განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№14551-13 1 მაისი, 2013 წელი
მ-ი ე 14551-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე, მაია ვაჩაძე
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - ე. ფ-ს
ადვოკატ - მ. კ-ს
მსჯავრდებულ - ე. მ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ე. მ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 ივლისის განაჩენით ე. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 31 ივლისის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 10000 ლარი, „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, იგი გათავისუფლდა 187-ე მუხლით დაკისრებული სასჯელისაგან, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 10000 ლარი, „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, იგი გათავისუფლდა 187-ე მუხლით დაკისრებული სასჯელისაგან, 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 21 ოქტომბრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 10000 ლარი, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 10000 ლარი, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 10000 ლარი, 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 10000 ლარი, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 90000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 40000 ლარი და ჯარიმა - 90000 ლარი, დამატებითი სასჯელის სახით.
მასვე 5 წლის ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული უფლებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აპრილის განაჩენით ე. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის, 5 თვისა და 20 დღის ვადით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის, 5 თვისა და 20 დღის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 4 წელი, 5 თვე და 20 დღე ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის, 5 თვისა და 20 დღის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა აეთვალა 2010 წლის 28 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 13 დეკემბრის განკარგულებით ე. მ-ი გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის პრობაციის ბიუროდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეღავათების გავრცელების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად შევიდა მსჯავრდებულ ე. მ-ს პირადი საქმე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ე. მ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ ე. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად;
მსჯავრდებულ ე. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;
მსჯავრდებულ ე. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა წინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის წინა - 2009 წლის 31 ივლისის განაჩენით პირობითი მსჯავრის სახით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 თვისა და 20 დღის ვადით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 თვისა და 7 დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ ე. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 4 თვისა და 7დღის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 4 წლის, 1 თვისა და 7 დღის ვადით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ე. მ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან/და მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა.
ამდენად, მსჯავრდებული ე. მ-ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი), 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 21 ოქტომბრის ეპიზოდი), 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და, ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით; ამავე კანონის მე-19 მუხლის თანახმად, პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად უნდა აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
საქმის მასალების მიხედვით, ე. მ-ა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნები და იგი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.
ამდენად, მსჯავრდებულ ე. მ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დანიშნული სასჯელები უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 31 ივლისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 4 თვესა და 15 დღეს, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც შეადგენს 4 თვესა და 15 დღეს, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით , მესამე ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 4 თვესა და 15 დღეს, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც შეადგენს 4 თვესა და 15 დღეს. ამ განაჩენით მას მოსახდელად უნდა განესაზღვროს 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა გამოაკლდეს პატიმრობაში ყოფნის დრო - 7 თვე და 10 დღე, რაც შეადგენს 1 წელს, 2 თვესა და 5 დღეს.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ე. მ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელები უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 9 თვეს, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 2 წელსა და 3 თვეს. ამ განაჩენით მას უნდა მიესაჯოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საბოლოოდ დანიშნულ სასჯელს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთას - უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 1 წელი, 2 თვე და 5 დღე და მსჯავრდებულ ე. მ-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 4 წლით, 2 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი, 2 თვე და 5 დღე უნდა მოიხადოს რეალურად, ხოლო დარჩენილი 3 წელი უნდა ჩაეთვალოს პირობით. იმის გათვალისწინებით, რომ ე. მ-ი 2010 წლის 28 სექტემბრიდან 2012 წლის 13 დეკემბრამდე იმყოფებოდა პატიმრობაში, დანიშნული სასჯელი - 1 წლით, 2 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა - უნდა ჩაეთვალოს მოხდილად, აქედან დარჩა 1 წელი და 5 დღე, რაც მან მოიხადა ზედმეტად და უნდა ჩაეთვალოს პირობით დანიშნულ სასჯელში - 3 წელში. ამდენად, საბოლოოდ მსჯავრდებულ ე. მ-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 1 წელი, 11 თვე და 25 დღე - პირობითი მსჯავრი, 2 წელი, 8 თვე და 25 დღე - გამოსაცდელი ვადა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2012 წლის 13 დეკემბრიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე. მ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ე. მ-ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი), 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 21 ოქტომბრის ეპიზოდი), 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 21 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მსჯავრდებული ე. მ-ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ე. მ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დანიშნული სასჯელები შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2008 წლის 31 ივლისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 4 თვესა და 15 დღეს, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც შეადგენს 4 თვესა და 15 დღეს, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 4 თვესა და 15 დღეს, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2008 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც შეადგენს 4 თვესა და 15 დღეს, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 4 თვესა და 15 დღეს. ამ განაჩენით მას მოსახდელად განესაზღვროს 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც გამოაკლდეს პატიმრობაში ყოფნის დრო - 7 თვე და 10 დღე, რაც შეადგენს 1 წელს, 2 თვესა და 5 დღეს.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ე. მ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელები შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 9 თვეს, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 2 წელსა და 3 თვეს. ამ განაჩენით მას მიესაჯოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საბოლოოდ დანიშნულ სასჯელს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 1 წელი, 2 თვე და 5 დღე და მსჯავრდებულ ე. მ-ს მოსახდელად განესაზღვროს 4 წლით, 2 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი, 2 თვე და 5 დღე მოიხადოს რეალურად, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალოს პირობით. იმის გათვალისწინებით, რომ ე. მ-ი 2010 წლის 28 სექტემბრიდან 2012 წლის 13 დეკემბრამდე იმყოფებოდა პატიმრობაში, დანიშნული სასჯელი - 1 წლით, 2 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალოს მოხდილად, აქედან დარჩა 1 წელი და 5 დღე, რაც მან მოიხადა ზედმეტად და ჩაეთვალოს პირობით დანიშნულ სასჯელში - 3 წელში.
საბოლოოდ მსჯავრდებულ ე. მ-ს მოსახდელად განესაზღვროს 1 წელი, 11 თვე და 25 დღე - პირობითი მსჯავრი, 2 წელი, 8 თვე და 25 დღე - გამოსაცდელი ვადა, რომლის ათვლა დაეწყოს 2012 წლის 13 დეკემბრიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. ქათამაძე