თავი III — სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი, დანაშაულის კატეგორიები
1. თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის.
2. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
3. უმოქმედობა იმ შემთხვევაში ჩაითვლება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის განხორციელების ან კონკრეტული საფრთხის შექმნის აუცილებელ პირობად, როდესაც პირს ეკისრებოდა მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა, ჰქონდა ასეთი მოქმედების შესაძლებლობა და სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებით შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებულ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(196)
საქმე №2კ-893აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.01.2026
…და ექსპერტთა ჩვენებები არ შეიცავს კატეგორიულ და მტკიცებითი შინაარსის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ლ. ქ–ს ჰემორაგიული ინსულტი და მარჯვენა ხელ-ფეხის ფუნქციური მოშლა განუვითარდა დ. ს–ას ძალადობრივი ქმედების შედეგად. 5.9. საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული…
საქმე №2კ-678აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.12.2025
…მარჯვენა წვივის ძვლების დახურული მოტეხილობა. ჭრილობები მარჯვენა მტევნის არეში. ს. ბ–ი კლინიკიდან გაეწერა 2014 წლის 14 თებერვალს და ამავე წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 03:00 საათზე გარდაიცვალა მ. მ–ის საცხოვრებელ სახლში. 5.13. საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული…
საქმე №2კ-1135აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.03.2025
…დოკუმენტის, როგორც მომპოვებელი, ისე – შემნახველი პირი, ხოლო შემქმნელის დაკითხვის უპირობო ვალდებულება – არ არსებობს. უმოქმედობის დროს მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან მიმართებით, რომლის დადგენაც კანონით აუცილებელია, საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსობრივი მხარე, რომლის სიზუსტე სიტყვასიტყვითი განმარტების ფონზე სამართალშემფარდებლის ჩიხში შეყვანას…
საქმე №2კ-9-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.01.2025
…სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან…
საქმე №2კ-922აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.11.2024
…საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-5…
საქმე №2კ-22-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.06.2024
საქმე №2კ-677აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.12.2023
საქმე №ბს-1084(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
საქმე №2კ-801აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.12.2022
საქმე №2კ-537აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.11.2022
საქმე №2კ-445-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.11.2021
საქმე №2კ-419-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.09.2021
საქმე №2კ-34-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2019
საქმე №2კ-35-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2019
საქმე №83აგ.-2014 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.03.2015
საქმე №2კ-1061-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2013
საქმე №2კ-203-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.03.2013
საქმე №2კ-169-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.02.2013
საქმე №2კ-120-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2013
საქმე №2კ-17-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.02.2013
საქმე №2კ-1661აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.11.2008
საქმე №2კ-129დად.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2003
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 8, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-8/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია