა ა. ჩ., რომ ს. მ. ბრალი ედებოდა მძიმე კატეგორიის დანაშაულებში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულია დანაშაულის კატეგორიები, რაც უკავშირდება თითოეული ქმედებისათვის განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალურ ზედა…
- საქმე №2კ-121-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.12.2025
…ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში: 6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედება, რომლის ჩადენაც ბრალად ედება მ. ბ–ს (M. B.), განეკუთვნება მძიმე დანაშაულის…
- საქმე №2კ-749აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.11.2025
…მოწმეებმა მიუთითეს, რომ ე. მ–მა ხ. კ–ს უთხრა: „ენას ამოგაწიწკნიდი“ /,,ენას ამოგაგლიჯავ“ და კვალავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა, ხოლო მე-12 და 166-ე მუხლების თანახმად – სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. სასამართლო საქმეს განიხილავს…
- საქმე №2კ-115-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.11.2025
…მ. გ–ი (M. G./G.) ბრალდებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, აღნიშნული დანაშაულები შეესაბამება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის…
- საქმე №2კ-113-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.11.2025
…ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში: 6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაც ბრალად ედება ჰ. მ–ს (H. M.), განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა…
- საქმე №2კ-111-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.10.2025
- საქმე №ბს-285(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2025
- საქმე №2კ-104-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.09.2025
- საქმე №2კ-101-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.08.2025
- საქმე №2კ-380აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2025
- საქმე №2კ-92-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2025
- საქმე №2კ-90-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.07.2025
- საქმე №2კ-89-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.06.2025
- საქმე №2კ-73-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.05.2025
- საქმე №2კ-69-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2025
- საქმე №2კ-59-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.04.2025
- საქმე №2კ-1381აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.04.2025
- საქმე №2კ-56-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2025
- საქმე №2კ-54-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.03.2025
- საქმე №2კ-50-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.03.2025
- საქმე №2კ-51-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.03.2025
- საქმე №2კ-40-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.03.2025
- საქმე №2კ-38-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.02.2025
- საქმე №2კ-35-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.02.2025
- საქმე №2კ-16-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.01.2025
- საქმე №2კ-243-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.12.2024
- საქმე №2კ-226-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.12.2024
- საქმე №2კ-211-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.12.2024
- საქმე №2კ-197-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.12.2024
- საქმე №2კ-44-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.10.2024
- საქმე №2კ-32-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.09.2024
- საქმე №2კ-29-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2024
- საქმე №2კ-13-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.04.2024
- საქმე №2კ-12-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.03.2024
- საქმე №2კ-11-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.03.2024
- საქმე №2კ-949აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.03.2024
- საქმე №2კ-6-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.03.2024
- საქმე №2კ-5-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.02.2024
- საქმე №2კ-1205აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.02.2024
- საქმე №2კ-1117აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.01.2024
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 154-დან.